ჰიმალაიური კატა

ჰიმალაიური კატა

მახასიათებლები   წარმოშობის ქვეყანა აშშ   ბეწვის ტიპი: გრძელბეწვიანი   სიმაღლე 25-30 სმ   წონა 4-6 კგ   ასაკი 15 წელი   მოკლე ინფორმაციამეგობრული და ალერსიანი;მშვიდი კატა სასიამოვნო და რბილი ხასიათით;ადვილად იტანს მარტოობას. ხასიათი სახელის მიუხედავად, ცისფერთვალება ჰიმალაურ კატებს არაფერი აქვთ საერთო ამავე სახელწოდების მთებთან. ისინი გასული საუკუნის შუა წლებში შეერთებულ შტატებში სიამის და სპარსული კატების შეჯვარების შედეგად გამოიყვანეს. ჰიმალაურს მხოლოდ ღია შეფერილობას უწოდებენ, რომლის დროსაც კატის თათებს, ყურებს, სახეს და კუდს უფრო მუქი ფერი აქვს. ის ცხოველის მხოლოდ სიცოცხლის მეორე ან მესამე წელზე ჩნდება. საერთაშორისო ფელინოლოგიურ ასოციაციებს ამ ჯიშის შესახებ ერთიანი აზრი არ აქვთ, ამიტომ, გაერთიანებიდან გამომდინარე, ეს კატები ერთ ჯგუფში ირიცხებიან სპარსელებთან და ეგზოტიკურ მოკლებეწვიანებთან (TICA) ან მიეკუთვნებიან ცალკეულ სახეობას საკუთარი ჯიშის სტანდარტით (AACE, CCA, CFF და სხვები). სიამის კატებისგან ამ კატებს მემკვიდრეობით ცნობისმოყვარეობა ერგოთ, სპარსელებისგან კი – მოზომილი მოძრაობები და მშვიდი ხასიათი. ისინი ძალიან მოსიყვარულეები და ალერსიანები არიან, მტკიცედ ეჯაჭვებიან პატრონსა და ოჯახს, თუმცა, ეს ხელს არ უშლით იმაში, რომ მარტოობა იოლად გადაიტანონ და ახალ გარემოს ადვილად მოერგონ. ბუნებრივი კეთილშობილება და რბილი ხასიათი მათ ბავშვებთან და შინაურ ცხოველებთან ურთიერთობასაც უმარტივებს. თუმცა, ამ ჯიშის წარმომადგენლები თამაშის დიდი მოყვარულები არ არიან, ამიტომ ისინი არ შეეფერებიან პატრონებს, რომლებსაც კატასთან აქტიური გართობა სურთ. სათანადო სოციალიზაციის მქონე ჰიმალაურ კატებს არ ეშინიათ ადამიანების და სტუმრებს ყურადღებას სიამოვნებით უთმობენ. ამავდროულად, თუ რაიმე არ მოსწონთ, საკუთარი თავის დაცვაც შეუძლიათ. კატების უმეტესობისგან განსხვავებით, ჰიმალაურები ძალიან ჩუმები არიან, ისინი თითქმის არასოდეს კნავიან, საჭიროების შემთხვევაშიც კი.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!