გერმანული ნაგაზი

გერმანული ნაგაზი

მახასიათებლები   არმოშობის ქვეყანა გერმანია   ზომა დიდი   სიმაღლე 55-68 სმ   წონა 25-40 კგ   ასაკი 8-10 წელი მოკლე ინფორმაცია   • ერთ-ერთი ყველაზე კარგად გასაწვრთნელი ძაღლის ჯიში;ჭკვიანი და დისციპლინირებული;აზარტული და ენერგიით აღსავსე;კარგად ეწყობა სხვა შინაურ ცხოველებ და ბავშვებს;შესანიშნავი კომპანიონი ძაღლები, შეუძლიათ თანხლება გაუწიონ მხედველობდაქვეითებულ და უსინათლო ადამიანებს;მაძბრების რანგში წარმატებით მსახურობენ ჯარში და პოლიციაში, იცავენ სახლებს და სპეციალურ ობიექტებს, შეუძლიათ პირუტყვის მწყემსვა. გერმანული ნაგაზი მსხვილი ზომის ძაღლი, შესანიშნავი სამუშაო მახასიათებლებით. ასეთ ცხოველებს შეუძლიათ გაუმკლავდნენ როგორც მწყემსის მოვალეობებს, ასევე დაეხმარონ პოლიციის, სასაზღვრო ჯარების და საბაჟო დანაყოფების მუშაობას. ჯიში მიიღებული იქნა სელექციონერების მიერ რამდენიმე მწყემსი ჯიშის ძაღლების შეჯვარების შედეგად. დღესდღეობით, გერმანული ნაგაზი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯიშია მსოფლიოში.   გერმანული ნაგაზის პლუსები და მინუსები: ძაღლების მთავარი უპირატესობები:   • ინტელექტის მაღალი დონე;ათვისების უნარი;სწრაფი ადაპტაცია ნებისმიერ პირობებთან;კარგი დამცველობითი უნარები;სიმშვიდე;კეთილგანწყობა ადამიანებისა და სხვა შინაური ცხოველების მიმართ.   ჯიშის მინუსები:წვრთნის აუცილებლობარეგულარული აქტიური სეირნობის საჭიროება;ბეწვის ხშირი ცვენა;დიდი ზომა.   ჯიშის აღწერა გერმანული ნაგაზი დიდი და ძლიერი ცხოველია. დღეისათვის ასეთი ძაღლების ორი სახეობა არსებობს – გრძელბეწვიანი და მოკლებეწვიანი. შინაური ცხოველები ხასიათდებიან სწავლის შესანიშნავი უნარით. მათ ურთულესი ტრიუკების მარტივად შესრულება შეძლიათ. გამძლეა სიცივის მიმართ ბეწვის მკვრისი ქვედა საფარის გამო. მრავალი დადებითი თვისების შერწყმა ამ ჯიშს ერთ-ერთ ყველაზე უნივერსალურად აქცევს. იგი გამოიყენება სხვადასხვა სახელმწიფო სამსახურების მუშაობაში.   გერმანული ნაგაზის ხასიათი ეს შინაური ცხოველები გონიერებით და მიხვედრილობით გამოირჩევიან. ისინი ძალიან ერთგულები არიან პატრონის მიმართ. ფსიქიკა სტაბილური ქვთ. არ ახასიათებთ დამოუკიდებლობისკენწრაფვა და სიჯიუტე. გერმანული ნაგაზები ძალიან სწრაფად ითვისებენ ახალ ინფორმაციას, უპრობლემოდ სწავლობენ ბრძანებებ. უყვართ ბუნებაში აქტიური თამაშები. ბინაში ხმაური არ აშინებ, წვეულებებსა და დღესასწაულებზე მშვიდად არიან. ბავშვების მიმართ მოთმინებით გამოირჩევიან. კარგად თანაცხოვრობენ სხვა შინაურ ცხოველებთან, განსაკუთრებით თუ მათთან ერთად იზრდებოდნენ. მათი ტემპერამენტი უფრო ახლოს არის ქოლერიკთან. ისინი ძალიან აქტიურები და მოძრავები არიან. ხალხმრავალ ადგილებში სეირნობისას ძაღლი უნდა დაიჭიროთ მოკლე საბელით უნდა ატაროთ და ალიკაპი გაუკეთოთ. გერმანული ნაგაზები, პირველ რიგში, დარაჯები არიან, ყოველთვის მზად არიან