როგორ დავამეგობროთ ორი კატა?
პირველი ეტაპი: სუნის გაცნობა
ნებისმიერი კატა ბინის ახალ მაცხოვრებლებს ტერიტორიის დამპყრობლებად აღიქვამს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ძველს დაანახოთ, რომ ახალი მას არაფერს დაუშავებს. გაცნობის პირველ ეტაპზე კატებმა ერთმანეთი არ უნდ ანახონ. მოათავსეთ ისინი სხვადასხვა ოთახებში. ამავდროულად, მნიშვნელოვანია იერარქიის დაცვა: კატას, რომელიც დიდი ხანია ცხოვრობს თქვენს სახლში, აქვს უფლება დაიკავოს დიდი ტერიტორია, დაიძინოს ჩვეულებრივ საყვარელ ადგილებში. ახალი კი, ჯერჯერობით, შეიძლება მცირედით დაკმაყოფილდეს, მისთვის მთავარია ახალ სახლს შეეგუოს და მისი სუნი შეიგრძნოს. კვება უნდა მოხდეს სხვადასხვა დროს, მათი ტუალეტებიც ერთმანეთისგან დაშორებული უნდა იყოს.
ეს პერიოდი დაახლოებით 1-იდან კვირანახევარამდე გრძელდება. ზოგჯერ შეიძლება 1 თვემდე გასტანოს.
მეორე ეტაპი: ვიზუალური კონტაქტი
მეორე ეტაპზე, შეგიძლიათ დაიწყოთ ცხოველების მოკლე გაცნობის სეანსების მოწყობა, რიგი წესების დაცვით: • შეხვედრებისთვის აირჩიეთ დიდი ოთახი ისე, რომ თითოეულ კატას ჰქონდეს ადგილი კონტაქტის შესაწყვეტად; • ყოველი შემთხვევისთვის მოამზადეთ საბანი და სქელი ხელთათმანები. შეუძლებელია იმის პროგნოზირება, თუ როგორ დასრულდება შინაური ცხოველების პირველი შეხვედრა; • გაცნობა უმჯობესია კვების შემდეგ: ასე რომ, სტრესის დონე უფრო დაბალი იქნება; • დააკვირდით კატების რეაქციას და შეხვედრების დრო თანდათან გაზარდეთ.Когда როდესაც კატები დაამყარებენ პირველ კონტაქტს, შეგიძლიათ დაეხმაროთ მათ ერთმანეთის გაცნობაში. კვების დროს თანდათან მიაახლოეთ მათი ჯამები ერთმანეთთან, ერთსა და იმავე დროს ორივეს ეთამაშეთ, თუმცა გახსოვდეთ, რომ კონტაქტის დამყარების შემდეგაც ყოველთვის აუცილებელია სახლში დამყარებული იერარქია დაცული იყოს..
Leave your comment