ძაღლებისთვის მავნე საკვები

ძაღლებისთვის მავნე საკვები

ადამიანის საკვებმა შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ძაღლის ორგანიზმს. და საუბარია არა მხოლოდ იმ პროდუქტებზე, რომლებიც ნამდვილად შხამიანია ძაღლისთვის. შინაური ცხოველი ასევე შეიძლება, დაზარალდეს, ერთი შეხედვით, უვნებელი, მაგრამ ცხოველის საჭიროებების გაუთვალისწინებლობით მომზადებული საკვებით.

ფრთხილად, შხამი!

ძაღლისთვის ნამდვილად საშიში საკვების სიაც არსებობს. ეს არის შოკოლადი – შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც იწვევენ გულის რითმის დარღვევას, ჰიპერაქტიურობას, ტრემორს, კრუნჩხვებს და სიკვდილსაც კი. ალკოჰოლი იწვევს ტაქიკარდიას, ლორწოვანის შეშუპებას, ტემპერატურის მატებას. ავოკადოს შეუძლია გამოიწვიოს უსიცოცლობა, სისუსტე, კარდიომიოპათია. ყურძენსა და ქიშმიშს – თირკმელების უკმარისობის განვითარების პროვოცირება. აგრეთვე საშიშ საკვებს მიეკუთვნება: მაკადამიას კაკალი, ხახვი და ნიორი, დამატკბობელი ქსილიტი. დიდი რაოდენობით რძემ, ზრდასრული ძაღლის საკვებში, შეიძლება გამოიწვიოს დიარეა.

საკვები სარგებლის გარეშე

თუმცა, ზოგადად, უვნებელი პროდუქტები ყოველთვის არ არის სასარგებლო ცხოველისთვის. ეს ყველაფერი დამოკიდებულია საკვები ნივთიერებებისა და მიკროელემენტების ბალანსზე, ასევე საკვების მონელების ხარისხზე.
საერთო ჯამში, საკვებით ძაღლმა უნდა მიიღოს 40-მდე აუცილებელი კომპონენტი. რომელიმე მათგანის სიჭარბე ან ნაკლებობა იწვევს პრობლემებს. კერძოდ, თუთიის დეფიციტი იწვევს წონის კლებას, ზრდის შენელებას, კანისა და ბეწვის პრობლემებს. აღნიშნული ელემენტის სიჭარბით, ორგანიზმიდან გამოირეცხება კალციუმი და სპილენძი. ამავდროულად, საკმაოდ რთულია იმის გაგება, თუ რამდენ თუთიას იღებს ცხოველი, სახლში მომზადებულ საკვებთან ერთად: რადგან საქონლის ხორცი უფრო მეტ თუთიას შეიცავს, ვიდრე ღორის ხორცი, და თირკმელი უფრო ნაკლებს, ვიდრე ღვიძლი. იგივე შეიძლება ითქვას სხვა მნიშვნელოვან ელემენტებზე: რკინა, სპილენძი, ნატრიუმი, ვიტამინები და ა.შ.
რაც შეეხება საჭმლის მონელებას, ძაღლი 100 გრამი საქონლის ხორციდან, რომელიც შეიცავს დაახლოებით 20% პროტეინს, იღებს ამ ცილის მხოლოდ 75%-ს და, მაგალითად, 100 გრამი მზა საკვებიდან – დაახლოებით 90%-ს.

უსაფრთხო არჩევანი

იმისათვის, რომ დაიცვათ თქვენი შინაური ცხოველი საშიში ნივთიერებებისგან და უზრუნველჰყოთ ჯანსაღი, დაბალანსებული საკვებით, პატრონმა უნდა აჭამოს ძაღლს, სამრეწველოდ ხელმისაწვდომი წარმოების რაციონით. აღნიშნული შეიცავს ცხოველისთვის საჭირო ყველა კომპონენტს, სწორი პროპორციით. ოპტიმალურად ითვლება მშრალი და სველი რაციონების კომბინაცია. მშრალი საკვები – მაგალითად, „Pedigree“ ყველა ჯიშის ზრდასრული ძაღლებისთვის საკვები საქონლის ხორცით – ზრუნავს ძაღლის კბილებზე, კარგ გავლენას ახდენს საჭმლის მონელებაზე. სველი – მაგალითად, „Royal Canin Adult Light“ ზრდასრული, 10 თვიდან 8 წლამდე, ძაღლებისთვის – სიმსუქნის პროფილაქტიკას უზრუნველყოფს. მზა საკვები ასევე იწარმოება შემდეგი ბრენდების დასახელებით: „Chappi“, „Cesar“, „Eukanuba“, „Purina Pro Plan“, „Hill’s“ და ა.შ.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!