დაიცვან პატრონი. სხვების ზოგიერთი ზედმეტად უხეში ქმედება შესაძლოა საფრთხედ მიიჩნიონ და ადამიანებს თავს დაესხან. თუმცა უმიზეზოდ აგრესიის გამჟღავნება მათ არ ახასიათებთ. ამ ცხოველებს შეუძლიათ იყვნენ:თანმხლებ ძაღლები;დარაჯები;ძიძები ბავშვისთვის;მაძებრები;მაშველები;პოლიციელები;მწყემსები. გერმანული ნაგაზის მთავარი თავსებურება პატრონის ნებისმიერი ბრძანების მყისიერი შესრულება. თუ პატრონსა და ძაღლს შორის ძლიერი კავშირი და ურთიერთგაგება დამყარდა, მაშინ მათ შეუძლიათ ერთმანეთის გაგება ლამის უთქმელად შეუძლიათ. სწორედ ეს თვისება აძლევს საშუალებას გერმანულ ნაგაზებს იყვნენ კარგი საპოლიციო ძაღლები. არის შემთხვევები, როცა ამ ცხოველებმა ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინეს. მათ შეუძლიათ თავდაჯერებულად მოიქცნენ ფორსმაჟორულ სიტუაციებში და მყისიერად მოახდინნ რეაგირება საფრთხეზე. ძაღლების წვრთნა ადრეული ასაკიდან უნდა დაიწყოს. გერმანული ნაგაზისთვის სოციალიზაციაც, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია. სხვა ცხოველებთან და ადამიანებთან ურთიერთობა წვრთნისა და სწავლების მნიშვნელოვანი კომპონენტია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძაღლი ჩაკეტილი და მშიშარა გაიზრდება. აგრესია ჯიშის დეფექტად ითვლება. ნერვიულ და არამეგობრულ ძაღლებს გამოფენებიდან ხსნიან. გერმანული ნაგაზის აღზრდა და გაწვრთნა ძაღლის აღზრდა და გაწვრთნა ადრეულ ასაკშივეა აუცილებელია. როგორც კი შინაური ცხოველი ახალ სახლს შეეჩვევა, შეგიძლიათ ელემენტარული ბრძანებების სწავლა დაუწყოთ. ვინაიდან გერმანულ ნაგაზებ ინტელექტის მაღალი დონით გამოირჩევიან, ისინი ძალიან სწრაფად სწავლობენ ყველაფერს ახალს. ამის მიუხედავად, სწავლის პროცესი არავითარ შემთხვევაში ნებაზე არ უნდა მიუშვათ. წვრთნა უნდა იყოს რეგულარული და სისტემატური. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძაღლის ხასიათი შეიძლება უარესობისკენ შეიცვალოს – გახდე ჯიუტი და თავნება. შინაური ცხოველის დამოუკიდებლად გაწვრთნა ძალიან რთულია. საუკეთესო ვარიანტია პროფესიონალებს მიმართოთ. ცხოვრების პირველ თვეებში გერმანული ნაგაზის წვრთნა თამაშის ფორმა აქვს. ასე ძაღლი სწრაფად ისწავლის ახალ მოქმედებებს და არ დაიღლება ვარჯიშის პროცესში. უკვე ამ დროს ღირს აქტიური ტიპის თამაშების და მორჩილების ვარჯიშების დანერგვა. პატრონმა წვრთნისას უნდა გამოიჩინოს ხასიათის სიმტკიცე და გამძლეობა. თუ სისტეს გამოავლენთ, ცხოველი მაშინვე მიხვდება, რომ მთელი ძალით ვერ მუშაობთ და უარს იტყვის ბრძანებების შესრულებაზე. ეს განსაკუთრებით ეხება ხვადებს. ისინი ყოველთვის უფრო ჯიუტები და თავნებები არიან. პატრონმა ძაღლს თავისი ავტორიტეტი მუდმივად უნდა დაანახოს. შინაური ცხოველი მას უპირობოდ, მხოლოდ ამ შემთხვევაში დაემორჩილება. თუ სასწავლო პროცესის დროს შენიშნავთ, რომ ლეკვი ზედმეტად დამოუკიდებლად იქცევა, მაშინ უმჯობესია დახმარებისთვის