ლეკვების ლოდინი ამაღელვებელი პერიოდია, რომელიც დაახლოებით ორი თვე გრძელდება. რაც უფრო ახლოვდება დიდი ხნის ნანატრი მშობიარობა, მით უფრო იძაბება ატმოსფერო სახლში. იმისათვის, რომ უმიზეზოდ არ ინერვიულოთ, ყურადღებით დააკვირდით ძაღლს. მისი ქცევა ხელს შეუწყობს მოახლოებული მშობიარობის დადგენას.
ორსულობა გრძელდება 55-დან 72 დღემდე, რაც დამოკიდებულია ძაღლის ჯიშზე და მის ინდივიდუალურ მახასიათებლებზე. ვეტერინარები ამ დროს პირობითად ყოფენ სამ პერიოდად:
⦁ ადრეული პერიოდი გრძელდება ორსულობის დაწყებიდან 20 დღემდე. ამ დროს ძაღლის ქცევა პრაქტიკულად არ იცვლება, თუმცა ზოგიერთმა შეიძლება თავი ჩვეულებრივზე ოდნავ ცუდად იგრძნოს: ცხოველი შეიძლება მცირე ხნით გადაღლილი გახდეს და ძილიანობამ მოიმატოს.
⦁ 20-დან 45 დღემდე – ლეკვების აქტიური ზრდისა და განვითარების პერიოდი. ძაღლის მუცელი მომრგვალებულია, 21-ე დღიდან ორსულობა შეიძლება დადასტურდეს ულტრაბგერითი გამოკვლევით, ხოლო 25 დღიდან – სისხლის ანალიზით ჰორმონ რელაქსინით;
⦁ 45-დან 62 დღემდე ძაღლი ნაკლებად მოძრავი ხდება, მუცლის მოცულობა სწრაფად იმატებს და ძირითადად მწოლიარე მდგომარეობაშია. ამ დროს არ არის რეკომენდებული შინაური ცხოველის ხანგრძლივი გასეირნება, რათა თავიდან აიცილოთ ზედმეტი დატვირთვა.
მცირე ჯიშის ძაღლების პატრონებმა შეიძლება შეამჩნიონ მოახლოების პირველი ნიშნები დაახლოებით 50-ე დღიდან, დიდი შინაური ცხოველების მფლობელები – მე-60-დან. ამ დროს საჭიროა ვეტერინართან შეთანხმება, მშობიარობაზე.
მოახლოებული მშობიარობის ნიშნები:
⦁ 1-3 დღის განმავლობაში გამოიყოფა უფერო ლორწოვანი სითხე
⦁ სარძევე ჯირკვლები შეშუპებულია, დვრილებიდან გამოიყოფა ხსენი, მათ ირგვლივ ბეწვი იწყებს ცვენას
⦁ ლეკვის დაბადებამდე 24 საათით (მაქსიმუმ 48 საათით) ადრე ძაღლის სხეულის ტემპერატურა ეცემა 36,5-37 გრადუსამდე (ნორმა: 37,5-39 ჯიშის მიხედვით) და ეს ახასიათებს მშობიარობის პირველი ფაზის დაწყებას;
⦁ იწყება საშვილოსნოს შეკუმშვა – თავიდან უხილავი, მაგრამ ძაღლის ქცევაზე აისახება: ის იატაკს „ღრღნის“, ყურადღებასა და სითბოს მოითხოვს, ან პირიქით, განმარტოებულ ადგილს ეძებს;
⦁ საშვილოსნოს შეკუმშვის მოჰყვება მუცლის პრესის შეკუმშვა;
⦁ შეინიშნება უმადობა ან პირიქით, მადის მომატება.
მშობიარობამდე იწყება ჭინთვები, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე საათიდან 1 დღემდე. თავდაპირველად ეს არის საშვილოსნოს იშვიათი ჭინთვა, რომელიც თანდათან უფრო ხშირი და მტკივნეული ხდება. როგორც კი ჭინთვები გახშირდება, დაურეკეთ თქვენს ვეტერინარს.
ლეკვ(ებ)ის დაბადება
მშობიარობა იწყება ამნიონური სითხის გამოსვლით – წყლის ბუშტის გასკდომით. ის შეიძლება ძაღლმა დაღრღნას, ან თავადვე გასკდეს. გარკვეული პერიოდის შემდეგ, იბადება პირველი ლეკვი.
ლეკვები რიგ-რიგობით იბადებიან, მათ დაბადებას შორის ინტერვალი შეიძლება იყოს 15 წუთიდან 1 საათამდე. ყოველ ლეკვს მოჰყვება გარსი და პლაცენტა.
აუცილებელია ძაღლის მშობიარობის შემდგომი კვების პროცესის მონიტორინგი: ვეტერინარები ჯერ არ მისულან კონსენსუსამდე, მისი სარგებელის შესახებ. არ დაუშვათ, რომ ცხოველი 2ზე მეტი მომყოლი შეჭამოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას მოელის საჭმლის მონელების დარღვევა და ღებინება. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ბოლო ლეკვის მომყოლს. თუ ის არ მოსცილდება მშობიარობიდან ორი დღის განმავლობაში, ძაღლის ორგანიზმში შეიძლება განვითარდეს მეტრიტი (მძიმე ინფექციური ანთება).
ახალშობილი ლეკვები დაუყოვნებლივ არ უნდა მოაშოროთ ძაღლს, მან უნდა ალოკოს ისინი. გარდა ამისა, უნდა აჭამოს. ძლიერი ლეკვები თავადვე იწევენ ძუძუსკენ, სუსტ ლეკვებს დახმარება სჭირდებათ ამაში.
ლეკვების რაოდენობის მიხედვით, მშობიარობა შეიძლება გაგრძელდეს ერთ დღემდე. და ეს არის ნამდვილი გამოცდა ძაღლის სხეულისთვის. სწორედ ამ დროს, ცხოველი, როგორც არასდროს, თქვენგან განსაკუთრებულ მხარდაჭერას, სიყვარულსა და ზრუნვას ელის. ეცადეთ, სამსახურიდან რამდენიმე დღე დაისვენოთ, თქვენი შინაური ცხოველის მოსავლელად, ის კი გულწრფელი სიყვარულითა და სითბოთი გადაგიხდით მადლობას.
Leave your comment