ძაღლი თათებს ილოკავს – რა უნდა მოვიმოქმედოთ?
საკმაოდ ხშირია სიტუაცია, როცა ძაღლი თათებს ილოკავს. ის, ისევე როგორც მრავალი სხვა ცხოველი, საკმაოდ სუფთაა. შინაური ცხოველები იშორებენ ჭუჭყს, იწმინებიან მიწის, ბალახის, თოვლის, ავეჯისა და, რა თქმა უნდა, ლოკვის საშუალებით. მთელი სხეულისა და თათების ლოკვა საკმაოდ ტიპურ ქცევად ითვლება, თუ ეს ხდება სეირნობის შემდეგ (მაგალითად, თოვლიანი, ტალახიანი ამინდების დროს), ზოგჯერ ძილის შემდეგ. როდესაც აღნიშნული პროცესი არის ეპიზოდური ხასიათის და არა მუდმივი, სავსებით შესაძლებელია ჩაითვალოს ნორმად და არ განხორციელდეს რამე სახის ქმედება.
თუ შინაური ცხოველი თათებს ხშირად ილოკავს, ფეხებზე თმამ ფერი შეიცვალა (გაწითლდა), გაიშვიათდა, ან გეჩვენებათ, რომ ძაღლს ტკივილი ან ქავილი აწუხებს, მაშინ სიტუაცია დიდ ყურადღებას მოითხოვს.
დაათვალიერეთ ცხოველი, მიაქციეთ ყურადღება – ის ილოკავს ერთ ან რამდენიმე თათს. თუ არაფერა საეჭვო, ყურადღებით დააკვირდით მის კიდურებს: არის თუ არა მათზე რამე ჭუჭყი, ჭრილობ(ებ)ი, დაზიანების ან ანთების ნიშნები, არის თუ არა თმა შეწებებული, არის თუ არა კლანჭები გაზრდილი.
შეგიძლიათ ფრჩხილები და თმა შეაჭრათ, ზედმეტი ნივთების მოშორება თავად ან გრუმერის დახმარებით შეგიძლიათ. ყველა სხვა პრობლემა მოითხოვს ვეტერინარის ჩარევას.
მიზეზები, რის გამოც ძაღლები თათებს ილოკავენ
მრავალი მიზეზი არსებობს, რის გამოც ძაღლი თათებს ილოკავს. ისინი შეიძლება დაკავშირებული იყოს ჰიგიენასთან, ტკივილთან, ქავილთან ან ჰქონდეს ფსიქოლოგიური ფონი. არცერთი მათგანი არ უნდა დარჩეს უყურადღებოდ, რადგან თავისთავად სიტუაციამ, როდესაც ძაღლი მუდმივად ილოკავს თათებს, შეიძლება გამოიწვიოს საკმაოდ სერიოზული შედეგები. გარდა ამისა, ეს მუდმივი ქცევა შეიძლება მიუთითებდეს სხვადასხვა პრობლემებზე.შესაძლო პათოლოგიები
მოდით, ფიზიკური პათოლოგიები, რომლის დროსაც ძაღლი თათებს ილოკავს, სამ პირობით ჯგუფად დავყოთ და თითოეული ცალკ-ცალკე გავაანალიზოთ. ყველა მათგანი ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული, ერთი კატეგორია შეიძლება გადავიდეს მეორეში.- ტკივილი თუ ძაღლი თათებს ამ მიზეზით ილოკავს, მაშინ უსიამოვნების უმეტესობა ორთოპედიულ დარღვევებთან და დაზიანებებთან იქნება დაკავშირებული. ნებისმიერი ინექცია, ჭრილობა, დამწვრობა და ქსოვილის მთლიანობის სხვა დარღვევა, ძაღლი ცდილობს ალოკოს. ცხოველის ნერწყვი შეიცავს ლიზოზიმს. ამ ნივთიერებას აქვს ანტიბაქტერიული ეფექტი. ზოგიერთ სიტუაციაში, მცირე ჭრილობების ლოკვა, რეალურად ეხმარება შეხორცებაში. ტკივილს იწვევს აგრეთვე მცირე ზომის უცხო საგნების (ხიჭვი) კანქვეშ მოხვედრა. ორთოპედიული პრობლემები – დაჭიმულობა, ღრძნობა, ართრიტი ან სხვა რაიმე უსიამოვნება, რომელიც დაკავშირებულია საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დისფუნქციასთან და ფეხებში ტკივილთან – ასევე იწვევს ცხოველში ლოკვის სურვილს.