სპეციალისტებს მიმართოთ. გერმანული ნაგაზის წვრთნის პროცესი უნდა მოიცავდეს:ტუალეტის სწავლებას;ბრძანებების ძირითადი ნაკრების ათვისებას. მთავარი პრინციპი, რომელზეც წვრთნა უნდა იყოს დაფუძნებული, თანმიმდევრულობაა. შეუძლებელია ახალი ბრძანების სწავლება, სანამ ძველი სათანადადოდ არ იქნება ათვისებული. თუ ძაღლმა დაუმორჩილებლობა გამოიჩინა და პატრონს ამაზე გულგრილი რეაქცია ჰქონდა, მაშინ ძაღლი ასეთ ქცევას ნორმად მიიღებს და შეასრულებს ბრძანებებს მხოლოდ მაშინ, როცა თავად მოესურვება. შინაური ცხოველის საყელოსა და საბელზე მიჩვევა აუცილებელია ადრეული ასაკიდან. თავდაპირველად, ისინი მხოლოდ სახლში შეგიძლიათ გაკეთოთ. ბრძანებების ძირითადი ნაკრები მოიცავს: • „ჩემთან!“; • „ადგილზე!“; • „აკრძალულია!“; • „გვერდით!“; • „დაჯექი!“; • „დაწექი!“; • „სასეირნოდ!“; • „აპორტი!“. სამომსახურეო გერმანულ ნაგაზებს უფრო ფარტო სპექტრის ბრძანებებსა და უნარების გამომუშავებაზე წვრნიან. არ ავარჯიშოთ ძალიან დიდხანს. ვარჯიში უნდა გაგრძელდეს მხოლოდ მანამ, სანამ ძაღლის ყურადღების მიქცევა შეგიძლიათ. როგორც კი ძაღლს ყურადღება გაეფანტება, უმჯობესია შეწყვიტოთ პროცესი და დაასვენოთ. მოზრდილებისთვის რეკომენდებული ვარჯიშის დრო 30-35 წუთია, ლეკვებისთვის – 15-20. რეგულარულობა ძალიან მნიშვნელოვანია. არ უნდა იყოს ხანგრძლივი შესვენებები. იდეალურ შემთხვევაში, ცხოველი ყოველდღე უნდა ვარჯშოთ. წვრთნისას ცხოველის წახალისება ძალიან მნიშვნელოვანია. ამისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა სასუსნავები. ექსპერტები გვირჩევენ, გერმანული ნაგაზს ვარჯიშამდე არ აჭამოთ. დასჯა მისასალმებელი არ გახლავთ. არ უყვიროთ ძაღლს ხმამაღლა და მით უმეტეს ნუ სცემთ, ამან შეიძლება ცხოველის ფსიქიკა დიდი ხნით დააზიანოს. ძაღლი დაკარგავს ნდობას ადამიანის მიმართ და განუდგება მას. გერმანული ნაგაზი უნდა გადააჩვიოთ:პატრონის საწოლში ძილს;ავეჯის და სხვა ნივთების დაზიანებას;კბენას და ყეფას;ხალხზე შეხტომას;სხვისი ჯამიდან ჭამას. ასეთი ძაღლების პატრონებმა ყოველთვის უნდა გაითვალისწინონ, რომ ეს ჯიში ფსიქოლოგიურად საკმაოდ გვიან მწიფდება – დაახლოებით სამი წლის ასაკისთვის. ამ დრომდე ძაღლი რჩება დაუცველ და ძალიან მგრძნობიარე შინაურ ცხოველად, რომელიც მუდმივ მზრუნველობას და სიყვარულს საჭიროებს.

მოვლა შინაური ცხოველის მოცულობითი და მკვრივი ბეწვის საფარი საშუალებას აძლევს მას იცხოვროს სახლშიც და გარეთაც. წელიწადის ცივ პერიოდში ვოლიერში ასეთი ძაღლი არ გაიყინება. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია ჰქონდეს დათბილული ჯიხური. ის დაცული უნდა იყოს თოვლისა და წვიმისგან სპეციალური ნაჭრით. საჭიროების შემთხვევაში, კონსტრუქციას შესაძლოა მოსახნელი გაუკეთოთ. როგორც კი სახლში გერმანული ნაგაზის ლეკვი გამოჩნდება, მას სჭირდება თავისი ადგილის ჩვენება. ძაღლისთვის უნდა შეიძინოთ თბილი საწოლი, ჯამი, საბელი და საყელო.

