სწორი რაციონი კნუტისთვის

სწორი რაციონი კნუტისთვის

პატარა ასაკში კნუტმა საკვებთან ერთად უნდა მიიღოს მისი განვითარებისთვის აუცილებელი ნივთიერებები. მის ძლიერ ჯანმრთელობასა და სიცოცხლის მაღალ ხარისხს საძირკველი მხოლოდ ამ გზით ეყრება. სწორედ წარმოებულ რაციონებშია გათვალისწინებული კნუტის ყველა მოთხოვნილება, რომელთა უზრუნველყოფა შეუძლებელია სახლში მომზადებული საკვებით.

თვისებები

კნუტებისთვის განკუთვნილი რაციონებს რამდენიმე მნიშვნელოვანი და განმასხვავებელი უპირატესობა აქვთ. ასეთი საკვები ადვილად ათვისებადია, მაგალთად, ცილა 85%-ით აითვისება, კნუტს ხომ ზრდისთვის დიდი რაოდენობით „სამშენებლო მასალა“ სჭირდება. დაბადებიდან ჩამოყალიბებამდე კნუტი 40-50-ჯერ იზრდება. რაციონების ენერგეტიკული ღირებულება გაზრდილია, კალორიების მოთხოვნილება განსაკუთრებით იგრძნობა 8 კვირის ასაკში და თანდათანობით, ზრდასრულ ასაკში – 1 კგ წონაზე 220 კილოკლორიიდან, 50 კილოკარიამდე იკლებს. ასევე, ზრდასრული ცხოველისგან განსხვავებით, კნუტისთვის აუცილებელია მიიღოს მეტი ამინომჟავა, კალციუმი ფოსფორი, სპილენძი. ამასთან, საკვები არ უნდა იყოს მოცულობითი, რადგან ცნობილია რომ კნუტის კუჭი „სათითის“ ზომისაა.

მრავალფეროვნება

კატები ცნობილები არიან საკვებში პრეტენზიულობით, ეს თვისება აქვთ კნუტებსაც. ამიტომ საკვების წამყვანი მწარმოებლები მათ სთავაზობენ გემოებისა და ტექსტურების არჩევანის ფართო სპექტრს, პატონებს კი ურჩევენ, კნუტებს საკვები რომ არ მობეზრდეთ, რაციონები შეცვალონ ხოლმე.
მაგალითად, Whiskas-ს აქვს ქათმის პაშტეტი, ჟელე ცხვრის ხორცით, ბატკნის რაგუ, რძიანი, ინდაურის, სტაფილოს ბალიშები და სხვა. Royal Canin-ის ასორტიმენტში ნახავთ რაციონებს Kitten Instinctive ჟელეს, სოუსებს, პათტეტების და მშრალი საკვების სახით, რომელიც სხვადასხვა ჯიშის კატებისთვისაა განკუთვნილი, მაგალითად სპარსული კატებისთვის (Royal Canin Persian Kitten), ბრიტანული ჯიშისთვის (Royal Canin British Shorthair Kitten მეინ-კუნებისთვის (Royal Canin Maine Coon Kitten) და ა. შ. ასევე, შეგიძლიათ ყურადღება მიაქციოთ ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: Friskies, Gourmet, Purina Pro Plan და სხვ.

რეჟიმი

კნუტის მზა რაციონებეზე გადაყვანა 3-4 კვირის ასაკიდან შეიძლება. დედის რძესთან სამუდამო განშორების მომენტისთვის, რომელიც 6-10 კვირის ასაკში დგება, კნუტი სრულიად მზადააა სპეციალურად მისთვის შემუშავებულ საკევებზე გადავიდეს. ყველა მათი უპირატესობის მიუხედავად, ცხოველი პატრონი უნდა აქცევდეს ყურადღებას კნუტმა ზედმეტი რომ არ ჭამოს, დაიცვას რეკომენდირებული ულუფების რაოდენობა და კვების რეჟიმი. რაც შეეხება ამ უკანასკნელს, საერთო წესი ასეთია: კნუტს 4 თვემდე უნდა ჭამოთ 6-ჯერ დღეში, 10 თვემდე 3-4-ჯერ, 10 თვის მიღწევის შემდეგ შეგიძლიათ ზრდასრული კატის კვების რეჟიმზე და რაციონზე გადაიყვანოთ: ეს არის 2 დილა-საღამოს ულუფა, ასევე, მშრალი საკვების ულუფა, რომელსაც მთელი დღით უტოვებენ, აუცილებელია ასევე, კატას მუდმივად ჰქონდეს წვდომა სუფთა წყალზე.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!