ყველაზე ერთგული კატის ჯიშების ტოპ-8 წარმომადგენელი

ყველაზე ერთგული კატის ჯიშების ტოპ-8 წარმომადგენელი

მიიჩნევა, რომ ძაღლები პლანეტაზე ყველაზე ერთგული არსებები არიან. თუმცა, ექსპერტები ირწმუნებიან, რომ კატებსაც არანაკლებად შეუძლიათ ერთგულება. ბლოგის ავტორებმა „კატების შესახებ“ კატის 8 ჯიში დაასახელეს, რომელთა წარმომადგენლებიც ადამიანებს ერთგულებით აოცებენ.
    • სპეციალისტები კატის ყველაზე ერთ-ერთ ერთგულ ჯიშად ასახლებენ სფინქსებს, ისინი არც ისეთი დამოუკიდებლები არიან როგორც უფრო ტრადიციული ჯიშების წარმომადგენლები, სფინქსები არიან შესანიშნავი კომპანიონები, ყოველთვის პატრონის გვერდით არიან, თუ ეს შესაძლებელია. ადამიანისგან მხარდაჭერას ხშირად ეძებენ.
  1. მეკონგული ბობტეილი გარდა იმისა, რომ ცხოველების მოყვარულებს თავისი საოცარი ცისფერი თვალებით ხიბლავს, ითვლება ძალიან ერთგულმეგობრადაც. ამ ჯიშის კატები მუდამ პატრონს დასდევენ, ესმით მისი განწყობა ეჯაჭვებიან ადამიანსა და ადგილს, სადაც ცხოვრობენ.
    • მეინ-კუნებს აქვთ არააგრესიული, დამყოლი ხასიათი,ამიტომ ოჯახის სრულფასოვანი წევრები ხდებიან. მიუხედავად იმისა, რომ ამ ჯიშის კატები ადამიანს ძალიან ეჯაჭვებიან (განსაკუთრებით ბავშვებს), ისინი მომაბეზრებლები არ არიან და მუდმივად ყურადღებას არ ითხოვენ.
  2. ორიენტალური კატები არიან ძალიან ინტელექტუალურები, ადამიანები უპირობოდ უყვართ. მათი პატრონები შეიძლება დარწმუნებულნი იყვნენ: ცხოველები მათ არცერთ შემთხვევაში არ მიატოვებენ. თუმცა, თუ მეორე მხრიდან შევხედავთ, ასეთ ერთგულებას მინუსებიც აქვს, მაგალითად, ორიენტალებს ცუდად გადააქვთ მარტოობა, ამიტომ ცდილობენ ადამიანს სულ უკან სდიონ.
  3. აბისინიური კატები – უფრო ტაქტიანები არიან. ამ უძველესი ჯიშის წარმომადგენლები სარგებლობენ ინტელექტითა და ინსტინქტით და შეუძლიათ იგრძნონ, როდის მივიდნენ პატრონთან და როდის აჯობებს დისტანცია დაიცვან.
    • კურილიური ბობტეილის ჩვევები ძალიან ჰგავს ძაღლებისას, ირწმუნებიან ამ ცხოველების მოყვარულები. ამიტომ ეს კატები ხშირად ადამიანის საუკეთესო მეგობრები ხდებიან. დამყოლნი, მშვიდები და ძალიან ერთგულები არიან. მიიჩნევა, რომ თუ კურილიურმა ბობტეილმა პატრონი აარჩია, ეს არჩევანი სამუდამოა.
    • ციმბირული კატები – ოჯახში დიდი გავლენით სარგებლობენ და უყვართ დომინანტობა. გამოცდილი მომშენებლები ირწმუნებიან, რომ სახლში ლიდერობისთვის ციმბირელები მზად არიან, ნებისმიერ ძაღლთან იჩხუბონ მისი ზომის მიუხედავად. ნაწილობრივ იმიტომ, რომ კატას მოსწონს ლიდერის როლი, ცდილობს, ოჯახის ყველა წევრზე იზრუნოს. მისთვის ადამიანები ყურადღების ცალკეულ ობიექტებს წარმოადგენენ. ციმბირული კატა პატრონს სითბოსა და ალერსს ჩუქნის, ამ გზით ახდენს იმის დემონტრირებას რომ არასდროს მიატოვებს.
    • რეგდოლების ჯიშის კატები ძალიან მეგობრულები არიან. შეუძლიათ მიეჯაჭვონ არა მხოლოდ ადამიანს, ძაღლებსაც, ჩიტებსაც, თაგვებსაც. თუმცა, რეგდოლებს მეგობრებთან დაშორება საერთოდ არ უყვართ. ისინი ძალიან იტანჯებიან მარტოობით, და ვერ იტანენ სკანდალებს ოჯახში.
     
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!