ძაღლი მშობიარობს. როგორ მოვიქცეთ?
ძაღლმა წყლები დაღვარა
თუ ლეკვები ჯერ არ გამოჩენილან და დედამ წყლები დაღვარა, სავარაუდოდ, მშობიარობა, არც ისე დიდი ხნის წინ დაიწყო. ექიმის მოსვლამდე გარკვეული დრო გაქვთ. ძაღლი ამჟამად განიცდის ყველაზე მძაფრ ჭინთვებს, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ მისი მოფერება და დამშვიდება. არ შესთავაზოთ მას წყალი, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ღებინება ან მეტიც-საკეისრო კვეთის საჭიროება. რას მივაქციოთ ყურადღება? ჩაწერეთ დრო როდესაც ჭინთვა დაეწყო. თუ ჭინთვები და მცდელობები ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა, აუცილებლად აცნობეთ ექიმს!ძაღლი აჩენს ლეკვს
დავუშვათ, აღმოაჩენთ, რომ ძაღლი უკვე მშობიარობის პროცესშია.არავითარ შემთხვევაში არ ეცადოთ მშობიარობის დაჩქარებას, თუნდაც მოგეჩვენოთ, რომ ყველაფერი ძალიან ნელა ხდება. დაამშვიდეთ და შეაქეთ თქვენი ძაღლი.
როგორც კი ლეკვი დაიბადება, ნუ წაართმევთ მას. ჯერ დედამ უნდა ალოკოს და ჭიპლარი გაღრღნას. თუ რამე მიზეზით არ ლოკავს, თავად გაათავისუფლეთ ლეკვი გარსიდან, მანამდე დაიმუშავეთ ხელები ანტისეპტიკით და ჩაიცვით ხელთათმანები. იგივე ეხება იმ შემთხვევასაც, როცა ძაღლმა ჭიპლარი არ გაღრღნა. თუ ექიმი ამ დროისთვის არ არის მოსული, ეს თავად უნდა გააკეთოთ.
როგორ მოვაჭრათ ლეკვს ჭიპლარი:
⦁ წინასწარ მოამზადეთ მაკრატელი მრგვალი ბოლოებით; ⦁ დაიმუშავეთ ხელები ანტისეპტიკური ხსნარით; ⦁ ჩაიცვით ერთჯერადი ხელთათმანები;- ⦁ აწიეთ მომყოლი (გარსისა და პლაცენტის ნარჩენები). ამ დროს ძაღლმა შესაძლოა თავად გაღრღნას ჭიპლარი;
- ⦁ თუ ძაღლი დაბნეულია და ჭიპლარი ისევ მთლიანია, სისხლი განდევნეთ ლეკვის კუჭისკენ;
- ⦁ ჭიპლარი სტერილური ძაფით (წინასწარ დამუშავებული) შეკარით და შემდეგ ამ კვანძიდან 1-1,5 სმ-ის დაშორებით გადაჭერით, შემდეგ ცერითა და საჩვენებელი თითით, მაგრად დააჭირეთ სისხლდენის შესაჩერებლად.
Leave your comment