რატომ ხრიან თავს ძაღლები, როცა პატრონს უსმენენ?
აღნიშნული ჰიპოთეზა წამოაყენეს ვანკუვერის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა. კერძოდ, პროფესორი სტენლი კორნი ამტკიცებს, რომ ძაღლებს შეუძლიათ შეამჩნიონ პატრონის განწყობა და ემოციები სახის გამომეტყველებითა და სხეულის ენით. ამავდროულად, შინაური ცხოველები მუდმივად ეძებენ შესაძლებლობას უფრო გულდასმით გააანალიზონ ადამიანის განწყობა: ამისათვის ისინი ხანდახან ხრიან თავებს, რათა უკეთ დაინახონ მათთან მოსაუბრე ადამიანის სახე.
გარკვეული ანატომიური თავისებურებების გამო, ამ ცხოველებს არ აქვთ შესაძლებლობა დაინახონ „თანამოსაუბრეს“ სახე და ამის გარეშე მათ არ შეუძლიათ გაიგონ, როგორ არის განწყობილი ადამიანი – აგრესიულად თუ მეგობრულად “, – ნათქვამია კვლევაში.
აღნიშნულია, რომ ექსპერიმენტში თითქმის 600 ძაღლმა და ამდენივე პატრონმა მიიღო მონაწილეობა. შედეგად, პატრონთა ნახევარზე მეტმა გამოაცხადა, რომ საუბრისას ცხოველები თავებს ხრიან. ამავდროულად, აღმოჩნდა, რომ გრძელი სახის მქონე ძაღლები ბევრად უფრო მიდრეკილნი არიან თავის დახრისკენ, ვიდრე მოკლე სახის ძაღლები.

Leave your comment