როგორ იგებენ ძაღლები პატრონის დაბრუნების შესახებ?

როგორ იგებენ ძაღლები პატრონის დაბრუნების შესახებ?

ექსპერტებს, მკითხველებისთვის მოულოდნელად, გაუჩნდათ კითხვა, როგორ საზღვრავენ ძაღლები დროს: მაგალითად, საიდან იციან შინაურმა ცხოველებმა, რომ პატრონის მოსვლის დროა. გამოდის, რომ შინაური ცხოველები ხელმძღვანელობენ სუნითა და შინაგანი ბიორითმებით.
• სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ როდესაც საქმე ეხება ადამიანებს, ის დროს ეპიზოდური მეხსიერების დახმარებით აღიქვამს: ანუ ახსოვს რაც ხდებოდა წარსულში ფრაგმენტულად, ფილმის ეპიზოდებს მსგავსად. ძაღლები, თავის მხრივ, იყენებენ ასოციაციურ მეხსიერებას, რომლის მთავარი კომპონენტი სუნია. მაგალითად, პატრონი სახლიდან ახლახან გავიდა და ოთახში მისი ძლიერი სუნი რჩება.
თუმცა დროთა განმავლობაში სუნი/არომატი სუსტდება, რაც ძაღლისთვის საზომად ითვლება. გამოცდილ შინაურ ცხოველს, სუნის არსებობის დონე კარნახობს ახლოს არის თუ არა პატრონი. კიდევ ერთი ფაქტორია ინდივიდუალური თანდაყოლილი ბიორითმები. ეს არის შიდა საათი, რომელიც განსაზღვრავს ცხოველის ორგანიზმში ბიოლოგიური პროცესების ცვლილებას. ის აქტიურდება დღე-ღამის ცვლილებაზე ან ჭამის დროის მოახლოებისას, ამბობენ ექსპერტები.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!