- ქავილი სამწუხაროდ, ძაღლები ტკივილზე უარესად იტანენ ქავილს. იმის გათვალისწინებით, რომ შინაური ცხოველების უმეტესობა თითქმის მუდმივად უსაქმურ მდგომარეობაშია, დღის განმავლობაში მცირე ქავილის ადგილი (მაგალითად, მწერის ნაკბენისგან), სანამ პატრონები სამსახურში იმყოფებიან, ცხოველს შეუძლია ილოკოს საკმაოდ ვრცელ დაზიანებამდე. რა იწვევს თათების ქავილს? პირველ რიგში, ქალაქის ძაღლებში ზამთრის პერიოდში ეს შეიძლება იყოს კონტაქტური ალერგია ან ქიმიური დამწვრობა – რეაქცია ყინვის საწინააღმდეგო საშუალებებზე, რომლებიც გამოიყენება ეზოებში და გზებზე. გარდა ამისა, ქავილს შეიძლება თან ახლდეს პარაზიტოზი – პარაზიტებით გამოწვეული დაავადებები. მაგალითად, რწყილის დერმატიტი, (ინტრადერმალური ტკიპებით ინფექცია), კვებითი ალერგია, კანის ანთებითი დაავადებები (პოდოდერმატიტი), ასევე თითების აბსცესები, რომლის დროსაც ძაღლი მუდმივად ილოკავს თათების ბალიშებს.
- მოვლა და ჰიგიენა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კლანჭების მოვლის პრობლემაა. როდესაც ისინი ძალიან გრძელია, ის მთლიანად ცვლის თათის ფორმას და მოძრაობის ბიომექანიკას, ხელს უშლის სიარულში. ამორტიზაციის მექანიზმი მთლიანად დარღვეულია, შინაურ ცხოველმა შეიძლება დაიზიანოს თავი, შესაბამისად აქედან მოდის ტკივილი და ორთოპედიული დარღვევები. ძაღლს გრძელი კლანჭების გამო ზურგის პრობლემებიც კი აქვს, რადგან ხშირად იძულებულნი არიან დიდხანს იარონ ქუსლებზე. არ უნდა დაგვავიწყდეთ, რომ ბალიშებს შორის ხშირად ხვდება უცხო საგნები – საღეჭი რეზინი, ცაცხვის კვირტები, ბიტუმი, და ა.შ. ეს ყველაფერი გრუმერების ხშირი აღმოჩენაა. მსგავსმა უცხო სხეულმა შეიძლება გამოიწვიოს ძაღლის თათების განუწყვეტლივ ლოკვა. ზედმეტად გრძელი ბეწვი იწვევს მათზე რეგულარულად თოვლისა და ნაგვის შეწებებას, ხოლო არასწორად შეჭრილი ბეწვი იწვევს ქავილს და გრუმინგის შემდგომ დერმატიტს.
ქცევითი პრობლემები
არც ისე იშვიათია, როდესაც პატრონები ამჩნევენ, რომ ძაღლები ნერვიულობის დროს თათებს ილოკავენ. ეს ქცევა შესაძლოა იყოს ორალური სტერეოტიპიის გამოვლინება. ადამიანებთან შედარება ყველაზე მარტივი გზაა – ადამიანი, როცა ნერვიულობს, ფანქარს ან ფრჩხილებს ნერვულად ამოძრავებს, ღრღნის, ძაღლი კი თათებს ილოკავს. ამ ქმედებებს ერთმანეთს ვერ გაუთანაბრებს, მაგრამ მათ აქვთ მსგავსი წარმოშობა – ქრონიკული სტრესი, შფოთვისგან გათავისუფლების მცდელობა ჩვეულებრივი ერთფეროვანი მოქმედებებით. აკრძალვები არ დაგვეხმარება, აუცილებელია ასეთი ქცევის მიზეზის აღმოფხვრა. ცხოველებში ორალური სტერეოტიპია ყველაზე ხშირად ჩნდება განშორების შფოთვის (როდესაც პატრონი დიდი ხნით ტოვებს) და ყოველდღიურ გარემოში მუდმივი ყოფნის (მოწყენილობის) გამო.დიაგნოსტიკა
პირველ რიგში, როცა პატრონი შეამჩნევს, რომ შინაური ცხოველი თათებს გაუჩერებლად ილოკავს, ცხოველი თავად უნდა გასინჯოს. სავარაუდოა, რომ აღმოჩნდეს ბეწვში ჩარჩენილი ან ჩახლართული უცხო ობიექტი ან წარმოქმნილი ჭუჭყი, რომელიც შეიძლება დამოუკიდებლად მოაშოროთ. თუ, მაგალითად, ძნელია წებოვანი საღეჭი რეზინის მოშორება, მაშინ ეს პრობლემა უფრო ადვილი მოსაგვარებელია გრუმერის დახმარებით. ყველა სხვა დარღვევა ვეტერინარის დახმარებით უნდა დადგინდეს. არსებობს პრობლემების ჯგუფი, რომელთა განსაზღვრა, როგორც წესი, არ წარმოადგენს სირთულეს. ეს არის კანის დაზიანებები,რაც დაუყოვნებლივ მოსაგვარებელია და არ არსებობს კითხვები, თუ რომელ ექიმს მივმართოთ. თუ საუბარია მოტეხილობაზე ან ღრძობაზე, მაშინ ყველაზე ხშირად ტკივილი მწვავეა, კიდურის ფუნქცია საგრძნობლად დარღვეულია და ცხოველი სწრაფად გადამისამართდება სწორ სპეციალისტთან – ორთოპედთან ან ტრავმატოლოგთან. ექიმი აგვარებს მთავარ პრობლემას, ხოლო ლოკვა თანდათან თავისით ქრება. დიაგნოზის დროს სირთულეები წარმოიქმნება, როდესაც საქმე ეხება ქრონიკულ ქავილს ან ტკივილს. აქ, ვეტერინარსაც კი, იმისთვის, რომ დაადგინოს, თუ რატომ ილოკავს ძაღლი თათებს, დასჭირდება არა მხოლოდ გამოკვლევა, არამედ დამატებითი ანალიზები. ეს შეიძლება იყოს:- ⦁ ნაცხი;
- ⦁ ანალიზი თათების კანიდან დერმატიტის (ბაქტერიული, სოკოვანი ან ალერგიული ანთება) გამოსარიცხად.
