როგორ გამოვუხეხოთ კატას კბილები სახლის პირობებში?

როგორ გამოვუხეხოთ კატას კბილები სახლის პირობებში?

ალბათ, კატის ბევრი პატრონი არ ფიქრობს იმაზე, სჭირდება თუ არა მის ცხოველს კბილების მოვლა, მიუხედავად იმისა, რომ თავად ჩვენ კბილის ჯაგრისსა და პასტას ყოველდღიურად ვიყენებთ, დავდივართ სტომატოლოგთან და ვაცნობიერებთ, კბილები კარგ მდგომარეობაში რომ უნდა შევინარჩუნოთ. კატებს კბილები ჩვენზე ნაკლებად როდი სჭირდებათ, ამ მასალაში დაწვრილებით გიამბობთ, როგორ გამოვუხეხოთ კატას კბილები, რა სიხშირით, რის გამოყენება შეიძლება ამ პროცესში და რის – არა.

საჭიროა თუ არა კატას კბილები გამოვუხეხოთ

ჯანმრთელი კბილები არა მხოლოდ იმის საშუალებას იძლევა საკვები კარგად დაღეჭოს, არამედ, კატის საერთო კეთილდღეობის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. კბილების სერიოზული პათოლოგიები მთელ ორგანიზმზე აისახება, ისინი არიან ქრონიკული ბაქტერიული ანთების, ტკივილის მთავარი მიზეზები. ასევე, არსებობს ალბათობა, პროცესი პირის ღრუს გასცდეს და მოიცვას ცხვირი, თვალები, ზოგჯერ კი, ყურებიც. კბილებზე ნადები წარმოიქმნება ბაქტერიების სიცოცხლისუნარიონობის შედეგად.

ნელ-ნელა რბილი ნადები მყარდება და კბილის ქვად იქცევა.

ამ პათოლოგიური პროცესის თავიდან ასარიდებლად, მნიშვნელოვანია ცხოველის პირის ღრუს სათანადო ყურადღება დავუთმოთ, მათ შორის, კბილებიც გამოვუვეხოთ. კნუტი დროებით კბილებს მუდმივებზე იცვლის 3-4 თვის ასაკიდან და 7 თვის ასაკისთვის ეს პროცესი სრულდება. დროებითი კბილების წმენდა აუცილებელი არ არის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია კნუტი პატარაობიდანვე მივაჩვიოთ ყველა მოსავლელ მანიპულაციას. ესენია: ბრჭყალების დაჭრა, ყურების დათვალიერება, თვალების შემოწმება, და რასაკვირველია, კბილების გამოხეხვა! კბილების მოცვლის პროცესში კნუტს ხანდახან ეწყება დროებითი ღრძილების ანთება, უმეტეს შემთხვევაში, ეს პროცესი ცოტა ხანს გრძელდება, მაგრამ როდესაც კნუტს ტკივილი აქვს, კბილების წმენდის პროცესი უნდა იყოს ძალიან ფრთხილი და ხანმოკლე. მნიშვნელოვანია დააკვირდეთ, კნუტს ყბა სწორად ეხურებოდეს, ეს განსაკუთრებით ეხება ბრაქიცეფალურ ჯიშებს, რომლებსაც მიჭყლეტილი ცხვირი აქვთ: სპარსულ, ეგზოტიკურ, ბრიტანულ და შოტლანდიურ კატებს.
уход за зубами кошки позволит предотвратить развитие кариеса и появление неприятного запаха

რით გამოვუხეხოთ კბილები კატას სახლის პირობებში?

პირობითად წმენდის ყველა საშუალება შეიძლება დავყოთ:
  • ძირითადებად: ჯაგრისები პასტები გელები;
  • დამატებითებად: სასუნავები, საკვები, სპრეები, წყლის დანამატები;

ბევრი ამ საშუალების მოქმედება კომბინირებულია, მაგალითად, სასუნავებსა და საკვებში გარკვეული შემადგენლობის გრანულების გარდა, რომლებიც ნადებს მექანიკურდ წმენდს, ხშირად არის დანამატები, რომლებიც ნადების წარმოქმნას უშლის ხელს. პასტებსა და გელებში მცენარეების ფერმენტებისა და ექსტრაქტების გარდა, რომლებიც ხელს უშლის ნადების წარმოქმნას, არის რბილი აბრაზიული ნაწილაკები, რომლებიც ნადებს აცილებენ.

მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ნებისმიერი გამწმენდი საშუალება არის პროფილაქტიკური მოქმედების მქონეც.
чистить зубы коту лучше с помощью специальной щетки
 

წმენდისთვის მომზადება

ცხოველის კბილების გამოხეხვისთვს მიჩვევა, ისევე, როგორც სხვა მანიპულაციებისთვის, პატარაობიდანვეა საჭირო. ყოველი წარმატებული პროცედურის შემდეგ აუცილებელია ცხოველი თამაშით ან სასუნავით წაახალისოთ. არასდროს განაგრძოთ, თუ კატა წინააღმდეგობას გიწევთ, სისინებს, ცდილობს გიკბინოთ, არ ეჩხუბოთ, თორემ კბილების წმენდის პროცესი ცხოველისთვის საშიშ პროცედურად იქცევა. თუ ცხოველი რაღაც მომენტში აღელვდა, დაამშვიდეთ და დაასვენეთ.

კატის კბილების ხეხვისთვის მიჩვევის პროცესი რამდენიმე ეტაპად შეგვიძლია დავყოთ:

  • პირზე, ტუჩებზე შეხება, ასევე, ვიბრასებზე (ეს არის კატის სახეზე არსებული ულვაშები) ნიკაპზე. პროცესში შეგიძლიათ კატას შესთავაზოთ თქვენი თითებიდან სასუსნავი ალოკოს.
  • პირის გაღება. პირი ნაზად და ფრთხილად უნდა გაუღოთ, არ გაუღოთ პირი კატას ქვედა ყბის ტუჩზე მოქაჩვით, ასე მისთვის ტრავმის მიყენება ადვილია.
  • ბამბის ჩხირით ან თითით ღრძილებზე შეხება, შეგიძლიათ ბამბის ჩხირი წყალში დაასველოთ და შეეხოთ ღრძილებსა და კბილებზე, ამ დროს კატას ტუჩები ზემოთ წამოიწიეთ.
  • შეგიძლიათ ჯაგრისზე გადახვიდეთ და კატას ის „გააცნოთ“. გამწმენდი მოძრაობების გაკეთება ნელ-ნელა სცადეთ, დაიწყეთ ყველა ხელმისაწვდომი კბილებიდან.
  • როდესაც კატა ჯაგრისს სრულად მიეჩევა, შეგიძლიათ მასზე პასტა ან გელი წაუსვათ, თავიდან დაასუნინეთ ის კატას, მიეცით საშულაება, ალოკოს.
прежде чем начинать чистить зубы кошке нужно убедиться, что она спокойна

როგორ გამოვუხეხოტ კატას კბილები სწორად. ინსტრუქცია

  • პროცედური ჩატარება ოპტიმალურია მაშინ, როდესაც ცხოველი მშვიდადაა და სიჩუმეა სახლშიც, ხელი არაფერმა უნდა შეგიშალოთ.
  • დიდი მნიშვნელობა არ აქვს პროცედურას რომელი კბილების გამოხეხვით დაიწყებთ, მაგრამ როგორც წესი, კატებს ყველაზე მეტი ნადები უგრვდებათ მოლარებზე და პრემოლარებზე, უკან.
  • უფრო მოსახერხებელია პროცედურის დაწყება წინა კბილებიდან, რადგან ამ ნაწილის კარგად გამოხეხვა ცხოველისთვის პირის გაუღებლად არის შესაძლებელი.
  • წმენდის შემდეგ ძალიან კარგად გარეცხეთ ჯაგრისი.
  • არასასურველია პროცედურის გაგრძელება თუ კატა აქტიურ წინააღმდეგობას გიწევთ, აჯობებს შეწყვიტოთ, რათა კატას მომავალში უარყოფითი ასოციაციები არ დაეწყოს.
  • არ ღირს კბილების წმენდა ავადმყოფი კატისთვის, რომელსაც რაიმე აწუხებს, ან წმენდის დროს ტკივილს განიცდის.
კბილების მოვლისთვის განკუთვნილი სასუნავები

კბილების მოსავლელად განკუთვნილი სასუსნავებისა და საკვების გამოყენებას რამდენიმე ნიუანსი აქვს. ისინი მოსახერხებელია, რადგან ცხოველი მათ თავად მიირთმევს. გრანულების ზომა, ფორმა და ტექსტურა ხელს უწყობს ნადების მოშორებას და ასევე, მის წარმოქმნას. აჯობებს, საკვები მუდმივად გამოიყენოთ, თუმცა, ზოგიერთ სიტუაციაში ეს შეუძლებელია, მაგალითად, როდესაც ცხოველს, რაღაც მიზეზით, სპეციალური გამაჯანსაღებელი ან პროფილაქტიკური დიეტა სჭირდება.
для ухода за зубами кошки можно использовать специальные корма и лакомства

რითი არ შეიძლება კბილების გამოხეხვა?

