რატომ ჭამენ ძაღლები საკუთარ ექსკრემენტებს?

რატომ ჭამენ ძაღლები საკუთარ ექსკრემენტებს?

ძაღლების პატრონებს ხშირად აქვს შეხება შინაური ცხოველების განსაკუთრებულ მიდრეკილებასთან – კოპროფაგია, ფეკალიების ჭამის გატაცება. ყველა ჯიშისა და ასაკის წარმომადგენელს აქვს ეს ჩვევა. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ჯუჯა პუდელებს არ აწუხებთ განავლის ჭამის სურვილი. გარდა იმისა, რომ უსიამოვნო სანახაობაა, აღნიშნულმა ჩვევამ შეიძლება ცხოველის ჯანმრთელობას სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. ამიტომ, მნიშვნელოვანია გავიგოთ, თუ რატომ ჭამენ ძაღლები განავალს და მოვაშოროთ ეს მავნე ჩვევა.

მიზეზები, თუ რატომ ჭამს ძაღლი საკუთარ განავალს

არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც ძაღლი ჭამს განავალს – ფსიქოლოგიური, ფიზიკური და პათოლოგიური, ანუ დაავადებებთან დაკავშირებული. ლეკვების განავლისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება და მათში კოპროფაგიის მიზეზები ხშირად ქცევითი ხასიათისაა და არ არის დაკავშირებული დაავადებასთან. აღსანიშნავია ისიც, რომ თუ ძაღლი ერთხელ დაინტერესდა ცხოველქმედობის ნარჩენებით, ეს არ მიუთითებს პრობლემაზე. ზოგჯერ ისინი შეისწავლიან სხვა ინდივიდებს განავლით – რამდენი ხნის წინ იყო აქ სხვა ძაღლი, რა სქესისაა, აქვს თუ არა ესტრუსი.

შიმშილი

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი, რის გამოც ძაღლი ჭამს საკუთარ განავალს, არის მარტივი – შიმშილი. განავალი შეიცავს მოუნელებელ საკვებს, ცხიმის ნაწილაკებს, სახამებელსა და ცილებს, მათი რაოდენობა განსაკუთრებით მაღალია არაჯანსაღი ცხოველების ექსკრემენტებში. ამიტომ, თუ დიეტა არ არის მაღალკალორიული ან ცილების, ცხიმებისა და/ან ნახშირწყლების ბალანსი დარღვეულია, ძაღლმა შეიძლება დაიწყოს საკუთარი განავლის ჭამა. მნიშვნელოვანია სწორი საკვების არჩევა ან ბუნებრივი დიეტის დაბალანსება, შინაური ცხოველის ასაკის, სქესის, აქტივობისა და ფიზიოლოგიური საჭიროებების გათვალისწინებით.
голодная собака собирается есть свои экскременты

ჰელმინთები

ცხოველს ჰელმინთების შეჭრით შეიძლება დაერღვეს მადა. ძაღლი იწყებს არა მხოლოდ განავლის, არამედ ქვების, ქაღალდის, მიწის და სხვა უცხო საგნების ჭამას. არ არსებობს მედიკამენტი, რომლიც იცავს ძაღლს ჰელმინთებისგან და ინფიცირების მრავალი გზა არსებობს – წყლით, მიწით, საკვებით. ასევე, რწყილები ჭიების მატარებლები არიან და თვით ადამიანსაც კი შეუძლია ძაღლი ჭიებით დააინფიციროს. განავლის ჭამა ინფექციის კიდევ ერთი გზაა. ლეკვები ასევე შეიძლება დაინფიცირდნენ დედისგან, საშვილოსნოში.

