ბამბინო

ბამბინო

მახასიათებლები   წარმოშობის ქვეყანა აშშ   ბეწვის ტიპი მელოტი   სიმაღლე დაახლოებით 15 სმ   წონა 2-4 კგ   ასაკი 12-15 წელი   მოკლე ინფორმაცია • ბამბინო არაალერგიულ ჯიშად ითვლება; • შესაფერისია ოჯახებისთვის და ბავშვებისთვის; • პირველი ბამბინოს კნუტი 2005 წელს კანადური სფინქსისა და მანჩკინის შეჯვარების შედეგად დაიბდა. სახელი ბამბინო იტალიურიდან ითარგმნება როგორც “ბავშვი”, “პატარა”.   ხასიათი ბამბინოს ჯიშის კატა გულგრილს ვერავის დატოვებს: მისი მოკლე თათები და ხავერდის ან ზამშის მსგავსი კანი ერთი ნახვით მოგხიბლავთ. ანცი ხასიათის გამო, ბამბინოებს მეტსახელად “მაიმუნები” შეარქვეს, რადგან ძალიან მხიარულები, აქტიურები და ცნობისმოყვარეები არიან. პატარა მკვლევარებს მოკლე თათებიც კი არ აჩერებთ. კატები სიამოვნებით დარბიან, ამ დროს ზაზუნას მოგაგონებენ და საშუალო სიმაღლის ზედაპირებზეც შეუძლიათ ახტომა. ბამბინო სწრაფად ეჯაჭვება ადამიანს და ამ სიყვარულს მთელი ცხოვრება ინარჩუნებს. ისინი მშვენიერი კომპანიონები არიან, რომლებიც პატრონს კვალდაკვალ დაყვებიან. სხვათა შორის, შეინიშნა, რომ ამ ჯიშის წარმომადგენლები შესანიშნავი მოგზაურები არიან, მგზავრობას ადვილად იტანენ. მათთვის მთავარია პატრონი ახლოს იყოს. ბამბინო ძალიან კომუნიკაბელური და მეგობრულია. ეს კატები კარგად თანაცხოვრობენ ძაღლებთან, მღრღნელებთან და ფრინველებთანაც კი. ბავშვების სახლში ყოფნა მათ ორმაგ სიამოვნებას მიანიჭებთ, რადგან ბავშვთან თამაში თითქმის 24 საათის მანძილზე შეუძლიათ.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!