ადამიანებსა და ასევე, კატების კბილების მოვლაზე უამრავი მითი არსებობს, გვთავაზობენ სხვადასხვა ხალხურ საშუალებებს. უმეტესობამ, შესაძლოა, ცხოველს სერიოზული ზიანი მიაყენოს.
  • ადამიანისთვის განკუთვნილი კბილის პასტები. ისინი შეიცავენ ფტორს და უმარავ სხვა კომპონენტს, რომლებიც გადაყლაპვის შემთხვევაში საშიშია. ასევე, პასტების უმეტესობა შეიცავს მენთოლს, პიტნის არომატიზატორს რაც ცხოველისთვის ძალიან უსიამოვნო და უგემურია. კატის კბილების გამოსახეხად საბავშვო კბილის პასტაც არ გამოგადგებათ.
  • სოდა. შესანიშნავად მოაშორებს ნადებს ჭიქებიდან და შესაძლოა, გამოგადგეთ ცხობისთვის, მაგრამ ის კბილებისთვის განკუთვნილი არაა, მითუმეტეს, თქვენი კატის კბილებისთვის. თუ სოდას დიდი ხნის განმავლობაში გამოიყენებთ, ეს გამოიწვევს კბილების მგრძნობელობის მომატებას, დააზიანებს ემალს, ასევე, მისი გადაყლავა კატისთვის საშიშია.
  • წყალბადის ზეჟანგი. არ აქვს გამწმენდი თვისებები, დიდი ხნის განმავლობაში თუ გამოიყენებთ, შესაძლოა კბილები გაათათროს, მაგრამ მგრძნობელობის მომატებას იწვევს.

რა სიხშირით უნდა გამოვუხეხოთ კბილები კატას?

ყველა ცხოველს კბილებზე ნადები სხვადასხვაგვარად წარმოექმენბა: ეს დამოკიდებულია უამრავ ფაქტორზე: ნერწყვის შემაგდენლობაზე, საკვების ტექსტურაზე, პირის დახურვის ტიპზე, ჯანმრთელობის პრობლემებთან და ასე შემდეგ. საუკეთესო ვარიანტია ამ პროცედურის ყოველდღიურად ჩატარება. სამწუხაროდ, ეს მუდამ შესაძლებელი არ არის, ამიტომ დასაშვებია კატებს კბილები იმ სიხშირით გამოუხეხოთ, რამდენადაც შესაძლებელია, მაგრამ ეს უნდა ხდებოდეს მინიმუმ კვირაში ერთხელ. შუალედებში შეგიძლიათ გამოიყენოთ დამატებითი საშუალებები: სპრეები, სასუსნავები, წაუსვათ გელები, მექანიკური წმენდის გარეშე.

წმენდა ვეტკლინიკებში

თუ კბილებზე ნადები დაიპრესა, გამკვირვდა და კბილის ქვად გადაიქცა, სახლის პირობებში მისი მოშორება აღარ გამოვა. კბილის ქვის მოხსნა – პრისი ღრუს ჰიგიენური სანაცია – ეს არის პროცედურა, რომელიც ტარდება ულტრაბგერითი აპარატით ვეტკლინიკაში, ქვების მოცილების შემდეგ ხდება კბილების ზედაპირის პოლირება, რაც მომავალში ქვების წარმოქმნას უშლის ხელს. კატისთვის ულტრაბგერითი აპარატით კბილების ხარისხიანად გაწმენდა მხოლოდ ნარკოზით არის შესაძლებელი. ეს უსიამოვნო პროცედურაა, ასევე, აქვს ვიბრაცია და უსიამვნო ხმა. არ შეიძლება ქვის მხოლოდ ერთი ნაწილის მოშორება, რადგან მსგავსი წარმონაქმები ღრძილის ქვეშაცაა და ისინიც მოსაშორებელია. ასეთი წმენდის სიხშირე დამოკიდებულია იმაზე, რამდენად უვლიან მის პირის ღრუს სახლის პირობებში, ასევე, მის ინდივიდუალურ თავისებურებებზე და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
чистка зубов кошке в ветеринарной клинике

როგორ მოვუაროთ კატის კბილებს?