ნაწლავის დაავადებები

ანთებითი პროცესების შედეგად ნაწლავები სრულად ვერ ითვისებენ პირის ღრუში შემავალ საკვებს, ამიტომ ნაწილობრივ უცვლელი სახით გამოიყოფა. შედეგად, განავალი შეიძლება გამოიყურებოდეს როგორც ჩვეულებრივი საკვები და ძაღლი სიამოვნებით მიირთმევს მას. ეს განსაკუთრებით გამოხატულია მაშინ, როდესაც შინაურ ცხოველს აქვს ქცევითი მახასიათებლების გაძლიერებული მადა, ჰორმონალური უკმარისობის გამო ან ექიმის დანიშნულებით იღებს ჰორმონებს.

ვიტამინებისა და საჭმლის მომნელებელი ფერმენტების ნაკლებობა

ძაღლი შეჭამს საკუთარ ან სხვების განავალს, თუ მას არ აქვს, გადამუშავებისთვის, საკმარისი რაოდენობის ბაქტერია ან განიცდის საჭმლის მომნელებელი ფერმენტების დეფიციტს. ძაღლის ნაწლავებში მრავლად არიან ბაქტერიები, რომლებიც ეხმარებიან მას საჭმლის მონელებაში. კარგი მონელებისთვის, რაციონი მოითხოვს ვიტამინების, ფერმენტებისა და ბაქტერიების არსებობას. თუ რომელიმე ელემენტი აკლია, ძაღლი შეეცდება მათ კომპენსაციას, მათ შორის ექსკრემენტების ჭამით. განავალი შეიცავს, როგორც დადებით, ასევე მავნე მიკროორგანიზმებს.

ეჭვიანობა

პატრონის მიმართ ეჭვიანი დამოკიდებულების გამო ძაღლი უფრო ხშირად ჭამს სხვის განავალს, რათა პატრონმა სხვა ინდივიდს ყურადღება არ მიაქციოს. მაგრამ ხდება ისეც, რომ საკუთარ განავალსაც ჭამს.

მიბაძვა

მშობიარობის შემდეგ დედა დიდხანს ზრუნავს ჩვილებზე. რატომ ჭამს ლეკვი საკუთარ განავალს? იმიტომ რომ დედამ ასწავლა. ყოველი კვების შემდეგ დედა აქტიურად ლოკავს ლეკვის მუცელსა და უკანალს, სანამ არ მოისაქმებს. როდესაც ლეკვები გაიზრდებიან, დედა დიდხანს ჭამს მათ განავალს. ეს არის ველურობიდან შემორჩენილი ინსტინქტი, შთამომავლობის დასამალად. ლეკვი იზრდება და ხედავს დედის ქცევას, მისგან სწავლობს და იმეორებს მის ჩვევებს.
щенок ест кал, копируя поведение взрослой собаки

ცნობისმოყვარეობა

ჩვენთვის და თქვენთვის განავალი მხოლოდ არასასიამოვნო სუნის ნაწილაკების გროვაა. სხვა ძაღლებისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, ეს არის ინფორმაციის მთელი სამყარო. დარჩენილი განავლიდან ძაღლს შეუძლია დაადგინოს, რომელი ინდივიდი იყო აქ, რა მიირთვა, რა ასაკისაა, ავად არის თუ არა, რამდენი ხანია აქ არის და საერთოდ, როგორი გემო აქვს ამ განავალს. ის ასევე ძალიან ცნობისმოყვარეა. ბანალური ცნობისმოყვარეობა კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც ლეკვი ჭამს საკუთარ ან სხვის ფეკალიებს.

