ჩიხუახუა

ჩიხუახუა

მახასიათებლები   არმოშობის ქვეყანა მექსიკა   Ზომა მინიატურული   სიმაღლე 15-20 სმ   ონა 1,8-2,7 კგ   ასაკი 12-15 წლის   მცირე ინფორმაცია   • კეთილი და ხალისიანი;კარგად უგებს ადამიანებსაც და სხვა ცხოველებსაც;სწრაფად ეჯაჭვებიან პატრონს და მარტო ყოფნა არ უყვართ.   ჩიხუახუას ჯიშის აღწერა ჩიხუახაუები მინიატურული ზომის ძაღლები არიან. ჯიში ჩვეულებრივ იყოფა ორ ტიპად – კობი და დირი. პირველი გამოირჩევა კომპაქტური ზომით და კარგად განვითარებული კუნთებით. ამ ძაღლებს მოკლე და ბლაგვი სახე აქვთ. კობის ხშირი ბეწვი აქვს სქელია, მისი ქვედა საფარი კი ფუმფულაა. მეორე ტიპი, გრძელი ფეხების წყალობით, პირველზე გაცილებით მოხდენილად გამოიყურება. ღამურებივით დიდი ყურები აქვს, არ აქვთ ბეწვისქვეშა საფარი.     ჩიხუახუას ხასიათი ჩიხუახუა ძალიან აქტიური შინაური ცხოველია მხიარული ხასითით გამოირჩევა. ისინი ძალიან კომუნიკაბელური არიან. ამ ჯიშის წარმომადგენლების მთავარი მახასიათებელია პატრონის მიმართ ძლიერი მიჯაჭვულობა. მათ მუდმივად სჭირდებათ კომუნიკაცია, მარტოობას ვერ უძლებენ. შესანიშნავად იტანენ ხანგრძლივ გასეირნებას ქალაქში. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების არ ეშინიათ. მართალია, მათ არ უყვართ ფეხით სიარული – ცხოველებს ურჩევნიათ პატრონმა ხელში აიყვანოს ან ჩანთით ატაროს. პატრონთან განშორების შემდეგ, ჩიხუახუას ემოციების შეკავება უჭირს. ის იწყებს ხტუნვას, ყეფას და მის ირგვლივ ხტომას. ამ ჯიშის მრავალი წარმომადგენელი მონოგამია – ისინი მხოლოდ საკუთარ პატრონს აღიარებენ. ეს ძაღლები გამოირჩევიან დიდი გამბედაობით, საკუთარ მინიატურულ ზომას ვერ აცნობიერებენ., ხშირად ჩხუბობენ სხვა ცხოველებთან. არასწორი წვრთნის შემთხვევაში, ისინი შეიძლება თავნებებად და ჯიუტებად იქცნენ.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!