საყელოები ძაღლებისთვის - რომელი ავირჩიოთ?

საყელოები ძაღლებისთვის – რომელი ავირჩიოთ?

საყელო არის აუცილებელი აქსესუარი ქალაქის პირობებში მცხოვრები ძაღლებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ის იყოს კომფორტული, უსაფრთხო, გამძლე, შესაფერისი თქვენი შინაური ცხოველისთვის და მარტივი გამოსაყენებელი. Petstory-ის რედაქტორებმა შეაგროვეს ძირითადი კრიტერიუმები, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ აირჩიოთ საყელო ძაღლისთვის.

როგორ ავირჩიოთ საყელო?

ძაღლისთვის საყელოს არჩევისას ყურადღება უნდა მიაქციოთ თავად საყელოს დანიშნულებას, მასალების ხარისხს და ზომას. ძაღლისთვის საყელოს ოპტიმალური სიგრძის ასარჩევად გაზომეთ შინაური ცხოველის კისრის გარშემოწერილობა და დაუმატეთ 5-7 სმ. თუ ის ზედმეტად მჭიდროდ ერგება კისერს, მაშინ ძაღლს დისკომფორტს შეუქმნის და სუნთქვას გაურთულებს. და თუ საყელო თავისუფლად იქნება შეკრული, მაშინ შინაური ცხოველი უბრალოდ დაიძვრენს თავს. საყელოს სწორი ზომაა, როცა ზრდასრული ადამიანის ორი თითი თავსდება საყელოსა და კისერს შორის. საყელოს ზომები:
  • ⦁ S ( 35 სმ-მდე);
  • ⦁ SM (35-41 სმ);
  • ⦁ M (41-48 სმ);
  • ⦁ ML (48-55 სმ);
  • ⦁ L ( 55 სმ-ზე მეტი).
ახლა გავარკვევთ, თუ რა სიგანის უნდა იყოს საყელო. 2-3 სმ სიგანის უნდა იყიდოთ პატარა ძაღლებისთვის, როგორიცაა ბიშონ ფრიზი, ჯეკ რასელი და სხვა. უფრო მსხვილებისთვის – 4-5 სმ. მნიშვნელოვანია თქვენი შინაური ცხოველის ზომისთვის ოქროს შუალედის პოვნა, რადგან ძალიან ვიწრო – კანს დაუზიანებს , ძალიან განიერის ქვეშ კი შეიძლება, ბეწვი დაზიანდეს. საყელოს არჩევისას მნიშვნელოვანი ელემენტია კომპონენტების ხარისხი, კერძოდ, საკინძები და საყელოს რგოლები. მიმაგრების წერტილები უნდა იყოს დაკერებული და არა დაწებებული. ჯობია შედუღებული რგოლი ავარჩიოთ საყელოსთვის, რადგან მოხრილი შეიძლება უბრალოდ გაიხსნას, ხტუნვისას.

საყელოების სახეობები ძაღლებისთვის

არსებობს ძაღლების საყელოების რამდენიმე სახეობა, რომლებიც განსხვავდება მათი დანიშნულებით. დავიწყოთ ყოველდღიური საყელოებით. მათ აქვთ მარტივი კონსტრუქცია და პრაქტიკულია.

ნეილონის საყელო

Нейлоновый ошейник
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საყელო, რადგან ნეილონი გამძლეა – სწორედ მისგან მზადდება პარაშუტის თოკები. მასალა არის მსუბუქი, ირეცხება სარეცხ მანქანაში და არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას. ტყავისგან განსხვავებით, ნეილონი არ უხეშდება და არ იბზარება. ნეილონის საყელო დიდხანს ძლებს: არ იჭიმება, დასველების შემდეგ არ ფუჭდება. კიდევ ერთი პლიუსი არის მარტივი კონსტრუქცია. ასეთი საყელოს ფორმა ადვილად იცვლება პლასტიკური რეგულატორის საშუალებით. ნეილონის საყელო შესაფერისია თითქმის ყველა ჯიშის ლეკვებისა და მოზრდილებისთვის, გარდა ძლიერი და აგრესიული ძაღლებისა, რომლებსაც სჭირდებათ საყელოები მათი ქცევის კორექტირებისათვის. გაითვალისწინეთ, რომ დაბალი ხარისხის მასალას შეუძლია ბეწვის ფერის შეცვლა.

