კატების ჩხუბის პრობლემა ყველა იმ პატრონისთვის ნაცნობია , რომელსაც რამდენიმე შინაური ცხოველი ჰყავს. მაშინაც კი, თუ ისინი ცხოვრობენ სრულ ჰარმონიაში, ჩხუბის თავიდან აცილება შეუძლებელია. ხანდახან კი ეს ჩხუბი ნამდვილ „ომად“ იქცევა. როგორ გავაშველოთ მოჩხუბარი კატები?ერთის მხრივ, სახლში რამდენიმე კატა სიხარულია. და არა მხოლოდ პატრონისთვის, არამედ თავად ცხოველებისთვისაც. ისინი არასოდეს იქნებიან მოწყენილი და მარტოსული, მათ ყოველთვის ჰყავთ პარტნიორი სათამაშოდ. მაგრამ, სამწუხაროდ, არც ერთი მეგობრობა არ არსებობს კამათის გარეშე, ხოლო ცხოველების შემთხვევაში, ამას ემატება ჩხუბიკატებს შორის რეალური კონფლიქტის ნიშნები:
• გამოშვებული ბრჭყალები;• ყურები მოკეცილი;• ყალყზე დამდგარი ბეწვი (ჩხუბის ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელი);• კატები შიშინებენ, ერთმანეთს უღრენენ;• ჩხუბში ყოველთვის არის აშკარა აგრესორი (თამაშებში, რაც არ უნდა სისხლისმსმელნი იყვნენ, როლები მუდმივად იცვლება).
რატომ ჩხუბობენ კატები?კატების ჩხუბის ყველაზე გავრცელებული მიზეზი კონკურენციაა. კატები ბუნებით მესაკუთრეები არიან. ისინი, რა თქმა უნდა, იბრძოლებენ ტერიტორიის, საკვების, სიყვარულისა და პატრონის ყურადღებისთვის. მაშინაც, თუ ეს ყველაფერი ისედაც თანაბრად აქვთ.
თუ მოულოდნელად დაიწყო ჩხუბი ცხოველებში, რომლებიც ადრე მშვიდობიანად თანაარსებობდნენ, ყურადღება მიაქციეთ მათ ჯანმრთელობას. შესაძლოა, ერთი მათგანი ავად არის, მეორე კი ცდილობს მასთან თამაშს. აგრესია ამ შემთხვევაში თავდაცვითი რეაქციაა.
თუ თქვენ უკვე გყავთ კატა და გეგმავთ მეორეს ყიდვას, მოემზადეთ იმისთვის, რომ მათ შეუძლიათ დიდი ხნის განმავლობაში არკვიონ ურთიერთობა.
• ყველაზე ხშირად კონფლიქტები ორ მამრ კატას შორის ხდება. მათში უფროა გამოხატული მამაკაცური აგრესია და ტერიტორიის დაცვის ინსტინქტი.
• ჩხუბი ძუ კატებსაც შეუძლიათ. მიზეზი იგივეა – მესაკუთრეობა;
• სხვადასხვა სქესის კატები იშვიათად იბრძვიან „ბოლომდე“. ყველაზე ხშირად არის ხანმოკლე შეტაკებები, თუმცა ისინი შეიძლება საკმაოდ ხმაურიანი იყოს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ბევრი რამ დამოკიდებულია შინაური ცხოველების ბუნებაზე.
რა ვქნათ?
• ნუ ეცდებით ცხოველების საკუთარი ხელით გაშველებას. კატების ჩხუბში მოხვედრა ძალიან საშიშია! გაბრაზებულმა კატამ, ნაკლებად სავარაუდოა, გაიგოს, რომ მის წინ პატრონია. მისგან მოყენებული ნაკბენები და ნაკაწრები შეიძლება იყოს საკმაოდ ღრმა აღმოჩნდეს.
• მოგეხსენებათ, იშვიათ კატას უყვარს წყალი – ეს არის ის, რაც შეგიძლიათ გამოიყენოთ მებრძოლების გაშველებისას. სცადეთ შეასხუროთ წყალი პულივიზატორით ან უბრალოდ შეასხით მუჭით.
• ჩხუბიდან ყურადღება ძლიერმა ხმაურმაც შეიძლება გადაატანინოთ. ჩადეთ რამდენიმე მონეტა ლითონის ქილაში და, როგორც კი კატები ჩხუბს დაიწყებენ, უბრალოდ შეანჯღრიეთ ის. კიდევ ერთი ვარიანტია მტვერსასრუტი.
• შინაური ცხოველების დეზორიენტაციის კარგი საშუალებაა მათზე სქელი, მსუბუქი საბნის გადაფარება. ეს დააოკებს მებრძოლებს და დამშვიდებაში დაეხმარებათ.
როდესაც მოახერხებთ შინაური ცხოველების გაშველებას, მოათავსეთ ისინი სხვადასხვა ოთახში. ეს მათ დააოკებს.
მაშინაც კი, თუ ერთი შეხედვით ცხოველებს არ აქვთ დაზიანება, ყურადღებით შეამოწმეთ ისინი.. განსაკუთრებით საგულდაგულოდ უნდა შემამოწმოთ გრძელბეწვიანი კატები. ზედაპირული ჭრილობების დამოუკიდებლად დამუშავება შესაძლებელია ანტისეპტიკით. თუ ჭრილობა ღრმაა, შინაური ცხოველი უნდა წაიყვანოთ ვეტერინართან.
როგორ არ დავუშვათ ჩხუბი?
ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმის ცოდნა, თუ როგორ უნდა გავაშველოთ კატები, არამედ რა ზომების მიღება უნდა მოხდეს კონფლიქტის განმეორების თავიდან ასაცილებლად.
იმის გამო, რომ კატები მესაკუთრეები არიან, მნიშვნელოვანია თითოეულ შინაურ ცხოველს საკუთარი ნივთები ჰქონდეს. ბრჭყალების სალესი ტუალეტი, ჯამი, სათამაშოები და სავარცხლებიც კი მხოლოდ მას უნდა ეკუთვნოდეს.• კვება უნდა იყოს ერთდროული, ულუფები ყოველთვის ერთნაირი, როდესაც კატები ვერანაირად ვერ ეგუებიან ერთმანეთს, უმჯობესია მათი ჯამები ერთმანეთისგან მოშორებით დადგათ.• თუ ერთ შინაურ ცხოველს მეტი საკვები ესაჭიროება, ფრთხილად აჭამეთ, მეორემ რომ ვერ დაინახოს;• სტერილიზაციამ და კასტრაციამ შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს კატის აგრესიის დონე, ნერვიულობა და მესაკუთრეობა.განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩხუბი კნუტებს შორის. უმეტეს შემთხვევაში, ჩხუბი მხოლოდ თამაშია, თუმცა ისინი საშიში სანახავია. ამიტომ, კნუტების გაშველებაზე არ ინერვიულოთ, პატარა მტაცებლები უბრალოდ ამ გზით ნადირობის ტექნიკას ხვეწენ.
Leave your comment