ძაღლების სეზონური დარღვევები: მითია თუ რეალობა

ძაღლების სეზონური დარღვევები: მითია თუ რეალობა

   სულ მალე მოვა კალენდარული ზამთარი. გარეთ ტემპერატურა ეცემა, დღეების ხანგრძლივობა იკლებს და ზოგიერთს ზამთრის დეპრესიის სიმპტომები ეწყება. ეს მდგომარეობა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც სეზონური აფექტური აშლილობა, შეიძლება გამოვლინდეს ადამიანებში ხანგრძლივი დაღლილობის, მოწყენილობისა და სოციალური ჩაკეტილობის სახით. რაც შეეხება ჩვენს საყვარელ ცხოველებს – მოქმედებს თუ არა სეზონების ცვლილება მათ განწყობაზე? მოკლე პასუხი: შესაძლებელია. უფრო გრძელი პასუხი ბევრად რთულია.
ბევრი დამაბნეველი ცვალებადობა არსებობს”, – ამბობს სკოტ შეფერი, ძაღლების ბიჰევიორისტი. ის, რასაც პატრონები ეძახიან სეზონურ აფექტურ აშლილობას ძაღლებში, შეიძლება იყოს ფიზიკური ფაქტორების ერთობლიობა, ასევე პასუხი პატრონის ქცევის ცვლილებებზე.   პირველ რიგში, შეუძლიათ თუ არა ძაღლებს, განიცადონ დეპრესია? ”დიახ, შეუძლიათ”, – ამბობს სკოტი. ”რათქმაუნდა, ჩვენ არ ვიცით, რომ ისინი რეალურად დეპრესიაში არიან, რადგან არ შეგვიძლია ეს პირდაპირ ვკითხოთ.” თუმცა, შეფერის თქმით, სავარაუდოა, რომ ისინი განიცდიან დეპრესიის მსგავს განცდას. ძაღლებში ამ აშლილობის სიმპტომები ძალიან ჰგავს ადამიანებისას – არიან უხალისოდ, ჩაკეტილებები და უინტერესოდ. ასევე, ძაღლები დადებითად რეაგირებენ ანტიდეპრესანტებზე. ”როდესაც ორივე ფაქტორს ერთად მოვუყრით თავს, დიახ, ძაღლებს შეიძლება ჰქონდეთ დეპრესია“.
Вполне вероятно, что собаки могут испытывать депрессию
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია დავსხდეთ და ძაღლს პირდაპირ ვკითხოთ, გრძნობს თუ არა ის სეზონურ დარღვევას, შეფერი აღნიშნავს, რომ ადამიანებსა და მათ შინაურ ცხოველებს შორის არსებობს მსგავსება ქიმიურ დონეზე. და ამან შეიძლება, გავლენა იქონიოს როგორც მათზე, ასევე სხვებზეც, როდესაც სეზონი იცვლება. ისევე როგორც ადამიანები, ძაღლებიც გამოიმუშავებენ მელატონინს, ჰორმონს, რომელიც ეხმარება მათ ძილის ციკლის რეგულირებაში. როდესაც გარეთ ბნელდება, სხეული მეტ მელატონინს გამოიმუშავებს, რაც ძილიანობას იწვევს. მეცნიერები თვლიან, რომ ამ ნივთიერების სიჭარბემ შესაძლოა ხელი შეუწყოს სეზონური აფექტური აშლილობის განვითარებას და იმის გათვალისწინებით, რომ ძაღლები ასევე გამოიმუშავებენ ამ ჰორმონს, ისინი შეიძლება მიდრეკილნი იყვნენ სეზონური დეპრესიისკენ. მაგრამ როგორ ამოვიცნოთ სეზონური აფექტური აშლილობა ძაღლში? ექსპერტის აზრით, მთავარი ნიშანი იმისა, რომ თქვენი ოთხფეხა მეგობარი განიცდის დეპრესიას – იქნება ეს სეზონური თუ ქრონიკული – არის გულგრილობა და ინტერესის დაკარგვა იმ საგნების