ამას ნუ გააკეთებთ: კატების პატრონების შეცდომების ხუთეული

ამას ნუ გააკეთებთ: კატების პატრონების შეცდომების ხუთეული

ყველა ჩვენგანს სურს, ჩვენი შინაური ცხოველებისთვის საუკეთესო, მაგრამ ზოგჯერ გაუცნობიერებლად ვუშვებთ შეცდომებს, რომლებიც მათ ზიანს აყენებს. ჩვენ შევადგინეთ კატების მფლობელების ყველაზე გავრცელებული შეცდომების სია. წაიკითხე და არასოდეს გააკეთოთ!  
  • რძის მიცემა კატებისთვის
  • მცდარია, რომ კატებს რძე სჭირდებათ. ზრდასრულ ცხოველებს არ გამოუმუშავდებათ ლაქტოზას დამამუშავებელი ფერმენტი საკმარისი რაოდენობით, ამიტომ კატები არ რძეს ვერ ითვისებენ. რძის გამო შეიძლება დიარეა და ღებინება დაემართოთ.
 
  • კატის ხშირად დაბანა
  • დაბანა სტრესია თითქმის ყველა კატისთვის. გარდა ამისა, კატები ძალიან სუფთა ცხოველები არიან, ამიტომ ისინი შესანიშნავად ართმევენ თავს საკუთარი ბეწვის გასუფთავებას. აბანავეთ თქვენი შინაური ცხოველი მხოლოდ მაშინ, როცა ეს ნამდვილად აუცილებელია. ზედმეტად ნუ გააღიზიანებთ თქვენს კატას. თუმცა, რა თქმა უნდა, თუ თქვენს ცხოველს ბანაობა უყვარს, ამ სიამოვნებას ნუ მოაკლებთ.

  • მხოლოდ მშრალი საკვების მიცემა
 
  • რა თქმა უნდა, თუ თქვენი კატა მთელი ცხოვრება მხოლოდ მშრალ საკვებს ჭამს, მაშინ ეს, პრინციპში, არც ისე ცუდია. მაგრამ ყველაზე სწორია მშრალი და თხევადი საკვების მონაცვლეობა. მშრალი საკვები ამცირებს კბილებზე ქვბის წარმოქმნის რისკს, ხოლო თხევადი საკვები ხელს უწყობს წყლის ბალანსის შენარჩუნებას და შარდსასქესო სისტემის დაავადებების თავიდან აცილებას.
 
  • კატის გვერდით მცენარეების დატოვება
  • ზოგიერთი სახლის მცენარე ტოქსიკურია ჩვენი შინაური ცხოველებისთვის, კატები კი ძალიან ცნობისმოყვარეები არიან და უყვართ ყვავილების გასინჯვა. ამიტომ, უმჯობესია არ გარისკოთ კატის ჯანმრთელობით და მოაშოროთ ის მცენარეები, რომლებმაც შეიძლება მას ზიანი მიაყენო.
 
  • ვეტერინართან ვიზიტის უგულებელყოფა
  კატების უმეტესობისთვის კლინიკაში წასვლა სერიოზული გამოცდა და სტრესია, მაგრამ პროფილაქტიკური გამოკვლევებისა და ყოველწლიური აცრების უგულებელყოფა არ შეიძლება. კატებს შეუძლიათ დიდი ხნის განმავლობაში დამალონ რომ რაღაც აწუხებ, ამიტომ შესაძლოა სერიოზული ავადმყოფობის დასაწყისი გამოგეპაროთ.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!