კატამ მიკბინა, რა ვქნა?

კატამ მიკბინა, რა ვქნა?

კატები ათასობით წლის განმავლობაში ცხოვრობენ ადამიანებთან. თუმცა, ამან უპირობოდ მეგობრულებად არ აქცია, ზოგჯერ სხვადასხვა მიზეზის გამო ისინი შეიძლება იყვნენ აგრესიულები. მნიშვნელოვანია ყველა პატრონმა იცოდეს რა უნდა გააკეთოს, თუ კატამ დაკბინა და როგორ მოიქცეს, მსგავს ფაქტს თავი რომ აარიდოს.

რა ვქნათ, რომ კატამ არ გვიკბინოს?

  • ყველაზე ხშირად, შინაური ცხოველის აგრესიულ ქცევაში ადამიანი არის დამნაშავე. გამონაკლისი არის ის, როცა შინაურ ცხოველს აქვს ცოფი ან სხვა დაავადებები, რომლებიც გავლენას ახდენენ ნერვულ სისტემაზე. იმისათვის, რომ კატამ არ გიკბინოთ, უნდ ადაიცვათ შემდეგი წესები:
  • კატას გაწვრთნა სჭირდება. პატრონი მისთვის ავტორიტეტი უნდა იყოს და ამავდროულად მისი არ უნდა ეშინოდეს. ურთიერთობები ნდობაზე უნდა ავაშენოთ, მაშინ არც კნუტი და არც ზრდასრული კატა პატრონს არ უკბენს, სტუმრების გამოჩენისას ცხოველი თავს დაცულად იგრძნობს და უცნობებს თავს არ დაესხება. წვრთნისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს შინაური ცხოველის სოციალიზაციას;
  • კნუტები თამაშის დროს ხშირად კბენენ ადამიანს ხელებზე. ეს ბუნებრივია და ამ შემთხვევაში არ უნდა გაიკიცხონ. სამაგიეროდ, უნდა აჩვენოთ, რომ ნაკბენი თქვენთვის უსიამოვნოა – ამისთვის შეგიძლიათ ყოველი კბენის შემდეგ ნაზად დაარყათ წკლიპურტი კნუტს ცხვირზე. დროთა განმავლობაში ის მიხვდება, რომ კბენა დაუშვებელია;
    • კატები, ისევე როგორც ადამიანები, განსხვავდებიან ხასიათით: ვიღაცას უყვარს ხელში აყვანა, ვიღაცას კი უბრალოდ პატრონის გვერდით ყოფნა ურჩევნია. იძულებით არ დაიჭიროთ შინაური ცხოველი, თუ მას არ მოსწონს ზედმეტი სიყვარული და კონტაქტი;
    • როდესაც კატა ტკივილს განიცდის, მისთვის არასასიამოვნო შეიძლება იყოს არა მხოლოდ შეხება, არამედ ნებისმიერი კონტაქტი ადამიანთან. ამ შემთხვევაში, ის შეიძლება გახდეს აგრესიული და გიკბინოთ კიდეც. თუ არსებობს ეჭვი, რომ შინაური ცხოველი ავად არის, აჩვენეთ იგი

    შინაური ცხოველები სტრესისგან უნდა დაიცვათ. შიშის მდგომარეობაში მყოფი ნებისმიერი კატა იკბინება, ეს ბუნებრივი ინსტინქტებია და ამაში მისი დადანაშაულება სწორი არაა.

    მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მიუსაფარი კატებისა და კნუტების ქცევა განსაკუთრებით არაპროგნოზირებადია, ამიტომ მათთან პირდაპირი კონტაქტი თავიდან უნდა აიცილოთ.

რა ვქნათ, თუ კატამ გვიკბინა?

კატის ნერწყვი შეიცავს უზარმაზარ რაოდენობას ადამიანის ორგანიზმისთვის უჩვეულო ბაქტერიებს. თუ ისინი სისხლში შედიან, მათ შეუძლიათ გამოიწვიონ სხვადასხვა დაავადებები, მაგრამ სათანადო მოვლის შემთხვევაში მათი განვითარების რისკი მინიმალურია. თუ ჭრილობა ზედაპირულია და სისხლდენა არ არის ძლიერი, მაშინ ნაკბენი უნდა დაიბანოთ თბილი წყლით და ტუტეს შემცველი საპნის ხსნარით, რომელიც ანადგურებს ზოგიერთ ბაქტერიას. შემდეგ ჭრილობა უნდა დამუშავდეს ანტიბიოტიკური მალამოებით და წაიკრათ ბინტი. თუ ნაკბენი ღრმა აღმოჩნდა, მაშინ ჭრილობა უფრო დიდხანს და საფუძვლიანად უნდა დაიბანოთ, ამისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ქლორჰექსიდინი. სისხლდენის შეწყვეტის შემდეგ უმჯობესია მისი კიდეები ნებისმიერი ანტისეპტიკით დამუშავდეს და დაიდოთ ბინტი. საშიშია ცოფით დაავადებული კატების ნაკბენები. თუ ნაკბენის შემდეგ სიცხე გაქვთ, ჭრილობა ძალიან შეშუპებული და გაწითლებულია, ექიმს დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ!
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!