პირის ღრუს მოვლა, პირველ რიგში, გამოიხატება კატის პირის ღრუს რეგულარულ წმენდაში, ამ პროცესში პატრონს აქვს საშუალება დაათვალიეროს არა მხოლოდ კატის კბილები, არამედ მისი პირის ღრუ მთლიანად, შეამოწმოს, არის თუ არა ანთება, გარდა ამისა, შეგვიძლია გირჩიოთ:
  • დროული და რეგულარული ვაქცინაცია. ზოგიერთი დაავადება, მაგალითად, კალცივიროზი, შესაძლოა პირის ღრუს ქრონიკული დაავადებების მიზეზად იქცეს, მაგალითად, გინგივოსტომატიტის – უბრალო ჰერპესის ვირუსით გამოწვეული ინფექცია)
  • შეუზღუდეთ კატას სახლის მცენარეებთან წვდომა, კატებმა შესაძლოა დაღეჭონ მცენარეების ფოთლები და ღეროები, მათ შორის, ისეთები, რომლებმაც შესაძლოა პირის ღრუ დაუზიანონ, მაგალითად, ეკლებიანი. ზოგიერთ მცენარეს აქვს გამაღიზიანებელი მოქმედება და პირის ღრუს წვავს. ასევე, მაღალი ტოქსიკურობის გამო, ზოგიერთი სახლის მცენარე და თუნდაც, თაიგული კატებისთვის სახიფათოა.
  • არ დაუშვათ კატის რაციონში ძვლების მოხვედრა, ეს ეხება როგორც უმ, ასევე, მოხარშულ ძვლებს. მათ შესაძლოა ტრავმა მიაყენონ კატის პირის ღრუს, ეტკინოთ ღრძილები, გაეჭედოდთ სასაზე, კბილებს შორის. ძვლები, შესაძლოა, ობსტრუქციის მიზეზად იქცნენ, ასევე, გამოიწვიონ საყლაპავისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ტრავმები.
  • ყოველწიულად მიმართეთ ექიმს გეგმიური შემოწმებისთვის. სპეციალისტმა შესაძლოა პირის ღრუში ისეთი პრობლემები შეამჩნიოს, რასაც თქვენ ყურადღებას არ აქცევთ, ასევე, შეაფასოს, დროა თუ არა კატას კბილები ულტრაბგერითი წმენდით გაუწმინდოს. ახალგაზრდა კატებში ასეთი შემოწმებები ვაქცინაციაზე წასვლასთან თავსდება, რაც შეეხება ზრდასრულ და მოხუც კატებს, ასეთი შემოწმება მის ჯანმრთელობაზე ზრუნვის ნაწილია.
регулярная очистка зубов кошки позволяет улучшить качество и продолжительность её жизни

როდის უნდა მიმართოთ ექიმს?

