
როგორ გავიგოთ, არის თუ არა კატა ორსულად?
კატის ორსულობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჯიშზე და ასევე ცხოველის ინდივიდუალურ მახასიათებლებზე. საშუალო მიმდინარეობაა 9 კვირა, თუმცა ეს დრო 58 დან 72 დღემდე მერყეობს. ორსულობის დადგენა ადრეულ პერიოდში ფაქტიურად შეუძლებელია, განსაკუთრებით თუ სპეციალისტი არ ბრძანდებით. მოითმინეთ: ორსულობის პირველი ნიშნები შესამჩნევია მესამე კვირაზე.
ორსულობის პირველი ნიშნები:
- ⦁ კატა ნაკლებად აქტიური ხდება და ნაკლებს ჭამს;
- ⦁ სარძევე ჯირკვლები უსივდება და უწუთლდება ორსულობის მე17 დღიდან, მაგრამ ეს კარგად ემჩნევა მხოლოდ იმ კატებს ვინც პირველად აჩენს კნუტებს, მეორე და მომდევნო ორსულობისას ეს ნიშანი არ არის მკვეთრად გამოხატული.
ორსულობის დადგენა შესაძლებელია ექოგრაფიის მეშვეობით შეჯვარებიდან 21-ე დღეს.
კატის ორგანიზმის შემდგომი ცვლილებები ხდება მეექვსე კვირაზე. ამ დროს კნუტები ძალიან სწრაფად ვითარდებიან და დედის მუცელი მკვეთრად იზრდება. ეს განსაკუთრებით არის შესამჩნევი თუ დედას ორზე მეტი კნუტი ჰყავს.

Leave your comment