როგორ მოვაშოროთ კატის შარდის სუნი?
თუ კატის შარდის სუნი გაგჩნდა ავეჯზე ან ხალიჩაზე, პანიკაში ნუ ჩავარდებით, რადგან მისი მოშორება ასეთი ზედაპირებიდანაც კი შესაძლებელია. თუმცა, შრომა მოგიწევთ. საქმე ისაა, რომ ბუნებით კატის შარდში შარდოვანასა და ფერომონების მაღალი კონცენტრაციაა – ამიტომ სუნი შეიძლება დარჩეს მონიშნულ ადგილას ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. გამოყოფის შემდეგ შარდი იშლება ამიაკად და თიოლად (ნივთიერება წყალბადის სულფიდის უსიამოვნო სუნით) და შემდეგ მყისიერად იქცევა მცირე კრისტალებად. სწორედ ამიტომ არის ასე რთული კატის შარდის სუნის მოშორება იატაკის საფარებიდან: ის უბრალოდ შეიწოვება ხალიჩაში და პარკეტში.
აუცილებელია სუნი ძალიან სწრაფად მოაშოროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში კატის შარდი გადაიქცევა ინდიკატორად კატისთვის და მან შეიძლება გადაწყვიტოს, რომ ეს ადგილი იატაკზე მისი ახალი ტუალეტი გახდა.
ზოომაღაზიებში იყიდება სპეციალური გელები და შამპუნები, რომლებიც დაგეხმარებიან სახლიდან კატის შარდის უსიამოვნო სუნი მოაშოროთ. სხვადასხვა კომპანია აწარმოებს სხვადასხვა ტიპის საყოფაცხოვრებო ქიმიკატებს განსხვავებული ზედაპირების გასაწმენდად. ისინი შეიცავენ აქტიურ ნივთიერებას, რომელიც სუნს კი არ ნიღბავს, არამედ საფუძვლიანად ანადგურებს ამიაკის და წყალბადის სულფიდის ნაერთებს. ამ საშუალებების შემადგენლობა, როგორც წესი, ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხოა შინაური ცხოველებისთვის და ადამიანებისთვის. გარდა ამისა, ისინი არ აზიანებენ ხალიჩას და იატაკის სხვა საფარებს.
თუ კატის შარდმა ოთახი თავისი სუნით ისე გაჟღინთა, რომ მასთან დამოუკიდებლად გამკლავება შეუძლებელია, ისარგებლეთ პროფესიონალების მომსახურებით, რომლებიც კომპლექსური ქიმწმენდის მეთოდით გაწმენდენ ბინას და სამუდამოდ დაგავიწყებენ ამ პრობლემას.
მათ, ვინც უპირატესობას ანიჭებს ხელთ არსებულ საშუალებებს, უმჯობესია გამოიყენონ შემდეგი ხელმისაწვდომი მეთოდები:
• ლიმონის წვენი ან ლიმონის მჟავა გაანადგურებს კატის შარდის კვალს და მის სუნს. წაუსვით 1 ჩაის კოვზი მჟავასგან და 100 მლ წყლისგან შედგენილი ნარევი ან მთელი ლიმონის წვენი საფარს, ეს ამოიყვანსს დარჩენილ სუნს და გადააჩვევს კატას შემდეგ ჯერზე ტუალეტის ნაცვლად ამ ადგილას მოსაქმებას.
• მუქი ფერის საფარებისთვის უმჯობესია გამოიყენოთ იოდის ხსნარი 1 ჭიქა წყალში 6 წვეთი იოდი უნდა გახსნათ. იოდი უკიდურესად უსიამოვნოა ყველა კატისთვის, ამიტომ ის ხალიჩაზე კვალის დატოვების ნებისმიერ სურვილს წაართმევს.
მაშ, ჩვენ გავარკვიეთ, როგორ ამოვიყვანოთ სუნი იატაკიდან, ახლა კი გიმბობთ, როგორ ამოვიყვანოთ კატის შარდის სუნი ფეხსაცმელიდან.
როგორ მოვაშოროთ კატის შარდის სუნი ფეხსაცმელს?
ზოგჯერ კატები პატრონის ფეხსაცმელში შარდავენ. ისინი ამას აკეთებენ არა ჯიბრის გამო, არამედ იმიტომ, რომ მათ უნდათ მონიშნონ ადგილი, რომელსაც ადამიანის სუნი აქვს. არ იჩქაროთ თქვენს საყვარელ ფეხსაცმელთან დამშვიდობება, რადგან კატის შარდის სუნის მოშორება ფეხსაცმლიდანაც კი შესაძლებელია. მთავარია, სუნი ძალიან სწრაფად ამოიყვანოთ, ფეხსაცმელმა სამუდამოდ რომ არ შეიწოვოს თუ შარდის კვალი ჯერ კიდევ სველია, საჭიროა ქაღალდის ხელსახოცით და სარეცხი საპნით დაამუშავოთ. შემდეგ ქვემოთ ჩამოთვლილი მეთოდებიდან მიმართეთ ერთ-ერთს:- ლაქას წაუსვით გლიცერინი, ის ხელს შეუწყობს მის მოცილებას, მაგრამ არ ძველ ლაქებს არ ამოიყვანს.
- მუქ ფეხსაცმელზე შეგიძლიათ გამოიყენოთ იოდის ხსნარი (6-8 წვეთი თითო ჭიქა წყალზე) ან მარგანეციანი წყალი. დამუსავების ემდეგ, ფეხსაცმელი წყალში გაავლეთ.
- გამოიყენეთ სპეციალური საწმენდი საშუალება ზოომაღაზიიდან. როგორც წესი, ასეთი საშუალებები შეიცავენ ინგრედიენტებს, რომლებიც კატის შარდის სუნის ნაკვალევს მთლიანად გააქრობენ.
როგორ ამოვიყვანოთ შარდისგან დარჩენილი ლაქები?
არსებობს რამდენიმე საიმედო რჩევა, თუ როგორ უნდა ამორეცხოთ კატის შარდისგან დარჩენილი ლაქა სხვადასხვა ზედაპირიდან.- თუ ლაქა ახალია, ჯერ მთელი სითხე უნდა მოაშოროთ. ამაში კატის შემავსებელიც კი დაგვეხმარებათ: უბრალოდ მოაყარეთ გუბეს შთამნთქმელი ბურთულები, შემდეგ კი მტვერსასრუტი გამოიყენეთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ ქაღალდის ხელსახოცები ან ტუალეტის ქაღალდი. იმოძრავეთ კიდეებიდან ცენტრამდე ისე, რომ დაბინძურების ზედაპირი არ გაზარდოთ.
- ჩვეულებრივი არაყი დაგეხმარებათ შარდოვანას კრისტალების დაშლაში. დატოვეთ სპირტიანი ქსოვილი ლაქაზე 30 წუთის განმავლობაში და შემდეგ ზედაპირს უბრალოდ გაშრობა აცადეთ.
- • ღია ფერის ქსოვილების გასარეცხად გამოიყენეთ ჟანგბადის მათეთრებელი ქლორის გარეშე.
- ლაქას დიდი რაოდენობით სოდა მოაყარეთ და მცირე რაოდენობის წყალბადის ზეჟანგი დაუმატეთ. ამ ნივთიერებების ურთიერთქმედებისას წარმოქმნილი მძლავრი რეაქცია ხელს უწყობს ქსოვილიდან შარდის ნარჩენების გამოყოფას. ქაფის წარმოქმნის შემდეგ, უბრალოდ გაშრობას დაელოდეთ.
Leave your comment