რეგულარული მოვლის გარეშე, ადრე თუ გვიან, კატას კბილებზე ნადები გაუჩნდება, რბილიდან ის ნელ-ნელა გამაგრდება, რაც გამოიწვევს ღრძილების ანთებას. სამწუხაროდ, პირის ღრუს დაავადებები შეიძლება იმ კატებსაც გაუჩნდედთ, რომლის კბილებსაც პატრონები რეგულარუად უთმობენ ყურადღებას. კატებს გინგივიტი უვიტარდებათ ასაკის მიუხედავად, ეს არის ღრძილების ანთება – რეაქცია კბილებზე წარმოქმნილ ნადებზე და ბაქტერიებზე. პარონდონტიტი – უფრო ფართო ტიპის ანთებითი მოვლენაა, რომელიც ვითარდება არა მხოლოდ ღრძილებზე, არამედ, პარადონტსაც მოიცავს – ესაა ქსოვილები და კბილები. ის შეიძლება გამოწვეული იყოს ადგილობრივი მიზეზით – მაგალითად, კბილის ქვებით ან გინგივიტით, ასევე, იყოს ქრონიკულიც და უკავშირდებოდეს ისეთ დაავადებებს, როგორებიცაა: შაქრიანი დიაბეტი, თირკმელების ქრონიკული დაავადება. პარადონტიტი ხშირად კბილების დაკარგვას იწვევს.
ветеринар осматривает полость рта кота перед чисткой
გინგივოსტომატიტი – პირის ღრუს ქრონიკული დაავადებაა, რომლის დროსაც ზიანდება არა მხოლოდ ღრძილები, არამედ, პირის ღრუს მთელი ლორწოვანი გარსი. ეს ძალიან მტკივნეული მდგომარეობაა, რომლის მიზეზი არის იმუნიტეტის ზედმეტი რეაქცია. გინგივიტისა და პარადონტიტისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:
  • ღრძილების გაწითლება და შესიება;
  • ღრძილებიდან სისხლდენა;
  • ტკივილი პირის ღრუში: ერთ მხარეს ღეჭვა, უარი მშრალ საკვებზე, საკვების ფრაგმენტულად ყლაპვა;
  • უსიამოვნო სუნი პირიდან;
  • ნერწყვის მომატებული გამოყოფა.
ასევე, პარადონტიტის დროს კბილები ირყევა, შესაძლოა, მოსძვრეს კიდეც, მაგრამ თუ კბილებზე კატას ბევრი ნადები აქვს, უცებ ამას ვერც შეამჩნევთ. გინგივოსტომატიტის შემთხვევაშიც, სიმპტომატიკა იგივეა, იმ განსხვავებით, რომ ისინი უფრო მეტად იქნება გამოხატული, ასევე, ანთება გავრცელდება მთელ პირის ღრუში, გამოიწვევს გასიებას და სისხლდენას. გინგივოსტომატიტი და გინგივიტი შესაძლებელია ნებისმიერ კატას განუვითარდეს, პაროდნოტიტი კი, უფრო ხშირად ემართებათ შუახნის და მოხუც კატებს. მეინ კუნებს მიდრეკილება აქვთ გინგივოსტომატიტის მიმართ. პირის ღრუს დაავადების სხვა სიმპტომები, რომლებსაც პატრონმა ყურადღება უნდა მიაქციოს:
  • კბილების ფერის შეცვლა, თუ კბილი ხდება ვარდისფერი, ნაცრისფერი ან ყავისფერი – ეს არანორმალურია.
  • კბილის მოტეხვა ან მუდმივი კბილის დაკარგვა;
  • ლოყის, ყბის შესიება, ასევე შესიება ნიკაპისა და თვალის არეში;
  • წყლულები სიწითლე და წარმონაქმნები პირის ღრუში – ღრძილებზე, ლოყებზე, სასაზე, ენაზე და ა.შ.
уход за зубами нужен любой кошке

კატის კბილების გამოხეხვა – მთავარი

  • კბილების გამოხეხვა ნებისმიერ კატას სჭირდება, ის უნდა იყოს რეგულარული, იდეალურია თუ – ყოველდღიური.
  • მნიშვნელოვანია კატა კბილების გამოხეხვას პატარაობიდან მივაჩვიოთ, მიჩვევის პროცესი უნდა იყოს თანადათანობითი და ფრთხილი.
  • კბილების გასაწმენდად უნდა გამოიყენოთ სპეციალურად ცხოველებისთვის განკუთვნილი კბილის ჯაგრისები, ისინი უფრო მოსახერხებელია, შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური სათითეები და ხელსახოცები;
  • საწმენდად შეგიძლიათ გამოიყენოთ კატებისა და ძაღლებისთვის განკუთვნილი სპეციალური გელები და პასტები;
  • არ შეიძლება ადამიანისთვის განკუთვნილი კბილის პასტების, სოდისა და წყალბადის ზეჟანგის გამოყენება;
  • დამატებით შეგიძლიათ გამოიყენოთ სპრეები, კბილებისთვის განკუთვნილი სითხეები, ასევე, წმენდის ეფექტის მქონე სასუსნავები და საკვები;
  • სახლში გამოსაყენებლად ყველა საშუალებას აქვს რბილი მოქმედება, ისინი აშორებენ რბილ ნადებს და ხელს უშლიან ახლის წარმოქმნას.
  • კბილის ქვის მოშორება შესაძლებელია მხოლოდ კლინიკაში ულტრაბგერითი წმენდის დახმარებით.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!