- ⦁ რენტგენოლოგიური გამოკვლევა რამდენიმე პროექციაში; ძვლებისა და ხრტილების სტრუქტურების შესასწავლად.
რა უნდა გავაკეთოთ, თუ ძაღლი გამუდმებით ილოკავს თათებს?
როდესაც ძაღლი ხშირად ილოკავს თათებს, ის გულდასმით უნდა იქნას გამოკვლეული. თუ აღმოაჩენთ პრობლემებს ბეწვთან ან კლანჭებთან დაკავშირებით, ან ხედავთ, რომ რაღაც თათზეა მიწებებული, მაშინ საჭიროა პრობლემა თავად მოაგვაროთ ან გრუმერის დახმარებით. დააკვირდით, თუ ძაღლი ამ მოქმედებების შემდეგ თათებს აღარ ილოკავს, მაშინ გამოსავალი ნაპოვნია. თუ შინაური ცხოველის კანზე ანთებას აღმოაჩენთ, მიმართეთ თქვენს ვეტერინარ-დერმატოლოგს. ის გამოიკვლევს ცხოველს, დიდი ალბათობით, ჩაატარებს ტესტებს და შესთავაზებს საუკეთესო მკურნალობასა და ზომებს, ქავილის შესაჩერებლად (შემსუბუქებისთვის). თუ არსებობს ტრავმის ან ტკივილის ნიშნები, ეწვიეთ ორთოპედ-ტრავმატოლოგს. გამოკვლევის შემდეგ, ეს ექიმი დანიშნავს რენტგენს ან კონსულტაციას შესაბამის სპეციალისტებთან, მაგალითად, ნევროლოგთან. როცა გაარკვევთ რა აწუხებს ძაღლს, ჩაეწერეთ თერაპევტთან ვიზიტზე. ეს დაგეხმარებათ შემდგომი გამოკვლევის დაგეგმვაში. თუ პაციენტი აღიარებულია ყველა ექსპერტის მიერ ჯანმრთელად და არასასურველი ქცევა გრძელდება, მაშინ მიმართეთ ზოოფსიქოლოგს.როგორ გადავაჩვიოთ ძაღლი თათების ლოკვას?
თქვენ არ უნდა გადააჩვიოთ თქვენი ძაღლი თათების ლოკვას. აუცილებელია აღნიშნული ქცევის მიზეზის აღმოფხვრა, შემდეგ კი ის თანდათან გაქრება. თუ ამ ქმედებებმა შედეგი არ მოიტანა, მაშინ საჭიროა კინოლოგთან ან ზოოფსიქოლოგთან მუშაობა – ყურადღება გადაატანინეთ ძაღლს, ასწავლეთ მას სხვაგვარად დასვენება.მთავარი
- ⦁ თუ შინაური ცხოველი ხანდახან თათებს ილოკავს, მაშინ ეს სავსებით ნორმალურია. როდესაც ასეთი ქცევა მუდმივია, მაშინ უნდა გაარკვიოთ, რატომ ან საიდან წარმოიშვა ეს ქცევა.
- ⦁ ყველაზე გავრცელებული მიზეზი, რის გამოც ძაღლი მუდმივად ილოკავს თათებს, არის ქავილი, ტკივილი და ფსიქიკური შფოთვა.
- ⦁ ხშირად პრობლემა გვარდება კლანჭების დაჭრითა და სათანადო მოვლით – ნუ უგულებელჰყოფთ ჰიგიენის საკითხებს.
Leave your comment