დასაძინებელი ადგილი შეიძლება მოუწყოთ ხალიჩის დაფენიტაც. ადგილი არ უნდა იყოს აივანთან ან ფანჯარასთან ახლოს. ორპირი ქარის სქელბეწვიან ძაღლებისაც კი ეშინიათ. იდეალურ შემთხვევაში, ძაღლს რამდნეიმე დასაწოლი ადგილი უნდა ჰქონდეს. ვინაიდან ძაღლს ბეწვი აქტიურად სცვივა, დასაფენების ხშირად რეცხვა მოგიწევთ. რეკომენდირებულია დასაწოლები მარტივად გასაწმენდი მასალით იყოს დამზადებული. იმისათვის, რომ ცხოველმა არ გააფუჭოს ავეჯი და ფეხსაცმელი, საკმარისი რაოდენობის სპეციალური სათამაშოები უნდა უყიდოთ. გერმანული ნაგაზის სქელი ბეწვი რეგულარულად უნდა გამოივარცხნოს. ამისთვის ჩვეულებრივ გამოიყენება სპეციალური ჯაგრისი. ამ ნივთის შეძენას ზოომაღაზიებში შეძლებთ. ამ მიზნისთვის ჩვეულებრივი სავარცხელი არ გამოგადგებათ. ცხოველის ფიზიკური ჯანმრთელობა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ძაღლი რეგულარულად უნდა ასეირნოთ. ასეთ ძაღლებს უყვართ აქტიური თამაშები ბუნებაში, დაინტერესდებიან ტყეში სიარულით, თევზაობით და პიკნიკით. გერმანული ნაგაზები აქტიურები უნდა იყვნენ. დივანზე მუდმივი წოლისგან, ასეთი ცხოველი სწრაფად დაკარგავს ფორმას. ასეთი ძაღლების საყვარელი თამაში დაბრკოლებების გადალახვაა. მსგავსი ვარჯიშების დაწყება 4 თვის ასაკიდან შეგიძლიათ. ბრჭყალების დაჭრა ხდება საჭიროებისამებრ. როგორც წესი, ასეთი პროცედურა საჭიროა ძაღლისთვის არა უმეტეს თვეში ერთხელ. ამისათვის გამოიყენეთ სპეციალური საჭრელი ან მაკრატელი. ძაღლი რაც შეიძლება იშვიათად აბანავეთ – მხოლოდ მაშინ, როცა ბეწვი დაესვრება. არ არის რეკომენდებული გერმანული ნაგაზის ყურების დამოუკიდებლად გაწმენდა. თუ ცხოველი არ ავლენს არანაირ შეშფოთებას, მაშინ უმჯობესია მათ საერთოდ არ შეეხოთ. აუცილებელია დაუკავშირდეთ სპეციალიზებულ კლინიკას, როდესაც ძაღლი ყურებს აქტიურად იფხანს და უკმაყოფილოა. ლორწოს მცირე დაგროვება თვალის კუთხეებში ნორმად ითვლება. არ არის აუცილებელი მათი დღეში რამდენჯერმე გაწმენდა. კბილის მინანქრის გასაწმენდად ექსპერტები გვირჩევენ სპეციალური ჯაგრისების და პასტების გამოყენებას – ადამიანებისთვის განკუთვნილი პროდუქტები ძაღლებისთვის არ გამოაგდებათ.

