საგვარეულო ნუსხა-ძაღლის გენეალოგია

საგვარეულო ნუსხა-ძაღლის გენეალოგია

ადამიანებს აქვთ პასპორტები, რომლებიც ადასტურებენ მათ ვინაობას. ძაღლებში, რა თქმა უნდა, ყველაფერი ცოტა განსხვავებულადაა, მაგრამ საგვარეულო ძაღლების გამრავლებისთვის აუცილებელია ცხოველის წინაპრებზე ინფორმაციის ცოდნა. ასე რომ, თქვენ უნდა გქონდეთ ერთგვარი პასპორტი, სადაც შეგიძლიათ ნახოთ ის, რაც გჭირდებათ. ასეთ დოკუმენტს საგვარეულო ნუსხა ჰქვია.
ნებისმიერ ძაღლს შეიძლება ჰქონდეს ვეტერინარული პასპორტი, ხოლო საგვარეულო ნუსხა – მხოლოდ ჯიშიანებს. თავად “ქაღალდი” პრაქტიკულად უფასოა. გენეალოგიის მქონე ლეკვი ძვირადღირებულია არა “ქაღალდის ნაგლეჯის” გამო, არამედ იმ სამუშაოსთვის, რომელსაც სელექციონერები გასწევენ წყვილების შესარჩევად, და ამ გენეალოგიის შესაქმნელად, რომელიც უზრუნველყოფს ძაღლის ჯიშს.

ვინ გასცემს და რა ჩანაწერები უნდა იყოს გენეალოგიაში?

კინოლოგიური კლუბების უმეტესობა საერთაშორისო კინოლოგიის ფედერაციის წევრია, სწორედ კლუბები არეგისტრირებენ საგვარეულო ძაღლების შეჯვარებას და გასცემენ მათ დოკუმენტაციას.
ძაღლის საგვარეულო ნუსხა არის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ორგანიზაციის ლოგო უნდა იყოს წინა მხარეს, ხოლო საგვარეულო საბუთი ასევე შეიცავს ყველა ინფორმაციას შინაური ცხოველის შესახებ (ჯიში, მეტსახელი, სქესი, დაბადების თარიღი, ფერი, კლასი), სელექციონერისა და პატრონის შესახებ. დოკუმენტში ასევე არის ინფორმაცია შინაური ცხოველის ორივე ხაზის ნათესავებზე. საგვარეულოში მამრები ყოველთვის მდედრებზე მაღლა არიან მითითებულები.

როგორ ავიღოთ?

თქვენი შინაური ცხოველისთვის საბუთების ასაღებად, ჯერ უნდა იყიდოთ იგი წესიერი სელექციონერისგან. ლეკვი უნდა დაიბადოს დაგეგმილი შეჯვარებიდან, რომლის შესახებაც ყველა ინფორმაცია (მათ შორის აუცილებელი ტესტები და მომზადების სერთიფიკატები, საჭიროების შემთხვევაში) უკვე აქვს კლუბს. ლეკვთან ერთად, გაძლევენ ლეკვის ბარათს, რომელიც, მოგვიანებით, საგვარეულო საბუთზე იცვლება.

სუფთა ჯიშის ძაღლი საბუთების გარეშე

ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ლეკვები ჯიშის დამადასტურებელი ქაღალდის გარეშე არიან. ყველაზე ხშირად ეს ხდება მდედრებისა და მამრების პატრონებს შორის კონფლიქტის გამო, ან ძაღლის მეპატრონეებსა და გაზლუქუნებულ ფულის (სტანოკად) ქცეულ ფედერაციებთან და კლუბებთან წარმოქმნილი უთანხმოების გამო, რომელიც დაკავშირებულია შეჯვარებისა და სხვა ათასგვარ მოგონილ გადასახადებთან,(სამწუხარო რეალობა თუმცა ეს არ ეხება ყველა კლუბს საბედნიეროდ არიან კეთილსინდისიერი კლუბებიც ვისი ნდობაც შეიძლება) ან თუ ლეკვების ერთ-ერთ მშობელს არ აქვს გენეალოგიური საბუთი ან არ ჩააბარა შეჯვარებისთვის საჭირო ტესტები. ხდება ისეც, რომ გამოფენიდან დადებითი შეფასება არ აქვთ , ან ძაღლი თავდაპირველად დეფექტით იყო და არ უნდა გამრავლებულიყო. იყიდით თუ არა ასეთ ლეკვს, თქვენზეა დამოკიდებული. მაგრამ უსაბუთო ცხოველები, მაშინაც კი, თუ ისინი ჯიშის შესაფერისად გამოიყურებიან, არ უნდა ღირდეს იგივე ფასი , როგორც ისეთი მშობლების ლეკვები, რომელთა პატრონებმა გაიარეს ყველა საჭირო ნაბიჯი მის დასარეგისტრირებლად.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!