მიმართ, რაც მას ადრე სიამოვნებას ანიჭებდა. მაგალითად, საჭმელზე, სათამაშოებზე ან სეირნობაზე ”. თითქმის იგივე სიმპტომები შეიძლება, შეინიშნოს დეპრესიის მქონე ადამიანში,” ამბობს ის. თუმცა, შეფერი ხაზს უსვამს, რომ ფიზიკური ავადმყოფობის ალბათობა უნდა გამოირიცხოს, შინაური ცხოველის ემოციურ მდგომარეობაზე რამე დასკვნის გაკეთებამდე. დისკომფორტმა თქვენი ძაღლი შეიძლება გახადოს უსიცოცხლო და დეპრესიული, ამიტომ მნიშვნელოვანია, პირველ რიგში გაიაროთ ფიზიკური გამოკვლევა თქვენს ვეტერინართან. „მაგალითად, ძაღლს შეიძლება ჰქონდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები. ამის ალბათობა უნდა გამოირიცხოს“. რა როლს თამაშობენს ამაში ადამიანები? “ძაღლები მარტივად აღიქვამენ ყველაფერს”, – ამბობს შეფერი. და მიუხედავად იმისა, რომ თქვენ არ შეგიძლიათ ისაუბროთ თქვენს ცხოველთან, ის ძალიან მგრძნობიარეა თქვენი სხეულის ენისა და სახის გამომეტყველების მიმართ. ასე რომ, თუ უფრო სასოწარკვეთილად და მოწყენილად გამოიყურებით, თქვენი ძაღლი შესაძლოა, დეპრესიაშიც ჩავარდეს. ჩვენი ფუმფულა ცხოველი ასევე მგრძნობიარეა ყოველდღიური რუტინის ცვლილებაზე, ასე რომ, თუ ცივ ამინდს და ტალახს თავიდან იცილებთ, ნაკლებად გამოგყავთ თქვენი ძაღლი სასეირნოდ და ზოგადად ნაკლებად ავარჯიშებთ, მან შეიძლება იგრძნოს მოუსვენრობა და მოწყენილობა. თუმცა, ამან შეიძლება სხვაგვარადაც წარმართოს სიტუაცია. თუ შემცირებული დღის ხანრძლივობის გამო, ნაკლებად გადიხართ სახლიდან და მეტ დროს ატარებთ შინაურ ცხოველთან, ეს მას დიდი ალბათობით გაახარებს. მარტივად რომ ვთქვათ, ცხოველები ყოველთვის აკვირდებიან თავიანთ პატრონებს და ამით ხვდებიან როგორ უნდა მოიქცნენ და როგორი რეაქცია ჰქონდეთ გარემო ფაქტორებზე. ამიტომ, მათი განწყობის ცვლილება დამოკიდებულია თქვენს ცვლილებაზე – დადებითიც და უარყოფითიც. როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ თქვენს ძაღლს? მიუხედავად იმისა, გსურთ დეპრესიის თავიდან აცილება ან ძაღლის დახმარება, რომელსაც უკვე აღენიშნება სეზონური აფექტური აშლილობის სიმპტომები, შეფერი თვლის, რომ ფიზიკური და გონებრივი სტიმულაცია არის გასაღები, თქვენი ძაღლის უკეთესობისკენ შეცვლისთვის. და თუ არ იცით ეს როგორ გააკეთოთ, არასოდეს იქნება ცუდი, ტრადიციული გასიერნება. „უარესად გრძნობთ თავს, როცა ცივ ამინდში სეირნობის შემდეგ სახლში ბრუნდებით? – ეკითხება ექიმი. – არა! თავს უკეთ გრძნობთ, ისევე როგორც ძაღლი”. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი შინაური ცხოველები შეიძლება მგრძნობიარენი იყვნენ სეზონის ცვალებადობის მიმართ, საკმარისი გასართობის შემდეგ, ისინი უკეთ გახდებიან.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!