ცნობილია,რომ ზოგიერთი დაავადების პრევენცია უფრო მარტივია, ვიდრე მკურნალობა. ვაქცინაციის წყალობით შესაძლებელია საგრძნობლად შემცირდეს, კონკრეტული დაავადებისგან, სიკვდილიანობის მაჩვენებელი, შემცირდეს გართულებების რიცხვიცა და მკურნალობის ღირებულებაც.
რატომ არის საჭირო ვაქცინაცია?
პრევენციული ვაქცინაციის დანერგვა ყოველწლიურად მილიონობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას უწყობს ხელს და შინაური ცხოველები გამონაკლისს არ წარმოადგენენ. უფრო მეტიც, თითოეული ცხოველის ან ადამიანის ვაქცინაცია მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მათი ინდივიდუალური დაცვისთვის, არამედ ე.წ. დაავადების გავრცელების აღსაკვეთად.
ასე, მაგალითად, 20 წლის წინ ძაღლის ჭირი საკმაოდ გავრცელებული იყო. მკურნალობისთვის, დროისა და ფულის მნიშვნელოვანი ხარჯების გარდა, ეს დაავადება ხშირად იწვევდა ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებას, რაც გამოიხატებოდა კრუნჩხვებისა და დამბლის სახით. ზოგიერთ შემთხვევაში, შედეგები იმდენად სერიოზული იყო, რომ ძაღლის ნორმალური ცხოვრება შეუძლებელი ხდებოდა და ცხოველის დაძინება იყო საჭირო. და ეს არის ზუსტად ის შემთხვევა, როდესაც ვაქცინაცია ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე მკურნალობა.
ამიტომ, ყველა ძაღლს ან ლეკვს სჭირდება ვაქცინაცია ძირითადი აცრებით, რომლებიც ძაღლს იცავს ჭირისგან, ინფექციური ჰეპატიტისგან, პარვოვირუსული ენტერიტისა და ცოფისგან.
მიხედვით იმისა, თუ სად ცხოვრობს ძაღლი (აგარაკზე თუ ქალაქის ბინაში), არიან თუ არა სახლში სხვა ცხოველები, მოგზაურობს თუ არა ძაღლი, მონაწილეობს გამოფენებში, ნადირობს თუ დადის პატრონთან ერთად ტყეში, მას შეიძლება დასჭირდეს დამატებითი აცრები. ძაღლების პარაგრიპის, ლეპტოსპიროზისა და ბორდეტელოზისგან დასაცავად.
რამდენად ხშირად უნდა ავცრათ ძაღლი?
ყველა ლეკვს სჭირდება რამდენიმე საწყისი ვაქცინაციის ჩატარება, კარგი იმუნიტეტისთვის. ლეკვების სისხლში დედის ანტისხეულებია, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს საკუთარი იმუნიტეტის განვითარებას, რის გამოც ლეკვებს თავდაპირველად სჭირდებათ რამდენიმე ვაქცინაცია 3-4 კვირის ინტერვალით. ჩვეულებრივ, ვაქცინაცია იწყება 8-9 კვირის ასაკიდან. შეიძლება, საჭირო გახდეს 3-5 აცრა ერთ წლამდე, მათ ზუსტ რაოდენობას ადგენს ვეტერინარი, ლეკვის საცხოვრებელი პირობებიდან გამომდინარე.
ზრდასრული ძაღლები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს საწყისი ვაქცინაცია ლეკვობის პერიოდში, საჭიროებენ ყოველწლიურ რევაქცინაციებს (ზოგიერთ შემთხვევაში, რევაქცინაცია შეიძლება გაკეთდეს ყოველ 3 წელიწადში ერთხელ).
როგორ მოვამზადოთ ძაღლი ვაქცინაციისთვის?
შეიძლება მხოლოდ კლინიკურად ჯანმრთელი ძაღლების აცრა. თუ ძაღლი ჯანმრთელია და შინაგანი პარაზიტების საწინააღმდეგო მკურნალობა რეგულარულად უტარდება, მაშინ სპეციალური მომზადება არ არის საჭირო. ვაქცინაციის დაწყებამდე ლეკვები საჭიროებენ დეჰელმინთიზაციის ჩატარებას, ვინაიდან ლეკვების ორგანიზმში ჰელმინთების ძალიან მაღალია, ისინი ჩვეულებრივ იტარებენ მკურნალობას, ორკვირიანი ინტერვალით. პრეპარატის არჩევანი და გამოყენების სიხშირე სასურველია განიხილოთ მკურნალ ვეტერინართან.
Leave your comment