როგორ ავირჩიოთ ძაღლის სელექციონერი (მომშენებელი)?

როგორ ავირჩიოთ ძაღლის სელექციონერი (მომშენებელი)?

ბევრი ყოყმანის, ოჯახური კამათისა და მოლაპარაკებების შემდეგ, საბოლოოდ გადაწყვიტეთ ძაღლის მოყვანა სახლში. აირჩეთ ჯიში, სქესი და მხოლოდ ლეკვის პოვნაღა დარჩათ. ამ მომენტში ბევრ ადამიანს უჩნდება ბუნებრივი კითხვა – როგორ ავირჩიოთ ძაღლის სელექციონერი?
ადამიანი, რომელიც შორს არის კინოლოგიური სამყაროსგან, ხშირად არ ანიჭებს სათანადო მნიშვნელობას თავშესაფრისა და ძაღლების სელექციონერის არჩევანს, რადგან, როგორც წესი, ბევრი უბრალოდ სულიერ მეგობარს ეძებს და არა საჩვენებელ „საგამოფენო ნიმუშს“ საუკუნოვანი მემკვიდრეობით. სინამდვილეში, უნდა გქონდეთ ინფორმაცია შეძენის ადგილმდებარეობის შესახებ და ყურადღებით მიუდგეთ მის არჩევას. ცუდი ძაღლები და ჯიშები არ არსებობენ, მაგრამ არიან უპატიოსნო ადამიანები. სელექციონერები, რომლებიც ძაღლებს მხოლოდ ფულისთვის ყიდიან, არიან ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც მაწანწალა ძაღლები გვაშინებენ ქუჩაში და ცხოველთა უფლებების დამცველები დაუღალავად იბრძვიან, თავშესაფრებში მათი მასობრივი ხოცვის წინააღმდეგ. თუ თქვენ აპირებთ ძაღლის ყიდვას ინტერნეტ ვებ გვერებიდან, (სადაც აგრეთვე იყიდება ტანსაცმელი, ტექნიკა და ა.შ.), შესაძლებელია მიიღოთ არა ერთგული, სიცოცხლით სავსე მეგობარი, არამედ ფიზიკურად და მორალურად ავადმყოფი ცხოველი. ასეთი სელექციონერ-ბიზნესმენები, როგორც წესი, არ ზრუნავენ მშობლებისა და ლეკვების ჯანმრთელობაზე, რაც შეიძლება მეტს ზოგავენ საკვებზე, მოვლასა და წამლებზე. ასეთ „მეწარმეებს“ ძაღლის ასაკზე და ჯიშზე საუბრით არ გაუჭირდებათ თქვენი მოტყუება. შედეგად, თქვენ არ დაზოგავთ არც დროს და არც ფულს, რადგან შინაური ცხოველის შემდგომი მკურნალობა მთლიანად თქვენ დაგაწვებათ მხრებზე. ძაღლმა, მომავალში, შეიძლება, არა მხოლოდ არ გაამართლოს თქვენი მოლოდინი, არამედ აღმოჩნდეს საშიში და არ შეესაბამებოდეს გამყიდველის მიერ თავდაპირველად გამოცხადებულ თვისებებს.

რას მივაქციოთ ყურადღება?

