როგორ გავართოთ კატა, რომ არ მოიწყინოს?

როგორ გავართოთ კატა, რომ არ მოიწყინოს?

კატების ბევრი პატრონი კვირაში ხუთი დღე მუშაობს და მათი შინაური ცხოველები ამ დროს სახლში მარტო მოწყენილი არიან. ზოგჯერ კატის მოწყენილობა აისახება ავეჯსა თუ ფეხსაცმელზე და, შესაბამისად, კატების პატრონებს მოწყენილი ცხოველების გასართობად ბევრი ლაიფჰაკი და თამაშ აქვთ მოფიქრებული. მაშ როგორ და რით უნდა გაერთოს მარტო დატოვებული მოწყენილი კატა, ისე რომ თქვენს ინტერიერს ზიანი არ მიაყენოს? სახლი სახლში აღჭურვეთ თქვენი კატა სათამაშო და დასასვენებელი ადგილებით, რათა მას ჰქონდეს საკუთარი „კუთხეები“, სადაც თავს დაცულად იგრძნობს. მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ კატას ჰქონდეს საკუთარი ტერიტორია, რომელშიც არც ადამიანი და არც სხვა შინაური ცხოველი არ შეეცილება. სანამ თქვენ სახლში არ იქნებით, ის იქ უფრო თავდაჯერებულად იგრძნობს თავს, განსაკუთრებით თუ მის საყვარელ სათამაშოებს დაუწყობთ. კარგი იქნება, სახლში რამდენიმე ასეთი ადგილი ჰქონდეს. კატები მოძრავი და ცნობისმოყვარე არსებები არიან და ასე არ მოიწყენს. გადავა ერთი „პუნქტიდან“ მეორეში, მონაცვლეობით ითამაშებს სათამაშოებით. სხ;ები“ შეიძლება იყოს როგორც სპეციალური ოთახში განთავსებული დასაწოლები, ასევე მთელი გასართობი სატამაშო ცენტრები, ასევე, ჩვეულებრივი ყუთებიც. ასევე მნიშვნელოვანია დაუმონტაჟოთ მინიმუმ ერთი ბრჭყალების სალესი. გაარკვიეთ, სად უყვარს თქვენს კატას ყველაზე მეტად დროის გატარება და მოაწყვეთ ეს ადგილები მისთვის. გახსოვდეთ, ადგილები უსაფრთხო უნდა იყოს.
      • უბრალო სათამაშოები
      • სათამაშო სივრცისთვის ადგილის არჩევის შემდეგ, გააგრძელეთ მისი მოწყობა. ბევრი სათამაშო შეგიძლიათ თავადაც გაუკეთოთ. ძირითადი წესები – ისინი უნდა იყოს კაშკაშა, შრიალებდნენ ან ხმას გამოსცემდნენ, ასევე, მსუბუქიც, კატამ რომ ადვილად ატაროს ადგილიდან ადგილზე.
      • საბრაზებელი – შედგება ჯოხის (პლასტმასის ან ხის) და მის ბოლოზე მიმაგრებული საგნებისგან. ეს შეიძლება იყოს ხელოვნური ბუმბული, სქელი ძაფის ბურთები, პლასტმასის ხმაურიანი ბურთულები, ზარები და საჭყიპინოები. საბრაზებელი უნდა იყოს მიმაგრებული დივანზე, ისე ჩამოკიდეთ, რომ კატა მწოლიარე ან მდგომარე პოზიციაში სწვდებოდეს მას.

      • საიდუმლო ყუთი წარმოადგენს არაღრმა ყუთ თათის ნახვრეტებით. შიგნით პატარა ბურთები ტავსდება. შინაური ცხოველის ამოცანაა მათი მოპოვება თათების ამა თუ იმ ხვრელში ჩასმით, რითაც ბურთებს გასასვლელისკენ უბიძგებს.
      • მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ საღეჭი სათამაშოები და სურნელოვანი თაგვები, რათა კატამ დრო არა მხოლოდ მხიარულად, არამედ სასარგებლოდა გაატაროს.

      რთული სათამაშოები დღეს შინაური ცხოველების ბაზარი კატებისთვის უამრავ რთულ გასართობსაც გვთავაზობს.
      • ხალიჩა ჩაშენებული მექანიზმით, რომელსაც სათამაშო მოძრაობაში მოჰყავს, შესაფერისია აქტიური კატებისთვის, განვითარებული ნადირობის ინსტინქტით. როდესაც ხალიჩა ჩართულია, თაგვი ხალიჩის ერთი ბოლოდან მეორეში სირბილს იწყებს და მისი დაჭერა არც ისე ადვილია.
      • ლაზერის სხივის მქონე სათამაშოებს შეუძლიათ ყველაზე ცვალებადი კატაც კი დიდხანს გაართონ. ისინი აწყობილია მექანიზმზე, რომელიც ლაზერს სხვადასხვა მიმართულებით „ისვრის“. არჩევისას მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ ტაიმერის არსებობას და ლაზერის მუშაობის სხვადასხვა რეჟიმს. ასევე, შეგიძლიათ დამოუკიდებლად დააყენოთ მოწყობილობის მუშაობის დრო ისე, რომ ბატარეა უფრო ნელა დაუჯდეს და სათამაშო არ გატყდეს.
      • ლაბირინთის მქონე საკვების მიმწოდებლები იარუსიან კოშკებს ჰგავს, თითოეულ განყოფილებას აქვს გვირაბები და ქვემოთ მიმავალი სოროები. კატის ამოცანაა საკვების გრანულები ლაბირინთის ბოლოში მიიყვანოს, იმისთვის რომ მათი შეჭმა მოახერხოს. პატრონს სირთულის დონის არჩევა თავად შეუძლია. ასეთი გართობა მოითხოვს გონიერებას და გამძლეობას, ის ყველა კატისთვის შესაფერისი არაა, მაგრამ თუ ცხოველი თამაშის არსს ჩასწვდება, ამ გასართობს ვეღარ მოსწყვეტთ.
კატისთვის სათამაშოს არჩევა აუცილებელია მისი ხასიათის, გემოვნების და ტემპერამენტის გათვალისწინებით, ასევე, იმ დროის გათვალსიწინებითაც, რომელსაც სახლში მარტო გაატარებს. თუ შინაურ ცხოველს არ შეუძლია მშვიდად ჯდომა, მისთვის შესაფერისია ლაბირინთებით, ჩაშენებული მექანიზმებით, მოძრავი საგნებით გართობა. თუ ის მშვიდია და რთული თამაშები არ უყვარს, მაშინ მარტივი სათამაშოები უფრო მოეწონება.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!