ეგზოტიკური მოკლებეწვიანი კატა

ეგზოტიკური მოკლებეწვიანი კატა

მახასიათებლები წარმოშობის აშშ ბეწვის ტიპი მოკლებეწვიანი   სიმაღლე 30 სმ-მდე   წონა 3-7 კგ   ასაკი 12-15 წელი მოკლე ინფორმაციაამ ჯიშის წარმომადგენლებს ხშირად „მოკლებეწვიან სპარსელებს“ უწოდებენ, რადგან ყველა თვალსაზრისით, გარდა ბეწვის ტიპისა, ეს ჯიშები მსგავსი და მონათესავეა;კატა მოვლაში ძალიან უპრეტენზიოა და პრობლემას ძალიან ზარმაც პატრონსაც კი არ შეუქმნის;რბილი, ტაქტიანი და ძალიან მოსიყვარულე შინაური ცხოველი. ხასიათი ეგზოტიკურმა მოკლებეწვიანმა კატამ ბევრი ჩვევა და ხასიათი სპარსელებისგან გადაიღო, თუმცა ეგზოტები უფრო ენერგიულები და მოძრავები, მხიარულები და მეგობრულები არიან, თუმცა, მიუხედავად ამისა, ძალიან აქტიურებს ვერ ვუწოდებთ. მათ უყვართ სათამაშოებით თამაში, მაგრამ კიდევ უფრო დიდი სიამოვნებით დააკვირდებიან მწვეთავ ონკანს, ნელ-ნელა ახოხლიაბენ იატაკზე ბაფთას ანაც სავარძელში მშვიდად წამოწვებიან. ეს კატები თავს არ მოგაბეზრებენ. არ შეაწუხებენ პატრონს, თუ ის ურთიერთობის ან თამაშების ხასიათზე არ არის. ეგზოტიკური მოკლებეწვიანი კატა მშვიდი შინაური ცხოველია, არ არის მიდრეკილი აგრესიისკენ, უფრო მეტიც, ერთგული და ყურადღების ცენტრში ყოფნაზე გიჟდება. თუ ყურადღებას მოაკლებთ, ძალიან დაიტანჯება და შეიძლება, დეპრესიაშიც კი ჩავარდეს. ამ ჯიშის კატები კარგად ურთიერთობენ ბავშვებთან და სხვა შინაურ ცხოველებთან, მაგრამ უფროსებთან ურთიერთობა და დროის გატარება მაინც უფრო ურჩევნიათ. ეგზოტები ზოგჯერ ტემპერამენტით ძაღლებს ჰგვანან, რადგან ისინი ბევრად მეტ სიყვარულსა და ერთგულებას ავლენენ, ვიდრე სხვა კატების ჯიშის უმეტესობა.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!