როგორ მოქმედებს კასტრაცია კატის ქცევაზე?

როგორ მოქმედებს კასტრაცია კატის ქცევაზე?

თავის ბლოგში ექიმმა ცხოველთა მოყვარულებს უამბო, რა ქცევებია დამახასიათებელი მათი ბეწვიანი შინაური ცხოველებისთვის კასტრირების შემდეგ. აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა ასაკში ცხოველები განსხვავებულად რეაგირებენ რეპროდუქციული ფუნქციის ჩამორთმევაზე. მაგალითად, კნუტები 6-8 თვის ასაკში კასტრირებას პრაქტიკულად ვერ ამჩნევენ. ისინი რჩებიან ისეთივე მხიარულები და აქტიურები, როგორც ოპერაციამდე. ეს ასაკი საუკეთესოდ შეეფერება სათესლე ჯირკვლების ამოღებას, ირწმუნება ექსპერტი. მისი თქმით, კატებს მომავალში არ უჩნდებათ ტერიტორიის მონიშვნის სურვილი და მისი დაცვა სხვა ცხოველებისა და ადამიანებისგან. ამავე დროს, ექსპერტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შინაური ცხოველის გადაჭარბებული აგრესიულობა უფრო მეტად არა სასქესო ჯირკვლების მუშაობაზე, არამედ ქრონიკულ სტრესზე მეტყველებს.
15 თვეზე მეტი ასაკის კატის კასტრაცია ზოგ შემთხვევაში შეიძლება პატრონს უსარგებლოდ მოეჩვენოს, რადგან ტერიტორიის მონიშვნის ჩვევა შესაძლოა ცხოველს ოპერაციის შემდეგაც დარჩეს. საქმე ისაა, რომ მამრობითი სქესის ჰორმონები გამომუშავდება არა ამოღებული სათესლე ჯირკვლების, არამედ თირკმელზედა ჯირკვლების მეშვეობით. ნივთიერება აგრძელებს შინაური ცხოველის სისხლში მცირე რაოდენობით შეღწევას, რაც, ამ ცუდი ჩვევის სამუდამოდ შენარჩუნებისთვის სრულიად საკმარისია ხოლმე. დაბოლოს, კასტრაცია კატის ხასიათზე ყოველთვის არ მოქმედებს, დასძენს ვეტერინარი. მისი თქმით, თანამედროვე შინაური ცხოველები, პირველ რიგში, პიროვნებები არიან. ამიტომ, თუ ცხოველს გამოუმუშავდა რაიმე სახის ჩვევა – მაგალითად, ხელებზე ჯდომა არ უყვარს – მაშინ ოპერაციის შემდეგაც არ უნდა გქონდეთ იმედი, რომ კატა საკუთარ თავს უღალატებს.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!