ბორდერ კოლი

ბორდერ კოლი

მახასიათებლები   წარმოშობის ქვეყანა დიდი ბრიტანეთი   ზომა საშუალო   სიმაღლე წვერებზე 50-56 სმ   წონა 25-30 კგ   ასაკი 12-14 წელი   მოკლე ინფორმაცია   • ძალიან ერთგული ძაღლები, რომლებიც ყოველთვის მზად არიან ემსახურონ პატრონს;მოწესრიგებულები და ადვილად გასაწვრთნელები;პატრონთან ისინი მოსიყვარულეები და მეგობრულები არიან, მაგრამ უცხო ადამიანებს უნდობლობითა და აგრესიით ეპყრობიან.   ხასიათი ბორდერ კოლი არ არიან მხოლოდ აქტიური ძაღლები. მათი ენერგია შეიძლება ქარიშხალს შევადაროთ. სინამდვილეში, ის თავისებური მარად მოძრაობაში მყოფი ძრავაა: მათ მუდმივად სჭირდებათ სადმე სირბილი და რაღაცის გაკეთება. ეს არის იშვიათი ტიპის ძაღლი, რომელსაც უსაქმოდ ჯდომა არ შეუძლია. თუ ზოგიერთი სხვა ჯიშის წარმომადგენლები სიამოვნებით დაიძინებენ დივანზე ან საწოლზე, ბორდერ კოლი დასვენების ამ ვარიანტზე კატეგორიულ უარს იტყვის. ამავდროულად, ბორდერ კოლის გასართობის თავად პოვნა უჭირს. ეს ძაღლები თვლიან, რომ მათი დრო პატრონმა უნდა დაგეგმოს. ამიტომ, ისინი პატრონს კვალდაკვალ გაყვებიან და ყველა მის საქმიანობას გაიზიარებენ, თუ ის ძაღლისთვის ღირსეულ ალტერნატივას არ მოიფიქრებს. აღსანიშნავია, რომ თუ ძაღლისთვის საქმიანობა ვერ გამოიძებნა, ის საბოლოოდ, დამოიკიდებლად რამეს გამოიძებნის, მაგრამ მზად იყავით სრულმასშტაბიანი განადგურებისთვის: თუ მარტო დარჩება აგარაკის ეზოში, ძაღლმა შეიძლება ყველაფრის ღრღნა ან გათხრა დაიწყოს. უნდა გესმოდეთ, რომ ბორდერ კოლის ჯიშის ძაღლები ძალიან ჭკვიანები, მეგობრულები არიან, ადვილად იწვრთნებიან და სიამოვნებით გააკეთებენ ნებისმიერ საქმეს, იქნება ეს წვრილფეხა პირუტყვის ძოვება, ჩემოდნის თუ პატრონის შვილის დაცვა. მთავარი სირთულე ის არის, რომ თქვენ მუდმივად უნდა გამონახოთ აქტივობები ამ ძაღლისთვის. ეს არის მსოფლიოში ერთადერთი შრომისმოყვარე ძაღლი, რომელიც გააკეთებს იმას, რასაც პატრონი დაავალებს.   ბორდერ კოლის აღწერა ეს არის საშუალო ზომის, ძლიერი და გამძლე ცხოველი, ამასთან ელეგანტურები და მოხდენილები არიან. მათი ექსპრესიული მკაფიო გამოხედვა უკიდურესად მაღალ ინტელექტზე მეტყველებს. ხვადები 56 სმ-მდე იზრდებიან, ძუები – 53 სმ-მდე. თავი განიერი აქვთ, კეფა გლუვი. სახე ცხვირისკენ უწვრილდება. ყბა ძლიერი, მაკრატლისებრი. თვალები ოვალური, ფართოდ ჩასმული, ყავისფერი, ლურჯი თვალები დასაშვებია მარმარილოს შეფერილობის შემთხვევაში. მზერა ჭკვიანი, ღრმა. ყურები სამკუთხაა, შეიძლება ბოლომდე დამდგარი ან ნახევრად დამგარი ყურები ჰქონდეს. ცხვირის ფერი ბეწვის შეფერილობაზეა დამოკიდებული, თვითონ ცხვირი პატარაა. კისერი წაგრძელებული, ძლიერი, ოდნავ მოხრილი. მკერდი ძლიერი აქვს, ზურგი ძლიერი. უკანა კიდურები უფრო ძლიერია ვიდრე წინა. კუდი საშუალო სიგრძისაა, მოხრილი წვერით, ის არ უნდა სცდებოდეს ზურგის სიმაღლეს. ბეწვი შეიძლება გრძელი ან მოკლე ჰქონდეს. ქვედასაფარიც აქვს. გრძელბეწვიანებს თათებზე აქვთ ეგრეთ წოდებული ფუმფულა „შარვალი“, „საყელო“, „ბუმბული“. ფერი შეიძლება იყოს ნებისმიერი. მხოლოდ ერთი პირობა უნდა დაკმაყოფილდეს: თეთრი ადგილები უნდა იკავებდეს მისი მთელი სხეულის არაუმეტეს 50%-ს. შავ-თეთრი შეფერილობა ყველაზე ხშირად გვხვდება.   შენახვის პირობები ბორდერ კოლი ოთხ კედელში გამომწყვდეული ვერ იცხოვრებს. პატრონთან ურთიერთობის გარდა, რაც მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საკმარისი აქტიურობით იყოს უზრუნველყოფილი. ეს ძაღლი შექმნილია მოძრაობისთვის, ამიტომ მას სჭირდება თამაშები, ხანგრძლივი გასეირნება და მუდმივი აქტივობები, როგორებიცაა რეგულარული სირბილი პატრონთან უხეშ რელიეფზე. ბორდერ კოლის ჯიშის ძაღლები თავს კომფორტულად გრძნობენ აგარაკებზე, მცირე მეურნებობსა და ფერმებში. მაგრამ ამავდროულად, ბორდერ კოლის სჭირდება საკუთარი ადგილი. ამ ძაღლს შეუძლია ეზოში, შესაფერის ჯიხურში ცხოვრება, იმ პირობით, რომ ის საკმარისად თბილი იქნება. ზამთარში, აჯობებს, სახლში გყავდეთ.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!