კვება სწორად შედგენილი რაციონი ჯანმრთელი შინაური ცხოველის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. გერმანული ნაგაზისთვის საუკეთესო ვარიანტია მშრალი საკვების შერჩევა. ასეთი საკევბის ასორტიმენტი ახლა ძალიან ფართოა. ეს საკვები სრულიად დაბალანსებულია. ვიტამინებისა და საკვები დანამატების დამატებითი შეძენა ამ შემთხვევაში არ არის საჭირო. არ არის რეკომენდებული საკვების შერჩეული ბრენდის შეცვლა. ეს დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები. რაციონის შეცვლამ შეიძლება გამოიწვიოს დიარეა ან, პირიქით, ყაბზობა. მშრალი საკვების შენახვა ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე ნატურალურის. ეს არ საჭიროებს მაცივარში შენახვას. გარდა ამისა, ასეთი საკვები სრულიად მზად არის საჭმელად. მათთვის, ვისაც მოგზაურობა უყვარს, მშრალი საკვები შეიძლება ნამდვილ ხსნად იქცეს – მისი ტრანსპორტირება ნებისმიერ მანძილზე მაცივრის გარეშეა შესაძლებელი. რაციონი ძალიან ფრთხილად უნდა იყოს შედგენილი. ძაღლმა ზედმეტი საკვები არასდროს არ უნდა მიიღოს. ეს მომენტალურად გამოიწვევს წონის მატებას. ზრდასრულ ძაღლს მხოლოდ დღეში ორჯერ უნდა აჭამოთ, ლეკვმა – 3-6-ჯერადი. აჯობებეს, წახემსებას თავი აარიდოთ. ასევე არ უნდა აჭამოთ ცხოველს თქვენი სუფრიდან. ასეთი პროდუქტები არ არის შესაფერისი ცხოველისთვის. კერძოდ, არ მისცეთ: ტკბილი, სახამებლის შემცველი და შებოლილი საკვები. კვება უნდა იყოს რეგულარული – შინაური ცხოველი ერთსა და იმავე დროს უნდა იკვებებოდეს. მშრალს აკვებს ძაღლი შეგიძლიათ 4 თვის ასაკიდან შეაჩვიოთ. ამ ასაკში უმჯობესია საკვები დაულბოთ ბულიონში ან წყალში. ეს საშუალებას მისცემს კუჭს და ნაწლავებს სწრაფად შეეჩვიოს ახალი სახეობის საკვებს. სადღეღამისო კალორიების ნორმის დასათვლელად შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ფორმულა: კალორიების ნორმა: 30 x (წონა, კგ) + 70 გარდა ამისა, აუცილებლად წაიკითხეთ საკვების შეფუთვაზე დატანილი ინსტრუქცია. მწარმოებლები ყოველთვის უთითებენ პროდუქტის კალორაჟს სპეციალურ ცხრილში. ეს ინფორმაცია საშუალებას მოგცემთ სწრაფად გამოთვალოთ კონკრეტული ძაღლისთვის აუცილებელი ნორმა. თუ ასეთ რაციონს აირჩევთ, არ დაივიწყოთ წყალი. ამისათვის ცალკე ჯამი უნდა უყიდოთ. მასზე ცხოველს დღის ნებისმიერ დროს თავოსუფალი წვდომა უნდა ჰქონდეს. გერმანული ნაგაზის ჯანმრთელობა ამ ჯიშის წარმომადგენლებს განსაკუთრებით უჭირთ სიბერის ატანა. საშუალოდ, გერმანული ნაგაზები ცხოვრობენ 13 წლამდე, ძაღლები, რომლებმაც მიაღწიეს 17 წელს, ხანდაზმულად ითვლება. სწორედ ამ პერიოდში შეიძლება ცხოველს განუვითარდეს სხვადასხვა დაავადებები, რომლებიც დაკავშირებულია კუნთოვანი სისტემის, გულ-სისხლძარღვთა და საჭმლის მომნელებელი სისტემის პათოლოგიებთან. ყველაზე გავრცელებული დაავადებებია:ბარძაყის დისპლაზია;კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მგრძნობიარობა;ჭიპის თიაქარი. დისპლაზია ძაღლებში შეიძლება ახალგაზრდა ასაკშიც გამოვლინდეს. ექსპერტები გვირჩევენ 4 თვის ლეკვს რენტგენი გადავუღოთ და გავარკვიოთ, აქვს თუ არა მას მიდრეკილება ამ ტიპის დაავადებისადმი. თუ ადრეული დიაგნოსტირება მოხდა, დისპლაზიის განკურნება შესაძლებელია. სქესობრივი მომწიფება გერმანულ ნაგაზებში ხდება წელიწადნახევრის ასაკში. პირველი დენა ძუებს 6-12 თვის ასაკში ეწყებათ. თუ პატრონი ჯანსაღი და ძლიერი შთამომავლობის გამრავლებას გეგმავს, მაშინ მესამე დენას უნდა დაელოდოს. პირველი ორსულობისთვის ოპტიმალური ასაკია 2-4 წელი. ხვადების შეჯვარება 18 თვემდეა არასასურველი. შინაური ცხოველების ინფექციური დაავადებების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია რეგულარულად გაიწმინდოს ოთახი, სადაც ისინი ცხოვრობენ. ჰაერის ტენიანობა ასევე უნდა იყოს ნორმის ფარგლებში. სუფთა ჰაერზე სისტემატური გასეირნება ხელს შეუწყობს ცხოველის იმუნიტეტის ჩამოყალიბებას. ძაღლის ჯანმრთელობის მთავარი მაჩვენებელია მისი კარგი მადა და შესანიშნავი განწყობაა. თუ შინაური ცხოველი უჩვეულოდ იქცევა ჩავარდა დეპრესიაში, შეწყვიტა ჭამა, მაშინ ეს კლინიკაში წასვლის სერიოზული მიზეზია. დაავადების სიმპტომებს შეიძლება მივაკუთვნოთ:აპათიურობა და ძილიანობათხევადი განავალი ან მისი არარსებობა;ბეწვის ცვენა და გამელოტება;ამღვრეული თვალები;ჩირქი ყურებში.

