ტაქსა

ტაქსა

მახასიათებლები   არმოშობის ქვეყანა გერმანია   Ზომა პატარა   სიმაღლე სტანდარტული – 15–35 სმ მინიატურული – 14–21 სმ   ონა სტანდარტული – 12 კგ-მდე მინიატურული – 6 კგ-მდე   ასაკი 15 წლამდე   მოკლე ინფორმაციაკარგად იწვრთნებიან;მხიარულები;ერთგულები;ეჭვიანები – ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვართ.

ხასიათი ტაქსა უძველესი სოროს ძაღლის ჯიშია, მისი გამოჩენის ზუსტი თარიღი უცნობია. ტაქსები არიან სხარტები, ენერგიულები, აზარტული ცხოველები, რომლებიც გამოირჩევიან დამოუკიდებლობით, თავდაჯერებულობით და თავმოყვარეობით, რომელიც სიჯიუტეს ესაზღვრება. ტაქსები კარგად ერკვევიან ადამიანებში და კატეგორიულები არიან არჩევანში. უფრო მეტიც, კარგად ამახსოვრდებათ სახეები, დიდხანს ახსოვთ შეურაცხყოფაც და შექებაც. უფრთხიან უცნობებს, რომლებიც მათ ტერიტორიას და პირად სივრცეს არღვევენ, მაგრამ თუ შეუყვარდათ, ბოლომდე ერთგულები იქნებიან. სტანდარტული ტაქსა ჯიშის უძველესი წარმომადგენელია, რომელმაც მე-19 საუკუნეში დასაბამი მისცა. კურდღლისა და მინიატურული ტაქსების მოშენებას, მომშენებლები ცდილობდნენ შეენარჩუნებინათ მისი სანადირო თვისებები, ამიტომ ჯიშის ყველა წარმომადგენლის ხასიათის მთავარი თვისებები ერთნაირია. ტაქსას აღწერა ამ ჯიშის ძაღლების მთავარი გარეგანი თვისება არის მოკლე ფეხებზე მდგარი წაგრძელებული სხეული. ზომის მიხედვით, ისინი იყოფა სამ კატეგორიად: სტანდარტულ, მინი და კურდღლის. თავი წაგრძელებული აქვთ. მომრგვალებული, ჩამოკიდებული ყურები აქვთ, რომლებიც დრუნჩებზე ეხებათ. ცხვირი საკმაოდ დიდი, შავი ან ყავისფერი ფერის აქვთ. ყავისფერი თვალები – ოვალური ფორმის. ამ ჯიშის ძაღლებს ძლიერი ყბები და დიდი კბილები აქვთ. ბეწვის ტიპის მიხედვით, სამი სახეობას გამოარჩევენ:გლუვთმიანი – მოკლე, სქელი ბეწვი, ტანზე კარგად ეკვრის, სიგრძე: 2 სმ-მდე;უხეშბეწვიანი- გამოხატული ბუჩქოვანი წარბები და დაახლოებით 3 სმ სიგრძის წვერი;გრძელბეწვიანი – ყურებზე ბეწვის ფოჩებით და კიდურებისა და კუდის უკანა მხარეს ფუმფულა ბეწვით გამოირჩევა; ბეწვი შეიძლება ჰქონდეს წითური, შავი, ყავისფერი, ნაცრისფერი ან მარმარილოსფერი.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!