სარლოსის მგლის ძაღლი

სარლოსის მგლის ძაღლი

მახასიათებლები

არმოშობის ქვეყანა ნიდერლანდები

ზომა დიდი   სიმაღლე 75 სმ-მდე   წონა 45 კგ-მდე   ასაკი 12-16 წლამდე   მოკლე ინფორმაციამშვიდი, არააგრესიული ძაღლი;ყურადღებიანი, ადვილად ხვდება სხვების განწყობას;გამოიყენება თანმხლებად და მაშველად.

ხასიათი სარლოსის მგლის ძაღლი თავის გარეგნობას ჰოლანდიელ მეზღვაურსა და ცხოველთა მოყვარულს, ლანდერ სარლოსს უნდა უმადლოდეს. გასული საუკუნის 30-იანი წლების შუა ხანებში იგი სერიოზულად მიუდგა მისი საყვარელი გერმანული ნაგაზის ჯანმრთელობისა და სამუშაო თვისებების გაუმჯობესების საკითხს. გარდა ამისა, ის იმედოვნებდა, რომ გამოიყვანდა ძაღლებს, რომლებიც შეძლებდნენ პოლიციის მუშაობის ოპტიმიზაციას. გერმანული ნაგაზის ყველა უპირატესობის გათვალისწინებით, სარლოსს მაინც სჯეროდა, რომ ისინი, ისევე როგორც სხვა თანამედროვე ჯიშის ძაღლები, ძალიან განსხვავდებიან თავიანთი წინაპრებისგან, რაც მათთვის კარგი არ არის. არ უყვარდა დეკორატიული ჯიშები.

გარეულ ცხოველებთან მუშაობის გამოცდილებით, მან გადაწყვიტა თავისი გერმანელი ხვადი მგელთან შეეჯვარებინა. ამ მომენტიდან დაიწყო ხანგრძლივი და შრომატევადი მუშაობა ძაღლების იდეალური ჯიშის მოშენებაზე, რომელიც აერთიანებდა გამძლეობას, ძლიერ იმუნიტეტს, მგლის გარეგნობას და ადამიანისადმი ერთგულებას, გერმანული ნაგაზის მორჩილებასა და გონებას. სელექცია დღემდე გრძელდება, მასში დღეს მონაწილოებას იღებენ წამყვანი ჰოლანდიელი სელექციონერები და ოფიციალური კლუბის ოთხფეხა წარმომადგენლები. საარლოსვულფი, როგორც მას ასევე უწოდებენ, არის ძალიან მამაცი ძაღლია, რომელსაც შეუძლია, მგლის მსგავსი მგრძნობიარე ყნოსვის წყალობით, მყისიერად ჩასწვდეს ადამიანის განწყობას და, საჭიროების შემთხვევაში, დაიცვას იგი საფრთხისგან. ჯიშის გაწვრთნილი წარმომადგენლები გამოიყენებიან სამაშველო ოპერაციებში, რადგან მათ შეუძლიათ არა მხოლოდ ადამიანების პოვნა, არამედ მათზე მძიმე საგნების გადატანაც. მათი ველური წინამორბედებისგან განსხვავებით, სარლოს მგლის ძაღლი ძლიერ არის მიჯაჭვული ადამიანებთან და არ შეუძლია მათ ზიანი განზრახ მიაყენოს, პირიქით, ეს ძაღლები ძალიან მზრუნველები და ყურადღებიანები არიან. შესანიშნავმა მეხსიერებამ და სხვადასხვა ადგილებში ორიენტირების უნარმა ისინი ნიდერლანდებში ცნობილ თანმხლებ ძაღლებად აქცია. ეს ძაღლები მგლებისგან საზოგადოებისადმი ლტოლვით განსხვავდებიან. მათ ურჩევნიათ ოჯახთან ახლოს ყოფნა, მათ შორის სხვა შინაური ცხოველების გარემოცვაშიც. სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი იყვანს მათ კომპანიონებად, მათ შორის, ბავშვიანი ოჯახებიც. საარლოსვულფს ადრეული სოციალიზაცია სჭირდება – მისი მგლის სიმორცხვე თავშეკავებულად და უკიდურესად ფრთხილად აქცევს უცხო ადამიანების მიმართ, მაგრამ მუდმივად ხალხში ყოფნა მას უფრო თავდაჯერებულს გახდის. ასევე, ამ ჯიშს სჭირდება ხანგრძლივი და შრომატევადი წვრთნა, რომელზეც პატრონებს ხშირად ხელი არ მოუწვდებათ. უმჯობესია, მგლის ძაღლის წვრთნა სპეციალისტებს მიანდოთ.

შენახვის პირობები საარლოსვულფს, შთამბეჭდავი ზომის გამო, შეუძლია იცხოვროს მხოლოდ დიდ ბინაში, სახლში ან შემოღობილ ეზოში, ოღონდ არა საბელზე დაბმულმა ან ვოლიერში. მას ხანგრძლივი სეირნობა სჭირდება: დახურული სივრცე და ერთფეროვანი ცხოვრების წესი მისი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის საზიანოა.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!