ისტორიული ცნობა მეცნიერებმა დაადგინეს ამ ჯიშის წარმოშობის ორი ძირითადი ცენტრი – სკანდინავია და რუსეთის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი. ზოგიერთი ვერსიით, ამ ცხოველის გამოსაყვან სანაშენე სამუშაოებში ინდური მგელი მონაწილეობდა. ამ ძაღლების კულტურული ჯიში დაახლოებიტ 100 წელია რაც არსებობს. მანამდე გერმანული ნაგაზები არსებობდნენ როგორც თავისთვის, იყვნენ აბორიგენი ცხოველები, რომლებიც დამოუკიდებლად მრავლდებოდნენ. ისინი თავდაპირველად მწყემსი ძაღლების რანგში გამოიყვანეს. ჯიშის ოფიციალურად გამოჩენა ასოცირდება მაქს ემილ ფრედერიკ ფონ სტეფანიცის სახელთან. სწორედ ამ ადამიანმა შექმნა ცხოველის სრულიად უნივერსალური ტიპი, რომელიც აერთიანებს სამწყემსო ცხოველების საუკეთესო თვისებებს. ამ ჯიშის პირველ წარმომადგენელს – ძაღლს, სახელად გრეიფს – უჩვეულო თეთრი ფერი ჰქონდა. იგი მაყურებლის წინაშე წარდგა გამოფენაზე 1899 წელს. ამ ჯიშის მთავარი ფუნქციაა ჯოგის დაცვა. როდესაც პირუტყვის რაოდენობა შემცირდა, მომშენებლებმ დაიწყეს გერმანული ნაგაზის ახალი გამოყენების გზების ძიება. 1901 წელს ჯიშის მოყვარულთა კლუბმა პოლიციასთან ერთად მოაწყო ტესტირება ასეთი ძაღლებისთვის. ამ სამუშაოს შედეგად, ორი წლის შემდეგ, ცხოველების წვრთნის ძირითადი წესები გამოქვეყნდა. 1914 წელს კლუბის მიერ მოეწყო საჩვენებელი ღონისძიებები, სადაც ნაჩვენები იყო, თუ როგორ შეუძლია გერმანულ ნაგაზს დაეხმაროს სამხედრო პერსონალს. პირველი მსოფლიო ომის დროს ასეთი ძაღლების აქტიურად გამოყენება დაიწყეს ფრონტზე. მეორე მსოფლიო ომმა დიდი ზიანი მიაყენა ძაღლების მოშენების ინდუსტრიას. ჯიშის სუფთა ჯიშის წარმომადგენლების მხოლოდ მცირე რაოდენობის გადარჩენა იყო შესაძლებელი. საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ ცხოველთა პოპულაცია თანდათანობით გაიზარდა. გერმანიის ორ ნაწილად დაყოფის გამო, ორივე მხარეს ჰყავდა საკუთარი მომშენებლები, რომლებიც მონაწილეობდნენ გერმანული ნაგაზების აღორძინებაში. 2002 წელს სელექციონერები ორ მეომარ ბანაკად გაიყვნენ. ზოგი ცდილობდა ესთეტიკური გარეგნობის მქონე ძაღლის მოშენებას. და სხვებმა მეტი ყურადღება დაუთმეს ძაღლების ფუნქციურ მახასიათებლებს. ექსტერიერისადმი დიდმა ინტერესმა განაპირობა ის, რომ ძაღლებმა დიდწილად დაკარგეს სამუშაო თვისებები. ამჟამად რჩებიან ამ ქვეჯგუფების წარმომადგენლებიც – სამომსახურეო და შოუ კლასი. პირველები იმ ცხოველებს წააგავს, რომლებიც