
შეჯვარების წესები: რით დავიწყოთ?
ესტრუსის პერიოდები
- პროესტრუსი. ამ დროს ძაღლის სასქესო ორგანო შეშუპებულია, აღენიშნება მუქი სისხლიანი გამონადენი. ცხოველის ქცევა იცვლება: ძაღლი „ელაქუცება“ მამრებს, აქნევს კუდს, ჭიმავს ყურებს. თუმცა მამრებს ახლოს არ უშვებს შეჯვარებისთვის.
- ესტრუსი, ანუ პირდაპირი სქესობრივი ნადირობა. ამ პერიოდში ხდება ოვულაცია. ძაღლების დაახლოებით 60% -ში ეს არის ესტრუსის მე-9-15 დღე, დანარჩენებში ეს შეიძლება მოხდეს ადრე ან, პირიქით, გვიან. ზუსტად ამ პერიოდში აჯვარებენ მდედრებს. თუ ძაღლის გავას (კუდის წინ მდებარე ზურგის უბანი) შეეხებით, ის მიიღებს შეჯვარებისთვის დამახასიათებელ პოზას – წინა თათებით მიწაზე დაეცემა და კუდს გვერდით გასწევს. გარდა ამისა, შეიძლება შეამჩნიოთ ზურგის კუნთების შეკუმშვა. გამონადენი არ ჩერდება, მაგრამ შეიძლება გახდეს ნაკლებად ინტენსიური და უფრო გამჭვირვალე.
- მეტესტრუსი. ციკლის აქტიური ფაზა, როდესაც ფუნქციონირებს ორსულობის ყვითელი სხეული, გამოიყოფა ჰორმონი პროგესტერონი. აღნიშნულ ფაზას გადიან როგორც ორსული ძაღლები, ისე არაორსულები.
- ანესტრუსი, ანუ სქესობრივი მოსვენების პერიოდი.

თუ თქვენ და შინაური ცხოველის პარტნიორის პატრონს არ გაქვთ ცხოველთა გამრავლების გამოცდილება, დაგჭირდებათ შეჯვარების ინსტრუქტორი. დილეტანტობა ამ საკითხში შეიძლება სავალალო აღმოჩნდეს! სპეციალისტი შეიძლება გირჩიონ კლუბში ან ვეტერინარულ კლინიკაში.
შეჯვარებიდან 1 თვე – 2 კვირით ადრე
შინაური ცხოველის სქესის მიუხედავად, ის უნდა მიიყვანოთ ვეტერინართან და შეამოწმოთ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების არსებობაზე. დარწმუნდით, რომ გაქვთ მემკვიდრეობითი დაავადებების არარსებობის დამადასტურებელი სერტიფიკატი. თუ მამრის პატრონი ხართ, შეიძინეთ რეზინის ხალიჩა, რომელიც მოერგება ძაღლს, შეჯვარებისთის საჭირო იქნება. ხალიჩა დაიცავს იატაკს შეჯვარების პროცესში გამოყოფილი გამონადენისგან და ასევე გახდება ფსიქოლოგიური ბერკეტი – მამრს ეცოდინება მისი დანიშნულების შესახებ.შეჯვარებამდე 1 დღით ადრე
რეკომენდებულია მამრის დაბანა, განსაკუთრებით სასქესო ორგანოების. თუ ბეწვი ამ მიდამოში საკმაოდ სქელი ან გრძელია, შეამოკლეთ. ასევე მოამზადეთ სადეზინფექციო ანტისეპტიკური საშუალება, რომელსაც ვეტერინარი გირჩევთ შეჯვარების შემდეგ, ორგანოების დამუშავებისთვის. არ არის რეკომენდებული მდედრის დაბანა, რათა არ გაუქრეს სუნი. თუმცა, თუ დაბანა აუცილებელია, გააკეთეთ ეს შეჯვარებამდე 5 დღით ადრე.
Leave your comment