შეიძლება თუ არა ვაჭამოთ კატებს ყველი?

შეიძლება თუ არა ვაჭამოთ კატებს ყველი?

ყველი არ არის რეკომენდებული კატებისთვის მაღალი კალორიულობის გამო. თუმცა, ბევრი პატრონი მაინც აძლევს თავის შინაურ ცხოველებს ამ პროდუქტს. რატომ? პასუხი მარტივია: სურთ ასიამოვნონ ცხოველს. მაგრამ თუ ცხოველის განებრივება გსურთ, აჯობებს სპეციალურად მისტვის ემუშავებული სასუსნავები აჭამოთ.  

სხვა სიხარული

სტატისტიკის მიხედვით, მესაკუთრეთა 86% რეგულარულად ანებრივებს შინაურ ცხოველებს სასუსნავებით და, სამწუხაროდ, ხშირად მათ შეუფერებელ პროდუქტს აჭმევენ. მაგალითად, ყველაზე პოპულარულისასუსნავიარის უმი ხორცის ნაჭერი; მეორე ადგილზე ძეხვეულია, მესამეზე ყველი. ასევე, უმი თევზი, რძის პროდუქტები, კრევეტები და .. საქმე ისაა, რომ ზემოთ ჩამოთვლილ საკვებს შინაური ცხოველისთვის სარგებლობა არ მოაქვს და შეიძლება ზიანი მიაყენოს კიდეც მას. რაც შეეხება ყველს, ის კატისთვის ზედმეტად კალორიულია. ერთი 20 გრამიანი ნაჭერი შეიცავს 70 კილოკალორიას, ანუ ცხოველის ყოველდღიური მოთხოვნილების მესამედს.

შესაბამისად, შედეგად კატას მინიმუმ ჭარბწონიანობის პრობლემა შეექმნება. თუმცა, ეს ყველაფერი არაა: პატრონმა ასევე უნდა გაითვალისწინოს ის ფაქტი, რომ თუ კატას ყველს რეგულარულად მისცემს, შესაძლოა ამან გრძელვადიან პერსპექტივაში უარყოფითად იმოქმედოს შინაური ცხოველის ჯანმრთელობაზე.

სწორი არჩევანი

ახლა კი – ერთადერთი გონივრული ალტერნატივის შესახებ ვისაუბროთ. ეს არის სპეციალურად კატებისთვის შემუშავებული სასუსნავები. მაგალითად, Whiskas Duo Treats-ის ხაზი, რომელშიც ყველი შეხამებულია საქონლის ხორცთან, ქათმთან, ინდაურთან და ორაგულთან. მსგავსი რაციონები აქვთ ბრენდებს: Dreamies, Felix, Gimpet, Miamor.
უბრალო ყველის ნაჭრისგან განსხვავებით, ისინი სპეციალურად კატებისთვისაა შექმნილი და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ზომიერი კალორიულობით გამოირჩევა: ერთი Whiskas Duo Treats შეიცავს დაახლოებით 2 კკალს, ანუ ყოველდღიური ნორმის 1%-ს. ეს ნიშნავს, რომ კატა არა მხოლოდ ტკბება სიამოვნებით, არამედ თავისუფლდება “ადამიანის” კვებასთან დაკავშირებულ რისკებისგან.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!