რომელ აცრებს უკეთებენ კნუტებს?

რომელ აცრებს უკეთებენ კნუტებს?

კატის სიცოცხლის პირველი წელიწადი არა მხოლოდ ბედნიერი დროა სამყაროს გასაცნობად, არამედ, ეს არის პერიოდი, როდესაც ძირითადი სამედიცინო პროცედურები უტარდებათ. მასში შედის ვაქცინაციაც, ჰელმენტებზე დამუშავებაც, ამ პროცედურების უგულებელოფა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.

რატომ სჭირდებათ კნუტებს აცრები?

დაავადებებისგან დასაცავად, აუცილებელია სპეციფიკური იმუნიტეტი, რომელიც გამომუშავდება ან კონკრეტული დაავადების გადატანის შემდგომ, ან აცრების დახმარებით. ამ იმუნიტეტეის სპეციფიკურობა ნიშნავს, რომ კნუტის ორგანიზმში არსებობს ანტისხეულები გარკვეული ვირუსის მიმართ, რომელთანაც შეხვედრის შემთხვევაში, ისინი კნუტს ან კატას მისგან დაიცავენ. კნუტი შეიძლება იყოს სრულიად ჯანმრთელი, კარგად იზრდებოდეს და ვითარდებოდეს, მაგრამ სრულიად დაუცველი იყოს კატის ჭირის ვირუსის (პანლეიკოპენია) მიმართ, თუ შესაბამისი აცრა არ ჩაუტარდა. რასაკვირველია, ჯანმრთელ და ძლიერ კნუტს მეტი შანსი აქვს ამ დაავადებას წარმატებით გაუმკლავდეს, მაგრამ რატომ უნდა შევუქმნათ საფრთხე მის სიცოცხლეს, როდესაც შეგვიძლია პროფილაქტიკური აცრა გავუკეთოთ? ვაქცინები სწორედ ამისთვის შეიმუშავეს. ისინი გვეხმარებიან დავიცვათ შინაური ცხოველები და ზოგჯერ სიცოცხლეც კი გადავურჩინოთ.

რომელი აცრებია საჭირო?

არსებობს საბაზო ვაქცინები ძირითადი დაავადების წინააღმდეგ და დამატებითი, რომლებიც გამოიყენება სურვილის, ან საჭიროებისამებრ. საბაზო ვაქცინად ყველა კატისთვის მიიჩნევა ვაქცინაცია პანლეიკოპენიის, ჰერპესვირუსის (ვირუსული რინოტრაჰეიტი), კალიცივირუსის და ცოფის წინააღმდეგ. დამატებთ ვაქცინებს მიეკუთვნება ვაქცინა კატების ვირუსული ლეიკემიის, იმუნოდეფიციტის ვირუსის, ბორდეტელეზისა და ქლამიდიოზის წინააღმდეგ. რომელი ვაქცინა შეარჩიოთ და რომელი დამატებითი ვაქცინები გამოიყენოთ, ვეტექიმი გირჩევთ, რომელიც კნუტს გასინჯავს და მისი ცხოვრების შესაძლო წესის შესახებ პატრონს გაესაუბრება.

როდის დავიწყოთ?

კნუტების ვაქცინაციას იწყებენ 8-9 კვირის ასაკიდან. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ კნუტების სიხლში არსებობს ანტისხეულები, რომლებიც დედის რძესთან ერთად გადაეცემათ. ამ ანტისხეულებს შეუძლიათ ვაქცინით იმუნიტეტის ფორმირებას წინააღმდეგობა გაუწიონ. ზოგ კნუტს ანტისხეულების დონე დაბალი აქვს, ზოგს – მაღალი; საშუალოდ, ანტისხეულები სისხლში 8-9 კვირის ასაკამდე რჩებიან, თუმცა, ზოგ კნუტს, შესაძლოა უფრო ადრე გაუქრეთ, ან პირიქით – უფრო გვიან და სისხლში 14-15 კვირის ასაკამდე შეუნარჩუნდეთ.

ვაქცინაციის გრაფიკი

პანლეიკოპენიის ვირუსების, ჰერპესვირუსისა და კალიცივირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რამდენჯერმე – 2-4 კვირის ინტერვალით ტარდება. როგორც წესი, რეკომენდირებულია კნუტს სიცოცხლის პირველ წელს 3-5 ვაქცინაცია ჩაუტარდეს. რაც შეეხება აცრას ცოფზე – ის ერთჯერადად კეთდება. ერთი წლის გასვლის შემდეგ კი, ხდება რევაქცინაცია. ცოფის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინის გაკეთება დასაშვებია 12 კვირის ასაკიდან.

სამზადისი ვაქცინაციისთვის

  მნიშვნელოვანია: კნუტებისთვის ყველა პრეპარატი უსაფრთხო არაა, ამიტომ ამ საკითხზე აცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ვეტერინართან. ვაქცინააცის მომენტისთვის კნუტი უნდა იყოს ჯანმრთელი: დაავადებების სიმპტომების მქონე კნუტების აცრა რეკომენდირებული არ არის.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!