ძაღლს ისტერიკა ემართება სხვა ძაღლების დანახვაზე. რა უნდა ვქნათ?

ძაღლს ისტერიკა ემართება სხვა ძაღლების დანახვაზე. რა უნდა ვქნათ?

სხვა ცხოველებთან შეხვედრისას ძაღლების ისტერიკის გამო, პატრონები დახმარებისთვის ხშირად მიმართავენ ქცევითი მედიცინის სპეციალისტს – ზოოფსიქოლოგს.
პრობლემის მიზეზის გასაგებად და მის გადასაჭრელად, საჭიროა პატრონთან გასაუბრება მნიშვნელოვანი ნიუანსების გასარკვევად: ძაღლის ჯიში და ასაკი, ესტრუსის სტატუსი, კონკრეტულად როგორ და რა ვითარებაში ვლინდება ქცევის დარღვევა, როგორ იქცევა ამ დროს პატრონი. ყველა ამ მონაცემს ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს კონკრეტული გადახრის მკურნალობისადმი მიდგომისთვის. მოდით უფრო დაწვრილებით განვიხილოთ მაგალითები. მაგალითად, პატარა ჯიშის ძაღლი – წელიწადნახევრის ასაკის იორკშირული ტერიერი, კასტრირებული მამრი, ძალიან ცუდად იქცევა ქუჩაში: სხვა ძაღლების დანახვაზე იწყებს ყეფას, ცდილობს კბენას. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ როგორ იქცევა პატრონი. თუ ამ სურათის დანახვისას პატრონს ძაღლი ხელში აჰყავს, ამშვიდებს, ალერსიანად ელაპარაკება, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ნასწავლ აგრესიასთან– ძაღლის ნასწავლი რეფლექსური პასუხი პატრონის გაუცნობიერებელ დაჯილდოებაზე. ასეთი ქცევის გამოსწორება მოითხოვს ზოოფსიქოლოგსა და პატრონს შორის მჭიდრო კონტაქტს, კინოლოგთან მუშაობას, მაკორექტირებელ ტრენინგს, სხვა (პოზიტიურ) გამოცდილებას ძაღლებთან – ეს არის სერიოზული სამუშაო, რომელიც მოითხოვს პატრონისგან რეჟიმს და თანმიმდევრულობას, მაგრამ შედეგს აუცილებლად მიაღწევთ!
შეიძლება წააწყდეთ კონფლიქტურ სიტუაციას საკუთარ სახლში: ძაღლებს შორის კიბეზე და ლიფტის კარებთან. პრობლემების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია რამდენიმე წესის დაცვა. ძაღლი უნდა იყოს კონტროლირებადი და დაელოდოს ბრძანებას – ასეთი ურთიერთგაგების მიღწევა შეიძლება ნებისმიერ ძაღლთან: მასტიფთანაც და ტოი ტერიერთანაც კი. ამისათვის თქვენ უნდა გაიაროთ ზოგადი სასწავლო კურსი და შეინარჩუნოთ შეძენილი უნარები. ძაღლი უნდა იყოს მშვიდი, არ არის სასურველი მისი აღგზნება თამაშით და მოფერებით, ყველა აქტივობა უნდა მიმდინარეობდეს ამისთვის გამოყოფილ ადგილებში. აუცილებელია უბედურების თავიდან აცილება: თუ თქვენი მეზობლის ცხოველი არაადექვატურად იქცევა, დაუთმეთ ადგილი ლიფტში, შემდეგ კი თავად დაელოდეთ ან ისარგებლეთ კიბით.
თუ, მაგალითად, აქტიური სექსუალური ქცევის დროს მამრებსა და მდედრებს შორის აგრესიის (ვოკალიზაცია, ყეფა, ღრიალი, ჩხუბის მცდელობა და ა.შ.) შესახებ ჩივილთან გაქვთ შეხება, მაშინ კასტრაციას შემოგთავაზებენ, პრობლემის მოსაგვარებლად, თუ, რათქმაუნდა, ცხოველი არ არის აუცილებლად გასამრავლებელი სახეობის წარმომადგენელი, ან შემოგთავაზებენ ცხოველის იზოლაციას, მათ შორის გასეირნებაზეც: აირჩიეთ იზოლირებული, დახურული ადგილები, არ აუშვათ ძაღლი საბელიდან, აუცილებლად ატარეთ ალიკაპით.
თუ ძაღლი არაადექვატურად რეაგირებს „თანატომელების“ გამოჩენაზე (ეშინია, კანკალებს, ტირის, ხელში აყვანას ითხოვს) და მას უწევს სხვა ძაღლთან ერთად გარკვეული დროის გატარება (მაგალითად, ახლობლები გიტოვებენ დროებით სხვა ძაღლს). ან, პირიქით, თქვენი შინაური ცხოველი უნდა დატოვოთ ზოოსასტუმროში სანამ მივლინებაში იქნებით, მაშინ ასეთ შემთხვევებში საჭიროა, ცხოველები იზოლირებულად ამყოფოთ და მედიკამენტები გამოიყენოთ. მსუბუქი სედატიური ეფექტისთვის, რაც ახალ, უჩვეულო გარემოს გახდის უფრო უსაფრთხოს, უფრო დაცულს, ასევე არ დაივიწყოთ კომუნიკაცია, თამაშები და დასვენება: შეგიძლიათ, მაგალითად, გამოიყენოთ ძაღლების ძიძის სერვისი.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!