ყველაფერი ჩემია: ტოპ-4 ყველაზე ეჭვიანი კატა

ყველაფერი ჩემია: ტოპ-4 ყველაზე ეჭვიანი კატა

ეჭვიანობა მხოლოდ ადამიანებს როდი შეუძლიათ, ეს თვისება ცხოველებსაც აქვთ. ჩვეულებრივ, მიიჩნევენ, რომ კატები დამოუკიდებელი ცხოველები არიან, რომლებიც ძაღლებისგან განსხვავებით, პატრონებს დიდად არ ეჯაჭვებიან. სინამდვილეში, კატებსაც შეუძლიათ ეჭვიანი მესაკუთრეები იყვნენ, ყველაზე ეჭვიან კატის ჯიშებს ქვემოთ მოყვანილ სიაში გაეცნობით.
    • ბრიტანული მოკლებეწვიანი
    ეს არიან დამოუკიდებელი და ჯიუტი კატები. მათ სილამაზის გამო ბევრ უსიამოვნო თვისებას პატიობენ. ზოგჯერ, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ბრიტანელებს ადამიანები არ სჭირდებათ – რასაკვირველია, ეს ასე არ არის და მიუხედავად იმისა, რომ ამ კატებს სხვა ცხოველებთან თანაცხოვრება შეუძლიათ, ყველაზე კარგად თავს მაშინ გრძნობენ, თუ ოჯახში ერთადერთი ცხოველი თავად არიან.
    • სიამის კატა
    • რაც შეეხება სიამის კატებს, ისინი სხვა ცხოველებს ცუდად ეგუებიან ეჭვიანი ხასიათის გამო. გამორჩეულნი არიან პატრონის მიმართ ერთგულებით და ბევრი რამით გვანან ძაღლებს. ადვილად იწვრთნებიან და კონტაქტი სჭირდებათ. პატარა ბავშვებთან დიდად არ მეგობრობენ, ისევ და ისევ ეჭვიანი ბუნების და ფამილარობის სიძულვილის გამო. ეს კატები არ მოგცემენ უფლებას კუდში ჩაავლოთ ხელი და ზედმეტად ეფეროთ.
    • ციმბირული კატა
  1. ძალიან ერთგული, მაგრამ ამავე დროს, დამოუკიდებელი კატაა. ციმბირელები მეგობრულნი არიან, უყვართ კონტაქტი კარგად უგებენ ბავშვებს. მათი ეჭვიანობა სახლში არსებულ სხვა ცხოველებზე ვრცელდება. ისინი ცუდად ეგუებიან ძაღლებს, რადგან ცდილობენ მათზე დომინირებას, პატარა ცხოველებს ნადავლად აღიქვამენ, სხვა კატებს კი, ყურადღების მიქცევაში ეჯიბრებიან.
    • შარტრეზი
    • ეს კატები კონფლიქტურებია არ არიან, მაგრამ ამასთან, ითხოვენ პატივისცემას. შარტრეზები ჭკვიანები, დამოუკიდებლები არიან და მარტოობა იოლად გადააქვთ. მათ სხვა ცხოველების კომპანია არ სჭირდებათ – ამ შემთხვევაში ხომ მოუწევთ არა მხოლოდ პატრონის სიყვარულის, ნივთების მათთვის განაწილებაც. ამ ცხოველებისთვის კი დამახასიათებელია მესაკუთრეობა, მათ შორის, ნივთებთან მიმართებაშიც.
фото британской короткошерстной кошки
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!