თავდაპირველად იყო გამოყვანილი – ისინი მოძრავები და აქტიურები არიან. მეორე უფრო დიდი და მასიურია, გაწონასწორობულობით გამოირჩეულია. სწორედ ეს ძაღლებია უფრო შესაფერისი ქალაქის ბინებში შესანახად. ვისთვის არის ეს ჯიში შესაფერისი? ეს ჯიში შესაფერისია შემდეგი კატეგორიის ადამიანებისთვის:აქტიური დასვენების მოყვარულებისთვის;აგარაკის მფლობელებისთვის;ბავშვიანი წყვილებისთვის;მხედველობის დაქვეითებული პირებისთვის. ვისაც ძაღლებთან არასდროს ჰქონია საქმე, აჯობებს, ეს ძაღლი არ აიყვანოს. გერმანულ ნაგაზს სჭირდება პატრონი, რომელიც რეგულარულად გაწვრთნის მას. მხედველობადაქვეითებული პირების შემთხვევაში, სიტუაცია სხვაგვარია – მათ ჩვეულებრივ უზრუნველყოფენ უკვე გაწვრთნილი შინაური ცხოველით. ასეთი ცხოველისთვის საცხოვრებლად საუკეთესო ადგილია აგარაკი დიდი შემოღობილი ფართობით. ძაღლს ბევრი სივრცე სჭირდება. უყვარს გარეთ აქტიურად თამაში. თუ ძაღლი ქალაქის ბინაში ცხოვრობს, მაშინ მას რეგულარულად გასირნება სჭირდება. ხანდაზმულებისთვის და მოზარდებისთვის, გერმანული ნაგაზი ნაკლებად სავარაუდოა, შესაფერისი იყოს. არ გამოდგება ზედმეტად დაკავებული ადამიანებისთვისაც. სანამ შინაურ ცხოველს აიყვანთ, დაფიქრდით შეძლებთ კი, მას სათანადო ყურადღება დაუთმოთ.

როგორ შევარჩიოთ ლეკვი ჯერ უნდა გასცეთ პასუხი კითხვას: რა არის ძაღლის შეძენის მიზანი. გერმანული ნაგაზი შეიძლება იყოლიოთ, როგორც:შინაური ცხოველი;დარაჯი ან მაძებარი;გამოფენებისა და შეჯიბრებების მონაწილე. ქალაქის ბინისთვის შეგიძლიათ იპოვოთ ჯანმრთელი ლეკვი შედარებით მშვიდი ხასიათით. შოუ-კლასის შინაური ცხოველების მიმართ ყოველთვის გაზრდილი მოთხოვნებია. მათ უნდა ჰქონდეთ წინაპრების ნუსხა, სწორი აღნაგობა და შეეძლოთ თავიანთი თვისებების გამოფენებზე დემონსტრირება. ლეკვის არჩევისას ყურადღება უნდა მიაქციოთ მის თავს. ის პროპორციული უნდა იყოს. ჯანმრთელი შინაური ცხოველის თვალები ყოველთვის ნათელია, ჩირქის გარეშე. ყურები სუფთა, ხილული ანთების გარეშე. ლეკვებს ყოველთვის რბილი მუცელი აქვთ. თუ სიმკვრივეები აქვს, ისინი შეიძლება ჭიპის თაიქარზე მიუთითებდნენ. თათები უნდა შემოწმდეს ყველა თითის არსებობაზე. ლეკვს არანაირი დეფექტი არ უნდა ჰქონდეს – არც თანდაყოლილი და არც შეძენილი. ძაღლის ყიდვა ჯობია საშენში. კერძო პირისგან ძაღლის შეძენისას დიდია ალბათობა, არასუფთა ჯიშის ცხოველი მოგყიდონ.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!