იმისათვის, რომ შინაური ცხოველის გამოჩენა ძლიერ მეგობრობაში გადაიზარდოს და უსიამოვნო სიურპრიზები არ მოიტანოს, თქვენ უნდა იცოდეთ როგორ აირჩიოთ ძაღლის სელექციონერი:
  1. ⦁ არჩევის დროს უპირატესობა მიანიჭეთ მრავაწლიანი ისტორიის მქონე დიდ თავშესაფრებს. ადამიანებს, რომლებიც პროფესიონალურად ამრავლებენ ძაღლებს, აქვთ მრავალი უპირატესობა მოყვარულებთან შედარებით. პროფესიონალებმა იციან, რომელი ძაღლები შეაჯვარონ, რათა შთამომავლობას გენეტიკური დაავადებები არ ჰქონდეს. მათ იციან როგორ მოუარონ ორსულ ძაღლს, ასევე როგორ ამშობიარონ სწორად, რომ არც დედა და არც შვილი არ დაზარალდეს. პროფესიონალები სოციალიზაციას უწევენ ლეკვებს, უკეთებენ ყველა საჭირო ვაქცინაციას, რათა მომავალი პატრონები დარწმუნებულნი იყვნენ თავიანთი ძაღლის ჯანმრთელობაში.
  2. ⦁ შეხვდით სელექციონერს იქ, სადაც ის ამრავლებს ძაღლებს. თქვენ პირადად უნდა დარწმუნდეთ, რომ ძაღლები სუფთად და კმაყოფილები არიან. დაფიქრდით – ხომ არ გინდათ სისასტიკის დაფინანსება, არა? ენდეთ თქვენს თვალებს და შთაბეჭდილებებს და არა რეკლამებს ინტერნეტში.
  3. ⦁ იპოვეთ სელექციონერი, რომლის შეხედულებები ჯიშზე ემთხვევა თქვენსას. თითოეული სელექციონერი ჯიშის მოშენებისას უპირატესობას ანიჭებს მის გარკვეულ თვისებებს. ვიღაც ყურადღებას ამახვილებს გარეგნობაზე, ვიღაც – აქტიურობაზე, ვიღაც კი – კომუნიკაბელურობაზე. ყურადღებით შეისწავლეთ ძაღლების მემკვიდრეობა იმ თავშესაფრიდან, რომელიც მოგწონთ, ნახეთ ფოტოები, ვიდეოები. მნიშვნელოვანია გესმოდეთ, რომ თქვენს მომავალ ცხოველს ექნება თავისი წინაპრების მახასიათებლები.
  4. ⦁ მოერიდეთ სელექციონერებს, რომლებიც მზად არიან დაუყოვნებლივ მოგცეთ ძაღლის წაყვანის უფლებას, განსაკუთრებით თუ სხვებზე ბევრად იაფად გთავაზობენ. ადამიანი, რომელმაც თავისი სული, ძალა და მნიშვნელოვანი თანხები ჩადო თითოეულ ლეკვში, არ მიყიდის მას პირველივე შემხვედრს.
კარგი სელექციონერი დასვამს კითხვებს, დაინტერესდება თქვენი სტატუსით, მდგომარეობით, მსოფლმხედველობით, რადგან მხოლოდ ამ გზით შეძლებს იმის გაგებას, რომ მყიდველი მზად არის პასუხისმგებლობისთვის, სერიოზულადაა განწყობილი და შეძლებს ძაღლის მოვლას.

სად ვიპოვოთ კეთილსინდისიერი სელექციონერი?

თუ არ გყავთ მეგობრები, რომლებსაც შეუძლიათ რეკომენდაცია გაუწიონ კეთილსინდისიერ სელექციონერს, საუკეთესო ვარიანტია იპოვოთ ის ძაღლების გამოფენებზე. იქ თქვენ შეძლებთ დაუკავშირდეთ ჯიშების კლუბების წევრებს – ადამიანებს, რომლებსაც უყვართ თავიანთი საქმე და იციან თითოეული ჯიშის მახასიათებლები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან მოშენებაზე და შეუძლიათ, ძაღლის ჯანმრთელობისა და სტანდარტების დაცვის გარანტია მოგცენ.
შემდგომში მოგიწევთ კომუნიკაცია თქვენი ძაღლის სელექციონერთან, ამიტომ მნიშვნელოვანია ხშირი კონტაქტი. ეს არის სელექციონერი, რომელსაც შეგიძლიათ მიმართოთ რჩევისთვის, თუ ძაღლი ავად არის, გიჭირთ გაწვრთნა, თუ გჭირდებათ მომვლელის პოვნა ან თუ გადაწყვეტთ გამოფენაში მონაწილეობას. სელექციონერი უნდა იყოს ერუდირებული პროფესიონალი, რომელიც გეკონტაქტებათ და უყვარს ძაღლები.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!