თეთრი შვეიცარიული ნაგაზი

თეთრი შვეიცარიული ნაგაზი

მახასიათებლები   არმოშობის ქვეყანა შვეიცარია, აშშ   ზომა დიდი   სიმაღლე 56-65 სმ   წონა 25-40 კგ   ასაკი 10-13 წელი   მოკლე ინფორმაციაჯიშის ორიტიპი არსებობს მოკლებეწვიანი და გრძელბეწვიანი;ერთგული, სწრაფად ეჯაჭვება პატრონს;გაწონასწორებული, მშვიდი, ინტელექტუალური.

ხასიათი

თეთრი შვეიცარული ნაგაზის ნამდვილი სამშობლო, სახელის მიუხედავად, ევროპა კი არა, აშშ-ია. მაგრამ ითვლება, რომ სწორედ ევროპელმა მომშენებლებმა აღმოაჩინეს ამ ქათქათა ჯიშის პოტენციალი და ეს არც ისე დიდი ხნის წინ, 70-იან წლებში მოხდა. აი,მისი წინაპრები კი, გერმანული ნაგაზები აშშ-დან და კანადიდან არიან. მაშინ, როცა ევროპაში მე-20 საუკუნის შუა ხანებში გერმანული ნაგაზის თეთრი შეფერილობა აშკარა ხინჯად ითვლებოდა, ამერიკელმა და კანადელმა მომშენებლებმა გადაწყვიტეს შეენარჩუნებინათ ეს თვისება. თანდათან ჩამოყალიბდა თეთრი ნაგაზების ძაღლების ჯიში, რომელსაც “ამერიკულ-კანადური” უწოდეს. რამდენიმე წლის შემდეგ ეს ძაღლები შვეიცარიაში ჩაიყვანეს,მათი აქტიურად მოშენება დაიწყეს. ხოლო 2003 წელს შვეიცარიელმა მომშენებლებმა ჯიში სკფ-ში დაარეგისტრირეს.წინაპრების მსგავსად, თეთრი ნაგაზები წარმოუდგენლად ჭკვიანები, მიმდობები და პატრონის ერთგულები არიან. ეს ძაღლი შეიძლება იყოს შესანიშნავი კომპანიონი მარტოხელა ადამიანისთვის, სახლის მცველი და ოჯახის დარაჯი. ძაღლი უფრთხის უცნობებს, მაგრამ აგრესიული არაა. თეთრი შვეიცარიული ნაგაზები ჭკვიანი და მშვიდი არიან. თუმცა უყვართ აქტიური დროსტარება და სხვადასხვა თამაშები, განსაკუთრებით ლეკვობაში. გარდა ამისა, ეს ძაღლები ძალიან მეგობრულები არიან და ყოველთვის უხარიათ ოჯახის მეგობრების სტუმრობა. ისინი სწრაფად ამყარებენ კონტაქტს და ზოგჯერ შეუძლიათ გაცნობისას ინიციატივაც კი გამოიჩინონ.თეთრ შვეიცარულ ნაგაზებს აქვთ მხიარული ხასიათი, სიახლეებისთვის მუდამ გახსნილები არიან და ყოველთვის აუბამენ მხარს გართობას, მაგრამ არასერიოზულებს ვერ ვუწოდებთ. ისინი დახვეწილად გრძნობენ განწყობას სახლში. ამ ძაღლებს შეუძლიათ თანაგრძნობა და პატრონის მდგომარეობასთან ადაპტირება. გერმანელი ნათესავების მსგავსად ისინიც სიამოვნებით ემსახურებიან ადამიანს. კეთილგანწყობილ თეთრ შვეიცარიელ ნაგაზებს უყვართ და პატივს სცემენ ბავშვებს. ისინი მზად არიან ბავშვებთან ითამაშონ, აცნობიერებენ, რომ ისინი მათი პატარა პატრონები არიან. ჯიშის წარმომადგენლები ასევე საკმაოდ კარგად თანაცხოვრობენ სხვა ცხოველებთან. თუ ნაგაზი სახლში პირველი შინაური ცხოველი არაა, მაშინ ის, სავარაუდოდ, მთავარი როლისთვის ბრძოლას არ დაიწყებს.

შენახვის პირობები თეთრი შვეიცარიული ნაგაზი სოფლის მკვიდრია, თუმცა ძაღლს ქალაქის ბინაშიც კი შეუძლია ფესვის გადგმა. მაგრამ მას ფიზიკური დატვირთვა და ხანგრძლივი ყოველდღიური სეირნობა სჭირდება. აქტიურობის გარეშე, ძაღლის ხასიათი და ფიზიკური მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!