
გვერდითი მოვლენები კატებში ცოფსა და სხვა დაავადებებზე აცრის შემდეგ

კატის ჰერპესვირუსის ინფექცია (რინოტრაქეიტი) (FHV-1) ზედა სასუნთქი გზების და თვალების კონიუნქტივის მწვავე ვირუსული დაავადება, რომელსაც ახასიათებს ცემინება, ცხვირიდან გამონადენი, კონიუნქტივიტი. ძირითადად ახალგაზრდა ცხოველები ავადდებიან. გამოჯანმრთელების შემდეგაც კი ის რჩება ორგანიზმში მრავალი წლის განმავლობაში ლატენტური (ფარული) სახით, სტრესის ან დასუსტებული იმუნიტეტის დროს ინფექცია ხელახლა აქტიურდება. რეკომენდებული ვაქცინაციის გრაფიკი: ჯერ – 6-8 კვირაში, შემდეგ – ყოველ 2-4 კვირაში 16 კვირამდე, რევაქცინაცია – წელიწადში ერთხელ. შემდეგ ინფიცირების დაბალი რისკის მქონე კატებისთვის (შინაური კატები რომლებიც გარეთ არ გადიან და სხვა ცხოველებთან კონტაქტი არ აქვთ) ვაქცინაცია დასაშვებია 3 წელიწადში ერთხელ. ინფიცირების დიდი რისკის მქონე კატების ვაქცინაცია კი (კატები რომლებიც მარტო დასეირნობენ გარეთ, მონაწილოებენ გამოფენებში, მონაწილეობენ გამრავლებაში ა.შ.) რეკომენდირებულია ყოველწლიურად.






სხეულის ტემპერატურის დროებითი მატება ვაქცინაციის შემდეგ ეს სიმპტომი უმნიშვნელო გვერდითი რეაქციაა და ყველაზე ხშირად დროებითია (ვაქცინაციის შემდეგ რამდენიმე საათის შემდეგ ქრება). მაგრამ თუ კატას ვაქცინაციიდან ერთი დღის მანძილზე უნარჩუნდება მაღალი ტემპერატურა, აუცილებელია მისი ვეტერინარისთვის ჩვენება.
კანის ვასკულიტი ეს არის კანის სისხლძარღვების ანთებითი დაავადება, რომელსაც ახასიათებს სიწითლე, შეშუპება, ჰიპერპიგმენტაცია, ალოპეცია, წყლულები და კანზე ქერქები. ეს არის ძალიან იშვიათი გვერდითი რეაქცია, რომელიც შეიძლება ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ განვითარდეს.

Leave your comment