როგორ ვამშობიაროთ ძაღლი?

როგორ ვამშობიაროთ ძაღლი?

თუ ეძებთ ინფორმაციას თემაზე “როგორ ვამშობიაროთ ძაღლი”, მაშინ, სავარაუდოდ, ეს პირველად ხდება თქვენს ცხოვრებაში. ამიტომ, საუკეთესო პასუხი ამ სიტუაციაში: წინასწარ ჩაეწერეთ ვეტერინართან. რა შეუძლია გააკეთოს შინაური ცხოველის პატრონმა? მოამზადეთ ყველაფერი, რაც გჭირდებათ და დაეხმარეთ სპეციალისტს. როგორ გავაკეთო ეს?
პასუხისმგებელი პატრონები მშობიარობისთვის წინასწარ იწყებენ მომზადებას. ამ მოვლენამდე დაახლოებით ერთი ან ორი კვირით ადრე აუცილებელია ბინაში გამოყოთ ადგილი ძაღლისთვის და მისი მომავალი ლეკვებისთვის. ძაღლი ისე უნდა მიეჩვიოს, რომ ყველაზე გადამწყვეტ მომენტში დივნის ქვეშ არ დაიმალოს.

მოამზადეთ ადგილი ძაღლისთვის და ლეკვებისთვის

ოთახში თქვენ უნდა მოათავსოთ დიდი ყუთი ან ხის მანეჟი. ის უნდა იყოს მყარი, რადგან ბევრი ცხოველი მშობიარობისას კედელს აყრდნობს თათებს. შეგიძლიათ გააკეთოთ საკუთარი ხელით ან შეკვეთით. ალბათ კიდევ არაერთხელ დაგჭირდებათ. შეარჩიეთ მასალა ისე, რომ მოსახერხებელი იყოს გარეცხვა და დეზინფექციის ჩატარება. რაც შეეხება მანეჟის ზომებს, ძაღლი მასში თავისუფლად უნდა მოთავსდეს, თათები უნდა გაშალოს.

ყურადღებით დააკვირდით ცხოველის მდგომარეობას

გამოხატული მოუსვენრობა და სწრაფი სუნთქვა მიუთითებს მშობიარობის პირველი ეტაპის დაწყებაზე – ეს ნიშნავს, რომ ძაღლი მშობიარობას დაიწყებს მაქსიმუმ 48 საათში, უფრო ხშირად 24 საათამდე მცირდება ეს დრო. მშობიარობის დაწყებამდე 3-5 დღით ადრე, შინაური ცხოველის ქცევაში ცვლილებები ძალიან შესამჩნევი ხდება. ამ დროს აუცილებელია ვეტერინართან შეთანხმება, რომ სახლში მოვიდეს. ეს უნდა გაკეთდეს მაშინაც კი, თუ თქვენ უკვე გაქვთ გამოცდილება. ვერასოდეს იწინასწარმეტყველებთ, როგორ წარიმართება მშობიარობა: ადვილი იქნება თუ გართულებული. ჯუჯა და ბრაქიცეფალური ჯიშის ძაღლებს (პეკინესი, მოპსები, ბულდოგები და სხვ.) ყოველთვის განსაკუთრებული დახმარება სჭირდებათ.

პირველი დახმარების ნაკრები მშობიარობისთვის:

  • ⦁ დაუთოებული სუფთა საფენები, ბინტი და ბამბა;
  • ⦁ იოდი, ბრილიანტის მწვანე (зеленка )
  • ⦁ ხელის სადეზინფექციო საშუალება და ხელთათმანები (რამდენიმე წყვილი);
  • ⦁ მაკრატელი მომრგვალებული ბოლოებით და სტერილური აბრეშუმის ძაფი (ჭიპლარის დასამუშავებლად);
  • ⦁ სუფთა მუშამბა;
  • ⦁ ცალკე ყუთი ლეკვებისთვის საფენებითა და სათბურით;
  • ⦁ ელექტრონული სასწორი, ფერადი ძაფები და რვეული.

რა უნდა გააკეთოთ, როდესაც ლეკვები დაიბადებიან

არავითარ შემთხვევაში არ შეეცადოთ დაეხმაროთ ძაღლს მშობიარობაში. გამოუცდელი პატრობი ვეტერინარს უნდა ენდოს და ყველანაირად შეასრულოს მითითებები. ლეკვები დაბადების შემდეგ უნდა იკვებებოდნენ, ამისთვის საჭიროა დედასთან ახლოს იყვნენ. როდესაც ისინი დაიბადებიან, აუცილებელია, გადაიყვანოთ თბილ ყუთში. ეს ყუთი უნდა იდოს ძაღლის წინ, რომ მან არ ინერვიულოს.
ყოველი ახალშობილი ლეკვი უნდა იყოს რეგისტრირებული: ჩაიწერეთ წონა, სქესი, დაბადების დრო და განმასხვავებელი ნიშნები.
ლეკვების რაოდენობის მიხედვით, მშობიარობა შეიძლება გაგრძელდეს 3 საათიდან (ასეთი ითვლება სწრაფად) ერთ დღემდე. მთელი ამ ხნის განმავლობაში პატრონი ვეტერინართან ერთად ძაღლის გვერდით უნდა იყოს. არასტანდარტული სიტუაციის შემთხვევაში არავითარ შემთხვევაში არ უნდა ამოიღოთ ხმა, არ აჰყვეთ პანიკას და არ ინერვიულოთ – თქვენი მდგომარეობა ძაღლს გადაეცემა. მკაცრი კონტროლი და სპეციალისტის რეკომენდაციების დაცვა, წარმატებული და მარტივი მშობიარობის გარანტიაა.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!