როგორი ჯამია უკეთესი კატისთვის?

როგორი ჯამია უკეთესი კატისთვის?

ალბათ, გეცნობათ სიტუაცია, როდესაც კატა ჯამიდან იღებს მთელ საკვებს, იატაკზე ყრის და შემდეგ ჭამს? ან უარს ამბობს თავისი მორჩენილი საყვარელი საკვების მირთმევაზე და ითხოვს, ახალი დაუყაროთ? ეს ყველაფერი შეიძლება იმაზე მეტყველებდეს, რომ ცხოველისთვის მისი ჯამი მოუხერხებელია. ამ სტატიაში დეტალურად მოგითხრობთ, როგორ აურჩიოთ კატას ჯამი და რომელი მათგანი მოეწონება ყველაზე მეტად თქვენს ცხოველს. როგორ შევურჩიოთ ჯამი კატას:
  • მოცულობა. ჯამი უნდა იტევდეს მშრალი საკვების სადღეღამისო ულუფას. ზრდასრული მსხვილი ცხოველისთვის დღიური ნორმაა 65 გრამი, ამიტომ ჯამის ოპტიმალური მოცულობა არის დაახლოებით 200 მლ, რათა საკვები არ იყრებოდეს. ზრდასრული კატების წყლის ჯამი უნდა იყოს საკვები ჯამის მოცულობის ან ორჯერ დიდი – დაახლოებით 400 მლ. კნუტის ჯამი შეიძლება გამოიყურებოდეს დაბალბორტიანი ლამბაქივით.
    • კატის ჭურჭლის ბორტების ოპტიმალური სიმაღლე 3-4 სმ-ია, მაღალი ბორტები შესაძლოა ცხოველისთვის მოუხერხებელი აღმოჩნდეს, რადგან კატა მათ ულვაშებითა და ვიბრისებით გაეხახუნება.
    • ჯიშის თავისებურებები. მიჭყლეტილი სახის მქონე კატებისთვის არსებობს სპეციალური დაბალბორტიანი ჯამები, გოფრირებული ძირით. ისინი შეგიძლიათ უყიდოთ სპარსელებს, ბრიტანელებს ან ეგზოტებს.
    • ჯამის ფორმა. არ გირჩევთ აირჩიოთ კუთხეების მქონე, „ყურებიანი“ და სხვ. ჯამები, ამ ადგილებში გროვდება საკვები და კატებს ძალიან უჭირთ მისწვდეს, თქვენ კი მისი რეცხვა გაგიჭირდებათ.
    • მასალს ხარისხი. პლასტმასი აუცილებლად უნდა იყოს საკვები, ლითონი უჟანგავ, ხოლო კერამიკა გლუვი, უბზარო.
Пластмассовые миски
Металлические миски для кошек
 
Керамические миски
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!