ვეტერინარი: როგორ მოვაჭრათ კლანჭები ძაღლს?

ვეტერინარი: როგორ მოვაჭრათ კლანჭები ძაღლს?

თუ კატები, როგორც წესი, უხმაუროდ გადაადგილდებიან, მაშინ ძაღლები გარშემომყოფებს წინასწარ აფრთხილებენ მოსვლის შესახებ, კლანჭების ხმამაღალი ჩხაკუნით. ითვლება, რომ კლანჭები არ უქმნის პრობლემას არც შინაურ ცხოველებს და არც პატრონებს და არ საჭიროებს განსაკუთრებულ ზრუნვას. მაგრამ ნამდვილად ასეა? ან საჭიროა ფრჩხილების მოვლა?
 

საჭიროა თუ არა ძაღლისთვის ფრჩხილების მოჭრა? ან არის თუ არა აღნიშნული პროცედურა აუცილებელი? თუ სავალდებულოა, რამდენად ხშირად უნდა ჩატარდეს?

თუ ვსაუბრობთ დიდ ცხოველზე, რომელიც ყოველდღიურად აქტიურად სეირნობს, მაშინ არ არის საჭირო კლანჭების დაჭრა, ბუნებრივად იქლიბება მოძრაობისას. მაგრამ პატარა ცხოველების შემთხვევაში ეს უფრო რთულია, რადგან ისინი ნაკლებად დადიან და მეტ დროს ატარებენ უმოძრაოდ.
შეუძლებელია ცალსახად იმის თქმა, თუ რამდენად ხშირად ჭირდება შინაურ ცხოველს კლანჭების მოჭრა – ეს ყველაფერი დამოკიდებულია ფრჩხილის ფირფიტის ზრდის ტემპზე. სასურველია კლანჭების ვიზუალური დათვალიერება თვეში ან თვენახევარში ერთხელ. და ამით გადაწყდება დასაჭრელია თუ არა.

რატომ არის საჭირო ფრჩხილის დაჭრა?

გაზრდილი კლანჭების მთავარი პრობლემა ტრავმის ალბათობაა. მაგალითად, ძაღლმა შეიძლება კლანჭი რაღაცას დააჭიროს და ამით ფრჩხილის ფირფიტა დაიზიანოს. ხშირად ეს ხდება ზამთარში მყარ თოვლზე. გარდა ამისა, გრძელმა კლანჭმა შეიძლება დააზიანოს კიდური, შემდეგ კი მისი მოჭრა შეუძლებელია ტრავმირების გარეშე.

როგორ ჩავატაროთ ეს პროცედურა სწორად?

დღესდღეობით უამრავი სპეციალური მოწყობილობა არსებობს კლანჭების დასაჭრელად. წესის მიხედვით კლანჭები უნდა მოიჭრას 45 გრადუსიანი კუთხით შიდა სისხლძარღვთა შრესთან შეხების გარეშე. თუ ცხოველი ღია ფერისაა, მაშინ მისი კლანჭებიც გამჭვირვალეა და მათში არსებული ძარღვი კარგად ჩანს შუქზე. თუ კლანჭები შავია, მაშინ პროცედურა უფრო რთულდება. აქ მხოლოდ გამოცდილება დაგეხმარებათ. მთავარი წესია არ იჩქაროთ და მიჰყვეთ ცხოველის რეაქციას. თუ ძაღლს არ სიამოვნებს, უმჯობესია შეჩერდეთ. შავი კლანჭებით ძაღლების მთავარი უპირატესობაა ფრჩხილის ფირფიტის უმნიშვნელო სიმკვეთრე, მისი ამოღება ყოველთვის უმტკივნეულოდ შეიძლება.

რა უნდა ქნას პატრონმა, თუ კლანჭების მოჭრისას მაინც შეეხო სისხლძარღვთა შრეს?

პირველ რიგში, თქვენ უნდა შეაჩეროთ სისხლდენა. მშრალი კალიუმის პერმანგანატი დაგეხმარებათ ამაში: წაუსვით ბამბის ტამპონზე და მიადეთ ჭრილობაზე. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ თხევადი კალიუმის პერმანგანატი ან წყალბადის ზეჟანგი. ან შეგიძლიათ უბრალოდ დაახვიოთ რამე ქსოვილი და ცოტა ხნის შემდეგ სისხლდენა თავისით შეწყდება.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!