როგორ შევაჩვიოთ კნუტი სახელს?

როგორ შევაჩვიოთ კნუტი სახელს?

აი, აღსრულდა! კნუტი შეარჩიეთ და უკვე სახლშიც მოიყვანეთ. წინ გვერდიგვერდ გატარებული უამრავი წელი გელოდებათ, გელოდებათ სიხარული და მწუხარებაც, ოჯახში ხომ ყველაფერი ხდება. ახლა კი, სულ მცირე მისია გაქვთ – ერთად ცხოვრება უნდა ისწავლით, მაგრამ მანამდე ერთმანეთი კარგად უნდა გაიცნოთ და პატარა სახელზე რეაგირებას შეაჩვიოთ.
კატისთვის სახელის შერჩევისას პატრონები ძირითადად საკუთარ გემოვნებას ენდობიან ხოლმე, მაგრამ უნდა გაითვალსიწინოთ ისიც, რომ სახელი რომელსაც კატას დაარქმევთ, ადვილად წარმოსათქმელი უნდა იყოს. რასაკვირველია, შედეგად შესაძლოა მოფერებით-კნინობითი ფორმებით მიმართოთ, მაგრამ სახელი ისეთი უნდა დაარქვათ ოჯახის ფუმფულა ბინადრის ყურადღებას რომ მყისიერად იქცევდეს. უკეთესია, თუ ორმარცვლიან სახელს შეურჩევთ.
როგორ მივაჩვიოთ კნუტი სახელზე რეაგირებას? პირველ რიგში, აუცილებელია, რომ ოჯახის ყველა წევრმა კნუტს ერთი და იმავე სახელით მიმართოს, სხვა შემთხვევაში, არსებობს რისკი, რომ კნუტი უბრალოდ დაიბნევა. მეორეც – კნუტები საკმაოდ ჭკვიანები არიან და მალევე იგებენ, მისგან რა სურთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ პატრონი პატარა ეშმაკობებს მიმართავს.

თბილი სიტყვები  კატასაც სიამოვნებს

აუცილებლად შეაქეთ კნუტი თუ სახლზე რეაგირებს – მაგალითად, დაძახებაზე ბრუნდება და გიყურებთ, რას აკეთებთ. პირველ ხანებში სანამ კნუტი სახელს საბოლოოდ დაიმახსოვრებს, აჯობებს სულ სახელით მიმართოთ: არავითარი „ფისო“, „პატარა“ – თუ, რა თქმა უნდა, კნუტს ასე არ დაარქვით. ასევე, არ ღირს კნუტის ყურადღების სხვადასხვა ხმების გამოცემით მიქცევა. აუცილებლად მიმართეთ კნუტს სახელით, როდესაც ეფერებით, ან ყურს ფხანთ, კნუტისთვის მისი სახელი რაიმე სასიამოვნოსთან უნდა ასოცირდებოდეს – ასე მას უფრო მარტივად დაიმახსოვრებს. შეგიძლიათ ეთამაშოთ ქაღალდის ბაფთითაც და ყოველ ჯერზე, როდესაც სათამაშოს ჩაავლებს, აუცილებელია ნაზად წარმოსთქვათ მისი სახელი.

აჭამეთ და თან სახელით მიმართეთ

ყველაზე გავრცელებული და მოქმედი მეთოდი სახელის დამახსოვრებისას კნუტის კვება და სახელით მიმართვაა, მაგრამ ჯერ საკვები უნდა მოამზადოთ და შემდეგ დაუძახოთ, ისე რომ არ გამოვიდეს, კნუტმა მაცივრის გარების ხმის გაგონებაზე და საკვების შეფუთვის გახსნისას დაიწყოს მორბენა. საკვები ჯამში ჩადეთ მიიქციეთ კნუტის ყურადღება სახელის დაძახებით. შემდეგ მისი სახელი კიდევ რამდენიმეჯერ გაიმეორეთ. დროთა განამვლობაში, შეძლებთ მიაღწიოთ იმას, რომ კნუტი როგორც კი დაუძახებთ, მაშინვე მოვა თქვენთან. ამ არც ისე რთული რეკომენდაციების დაცვით, კნუტს სახელზე რეაგირებას მალევე შეაჩვევთ.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!