ტყავის საყელო

Кожаный ошейник
ტყავის საყელოები დიდხანს ძლებს ოღონდ სპეციალური პირობები სჭირდება, ვერ იტანს წყალს, სიცხესა და ყინვას. საჭიროა განსაკუთრებული მოვლა, ისევე როგორც ტყავის სხვა ნაწარმი. ტყავის საყელოს არჩევისას დააკვირდით მის კონსტრუქციას: სასურველია იყოს ორფენიანი, კიდეები დამუშავებული და კომპონენტები მყარად შეკერილი. უხეში ტყავის საყელო უფრო ბიუჯეტურია, მაგრამ შეიძლება კისერი დაუზიანოს ცხოველს და მალე დაიბზაროს. რბილი ტყავი უფრო ძვირია, მაგრამ ძაღლისთვის უფრო კომფორტულია. მთავარია, ტყავი არ იყოს ზედმეტად რბილი, რადგან მალე არ გაიწელოს. ბრეზენტის საყელო
Брезентовый ошейник
ეს მასალა არის ელასტიური, მსუბუქი და ტყავისგან განსხვავებით, შესაძლებელია მისი დასველება. მაგრამ ამავდროულად მას შეუძლია შეინარჩუნოს ტენიანობა და დამძიმდეს, ასევე ლპება, თუ დროულად არ გააშრობთ. ბრეზენტის საყელოს მინუსი: სწრაფად ცვდება და იხევა, მცირე დაზიანებით ან ხშირი ხმარებისას. მთავარი პლუსი: ბიუჯეტური მასალა, 3-4-ჯერ იაფია, ვიდრე ტყავის საყელო.

ჯაჭვის საყელო (მარყუჟი)

Ошейник-удавка
ეს სახეობა განკუთვნილია ვარჯიშისა და ქცევის კორექციისთვის. ისინი არ გამოიყენება ყოველდღე და ყველა ძაღლისთვის. მას უკეთებენ აქტიურ ძაღლებს, რომლებიც გასეირნებისას არ ემორჩილებიან პატრონს. მარყუჟის მთავარი მიზანი ვარჯიშია. მაგრამ თუ აირჩევთ არა ლითონის ჯაჭვის სახით, არამედ ნეილონისა და ტყავის სახით, მაშინ ის შეიძლება გამოყენებულ იქნას ყოველდღიურად სასეირნოდაც. ცხოველის მკვეთრი მოძრაობით ასეთი საყელო იჭიმება და აჩერებს მას. ლითონის ჯაჭვები უფრო ეფექტურია ქცევის გამოსწორებაში, რადგან ამით ცხოველი გრძნობს დისკომფორტს ან ტკივილს.

მეტალის მკაცრი საყელო (პარფოსი)

Парфос
ძაღლების ასეთ საყელოს მკაცრი ეწოდება. განკუთვნილია სავარჯიშოდ, ასევე აგრესიული, დიდი და ძლიერი ძაღლების სასეირნოდ. პარფოსი არის ლითონის ან ტყავის ქამრით, შიგნიდან წვეტით. კბილების სიგრძე უნდა შეირჩეს ბეწვის სიგრძის მიხედვით: რაც უფრო მოკლეა ბეწვი, მით უფრო პატარაა კბილებიც. ასე რომ თქვენ არ აზიანებთ ცხოველს, არამედ მხოლოდ დისციპლინას აჩვევთ. მშვიდ მდგომარეობაში, პარფოსი თავისუფლად უნდა ჩამოეკიდოს და არ უჭერდეს კისერზე.

ელექტრო საყელო

Электроошейник
ეს არის საყელო ჩაშენებული ელექტრული ელემენტით, რომელიც აგზავნის სუსტ ელექტრულ განმუხტვას ძაღლის კისერში, როდესაც პატრონი პულტის ღილაკს დააჭერს. ძაღლი უსიამოვნო შეგრძნებას არასასურველ ქცევას უკავშირებს, რაც ვარჯიშში ეხმარება. საყელოების სხვადასხვა მოდელს აქვს ელექტრული იმპულსის ხანგრძლივობა და სიძლიერე, ზოგიერთ მოდელს აქვს ლიმიტერი – საყელო დიდი ხნით გამოყენებისას ითიშება, რათა ზიანი არ მიაყენოს ცხოველს.

საგამოფენო საყელოები

Выставочный ошейник
გვხვდება ჯაჭვით, მარყუჟით, ან ტყავით. დაბოლოება საჭიროა იმისთვის, რომ გამოფენის დროს ძაღლის თავი მაღლა და სწორად იყოს მიმართული. საგამოფენო საყელოები შეხამებული უნდა იყოს ბეწვის ფერთან.
  •  
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!