როგორ მოვიპოვოთ კატის ნდობა?

როგორ მოვიპოვოთ კატის ნდობა?

კნუტი სწრაფად ეგუება პატრონს. მაგრამ რა მოხდება, თუ ზრდასრულ ცხოველს იშვილებთ? სავარაუდოდ, გარკვეული ძალისხმევა დაგჭირდებათ, კატამ რომ გაღიაროთ. თავიდანვე უნდა გესმოდეთ, რომ მოვლენების განვითარების სამი ძირითადი სცენარი არსებობს: კატას გული მოულბება, სწრაფად ან ცოტა ნელა შეუერთდება თქვენს ოჯახს. შეხვდებათ კართან, ითამაშებს ბაბთასთან და პატრონის მუხლებზე იკრუტუნებს.
  • კატა კომფორტულად იგრძნობს თავს და გადაწყვეტს, რომ მასთან თქვენ ცხოვრობთ და არა პირიქით. შესაძლოა, ხანდახან მოწყალე თვალით გადმოგხედოთ, მაგრამ სულ ცოტა ხნით. კატების ტომის ასეთ წარმომადგენელს შეუძლია სამი დღის განმავლობაში უარი თქვას საკვებზე, სანამ არ მიიღებს იმას, რაც უყვარს; შესაძლოა დივანზე მოისაქმოს, რადგან არ მოეწონება შემავსებლის ტიპი. დროთა განმავლობაში ესეც ინკურნება, მაგრამ პროცესი რთული და ხანგრძლივია.
კატას არ სჭირდებიო. მას სურს იყოს თავისუფალი, ეზიზღება მშრალი საკვები ჯამში, სჭირდება თაგვების და მტრედების დაჭერა და ნაგვის ურნებში ქექვა. ის იცხოვრებს საწოლის ქვეშ და უყურებს, თუ დაგავიწყდათ შესასვლელი კარის დახურვა. სტერილიზაცია/კასტრაცია ამსუბუქებს, მაგრამ არ წყვეტს პრობლემას. შედეგი ბუნდოვანია – სავსებით შესაძლებელია, რომ თქვენთან მოუხელთებელი ჯო დასახლდა.
მაშ, რა უნდა ვქნათ იმისათვის, რომ კატის ადამიანთან შეგუების პროცესი დაჩქარდეს? მიაწოდეთ კატას ყველაფერი, რაც აუცილებელია. მიეცით მას პირადი რბილი საწოლი, საკვების ჯამი, რომელიც არ ეზიზღება (ასევე, ტუალეტიც), სუფთა წყალი. არ დაივიწყოთ სათამაშოები. საჭიროების შემთხვევაში მიეცით დამამშვიდებელი საშუალება ამა თუ იმ ფორმით – წვეთები, ტაბლეტები, სპრეი. ეცადეთ თავიდან არ იხმაურით, არ გადაადგილოთ ავეჯი და არ მოიწვიოთ სახლში ბევრი სტუმარი აუკრძალეთ ბავშვებს ცხოველის ძებნა და დაჭერა. ესაუბრეთ კატას მშვიდი, ნაზი ხმით. არ გააკეთოთ უხეში მოძრაობები, თუ მისი მოფერება გსურთ, არ დაიჭიროთ მისი ნების საწინააღმდეგოდ. თუ სხვა ცხოველები გყავთ, ერთმანეთს ყურადღებით და ფრთხილად გააცანით. მიეცით საშუალება კატას გადადგას პირველი ნაბიჯები დაახლოებისკენ. დააჯილდოვეთ იგი ამისთვის სასუსნავით, სიყვარულით, კეთილი სიტყვებით, თამაშით. არ გაუშვათ კატა გარეთ. ფანჯრებზე ბადე მიაკარით. ჩვეულებრივი კოღოს საწინააღმდეგო ბადეები მარტივად სძვრება ფანჯარას, უფრო მყარი მასალა აარჩიეთ.

როგორ მივხვდეთ, რომ ცხოველმა გაღიარათ?

ხშირად ეს სირთულეს არ წარმოადგენს. შინაური ცხოველი მორბის ძახილზე, თავით გეხახუნებათ, გეფერებათ ფეხებზე, კრუტუნებს და კნავილით გთხოვთ ჯამის ავსებას. მაგრამ ზოგჯერ კომუნიკაციისთვის მზადყოფნის ნიშნები არც ისე მკაფიოდ არის გამოხატული. ამ შემთხვევაში, ყურადღებით დააკვირდით. კატა თქვენი თანდასწრებით ჭამს, შეუძლია ზურგით იჯდეს თქვენკენ, არ ხტება გვერდით როდესაც ცაუვლით, აინტერესებს რას აკეთებთ, წვება და პირს იბანს – ეს ყველაფერი საწყის ნდობაზე მეტყველებს. ასე რომ, მთავარია არ შეაშინოთ. მოიტყუეთ ხელში სასუნავებით, შესთავაზეთ თამაში – პირველ თუ არა, მმეხუთე ჯერზე იგი აუცილებლად აგყვებათ. ნაზად მოეფერეთ შუბლზე, კისერზე, მოფხანეთ ყურის უკან. შემდეგ კი შეგიძლიათ ხელში აიყვანოთ. სიყვარული, მოთმინება, შეუპოვრობა და იუმორის გრძნობა მოგცემთ შესაძლებლობას უპრობლემო კატა გყავდეთ!
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!