ცვლილებები კატის ქცევაში, რომლებმაც უნდა დაგაფიქროთ
აგრესიული ქცევა
თუ კატა, რომელიც ჩვეულებრივ არ იყო აგრესიული, მოულოდნელად აგრესიას ავლენს, ეს შეშფოთების მიზეზი უნდა გახდეს. რადგან, დიდი ალბათობით, ამ გზით შინაური ცხოველი რაღაცის თქმას ცდილობს. ტკივილი და შიში ხშირად არის მიზეზი, რის გამოც კატა იწყებს აგრესიულ ქცევას. ამიტომ, ნუ გაკიცხავთ შინაურ ცხოველს, არამედ გაარკვიეთ, რაშია საქმე. წადით ვეტერინართან, სთხოვეთ კატას გასინჯოს – უცებ მას ტკივილი აწუხებს. თუ ეს ასე არ არის, მაშინ იფიქრეთ იმაზე, თუ რა შეიძლება აშინებდეს თქვენს კატას: იქნებ ვინმე ახალი გამოჩნდა სახლში? ან ცოტა ხნის წინ სხვა სახლში გადახვედით? ზოოფსიქოლოგი დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ შიშით გამოწვეულ აგრესიას. მასთან ონლაინ კონსულტაცია შეგიძლიათ Petstory-ის მობილურ აპლიკაციაში. აპლიკაციის ჩამოტვირთვა შეგიძლიათ ბმულიდან.
კვებითი ქცევის ცვლილება
ნებისმიერმა კვებითი ქცევის ცვლილებამ უნდა დაგაფიქროთ. თუ მოულოდნელად თქვენმა კატამ ჩვეულებრივზე მეტი ან ნაკლები ჭამა დაიწყო, სავარაუდოდ მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. რა თქმა უნდა, თუ ეს მხოლოდ ერთჯერადი მოვლენაა, მაშინ ის შეიძლება უბრალოდ დაიღალა საკვების გემოთი, მაგრამ თუ რამდენიმე დღის განმავლობაში ჭამს ცოტას ან საერთოდ არ ჭამს, მაშინ სასწრაფოდ უნდა წაიყვანოთ ვეტერინართან. მით უმეტეს, თუ ამის გარდა სხვა სიმპტომებიც აღენიშნება, როგორებიცაა: მოდუნება, ღებინება, დიარეა და ა.შ.
თუ შინაურმა ცხოველმა ჩვეულებრივზე მეტის ჭამა დაიწყო და არ სუქდება, ეს ასევე მიუთითებს ჯანმრთელობის პრობლემებზე. უმჯობესია არ სპეციალისტთან ვიზიტი არ გადადოთ.
ქცევის ცვლილება თამაშისას
ზოგიერთი კატა ბუნებრივად უფრო მხიარულია, ვიდრე სხვები. მაგრამ როდესაც ჩვეულებრივ მხიარულ კატას არ სურს ძველებურად თამაში, ეს შეშფოთების მიზეზია. კატას, რომელიც თავს კარგად არ გრძნობს ან ტკივილი აწუხებს, არ სურს ხტუნვა და სათამაშოების დევნა. თუ თქვენი მხიარული შინაური ცხოველი რამდენიმე დღეში არ უბრუნდება ნორმალურ მდგომარეობას, უნდა მიმართოთ ვეტერინარს.
პრობლემები ტუალეტთან
რასაკვირველია, ამას ჩვეულებრივ ყველა აქცევს ყურადღებას: თუ მოულოდნელად ტუალეტს მიჩვეული კატა არასწორ ადგილას იწყებს მოსაქმებას, ამის არშემჩნევა რთულია. ხშირად პატრონები იწყებენ შინაური ცხოველის გაკიცხვას იმის ნაცვლად, რომ გაერკვნენ, რატომ ხდება ეს.
როგორც წესი, კატები ამას ჯინაზე არ აკეთებენ, ყოველთვის არის რაიმე მიზეზი. და უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ჯანმრთელობის შესაძლო პრობლემების გამორიცხვა – კეჭოვანი დაავადება, საშარდე გზების ინფექცია და ა.შ. თუ ექიმი დაადასტურებს, რომ ეს პრობლემა არ არსებობს და კატა ჯანმრთელია, უნდა გაერკვეთ მისი ამ ქცევის ფსიქოლოგიურ ასპექტებში.
არასაკმარისი თავის მოვლა
კატები ძალიან სუფთა არსებები არიან, მათ უყვართ ბეწვის მოვლა. ამიტომ, თუ თქვენმა კატამ შეწყვიტა თავის თავზე ზრუნვა, სავარაუდოდ, ის ავად არის.აქ ჩვენ განვიხილეთ მხოლოდ ძირითადი პუნქტები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ. მაგრამ მთავარი, რაც უნდა გახსოვდეთ, არის ის, რომ ნებისმიერი გადახრა თქვენი კატის ნორმალური ქცევიდან შეიძლება მიუთითებდეს პრობლემებზე. ნუ უგულებელყოფთ ამას, ყურადღებით დააკვირდით თქვენს კატას, რათა დროულად გაუწიოთ მას საჭირო დახმარება!
Leave your comment