სტრესი

სტრესი და მოწყენილობა განავლის ჭამის ერთ-ერთი მიზეზია. როდესაც ცხოველი დიდ დროს ატარებს მარტო, ან გასეირნება არარეგულარულია და გარდა ამისა ის ხშირად ისჯება ავეჯის დაზიანების გამო, ეს იწვევს ქცევის ცვლილებას, რაც გამოიხატება ექსკრემენტების ჭამით. ადამიანის მხრიდან ყურადღების ნაკლებობამ შეიძლება ეს უკიდურესი ქმედება გამოიწვიოს, თუ ძაღლი ჩათვლის, რომ თქვენ მას ესაუბრებით მხოლოდ დასჯის მომენტში, მას შემდეგ რაც შეჭამს მავნე საგანს. ის შეეცდება თქვენი ყურადღების მიქცევას საკუთარი ან სხვისი განავლის ჭამით. საჭიროა, დრო დაუთმოთ თქვენს შინაურ ცხოველს, იყიდოთ მისთვის საგანმანათლებლო სათამაშოები, რეგულარულად დატვირთოთ ძაღლის ტვინი, ასწავლოთ ახალი ბრძანებები.

კონკურირენცია საკვებისთვის

თუ სახლში ბევრი ცხოველი გყავთ და ისინი კონკურენციას უწევენ ერთმანეთს ჭამაში, ძაღლი განურჩევლად შეჭამს ყველაფერს, რაც იატაკზე დაეცემა, რაც თუნდაც ოდნავ წააგავს საკვებს. ასეთებისთვის განავალი გახდება ერთ-ერთი საყვარელი კერძი.

შიში

ძაღლი შიშით იწყებს საკუთარი განავლის ჭამას. შიში განსხვავებულია. ზოგს ეშინია, რომ ის დაისჯება არასწორ ადგილას მოსაქმვისთვის და, როდესაც ის თავისივე განავალს ჭამს, ამით ანადგურებს მტკიცებულებებს. ზოგს ეშინია აღმოჩენის. ზემოთ უკვე ვთქვით, რომ განავალი არის ძაღლის შესახებ ინფორმაციის წყარო, სხვა ინდივიდებისთვის. თუ ძაღლი შეშინებულია, ავადდება ან დომინირებას მოკლებულია, მისი განავლის მოხმარებით, ის დაუმალავს თავის ყოფნას სხვა უფრო ძლიერ ძაღლებს. ამას შეიძლება თან ახლდეს სხვისი ექსკრემენტების ან ნარჩენების მირთევაც: თევზი, დამპალი ხორცი.
собака может есть кал из страха

მიდრეკილება გემოსკენ

დიახ, სამწუხაროდ, არიან ძაღლები, რომლებიც კარგად არიან – არ აქვთ სტრესი, არ აწუხებთ შიმშილი, არ ჰყავთ ჭიები, ნაწლავები სრულიად ჯანმრთელია, მაგრამ ისინი მაინც ჭამენ განავალს. უბრალოდ, ზოგიერთ ძაღლს მოსწონს საკუთარი ან სხვა სახეობ(ებ)ის განავლის გემო. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ასეთი ძაღლები ძალიან ცოტაა.

რა უნდა გავაკეთოთ, როცა ძაღლი საკუთარ განავალს ჭამს?

მიზეზებიდან გამომდინარე, გავიგოთ რა უნდა გავაკეთოთ, თუ ძაღლი განავალს ჭამს:
  • ⦁ მიმართეთ თქვენს ვეტერინარს და გამორიცხეთ ნაწლავებისა და საჭმლის მომნელებელი სხვა ორგანოების დაავადებები.
  • ⦁ დაიცავით ყველა ერთად მცხოვრები შინაურ ცხოველი ჰელმინთებისგან.
  • ⦁ ლეკვობიდანვე მიაჩვიეთ ბრძანებას „არა“ და დროულად გადააჩვიეთ არასასურველ კვებით ჩვევებს.
  • ⦁ მეტი ყურადღება დაუთმეთ თქვენს ცხოველს სახლში და სეირნობისას.
  • ⦁ ძაღლს მოსაქმვისთანავე მოაშორეთ განავალი ან დაამუშავეთ მძაფრი სუნის მქონე უსიამოვნო ნივთიერებებით, რათა არც ისე გემრიელად მოეჩვენოს შემდეგში. გამოიყენეთ: წიწაკა, მდოგვი.
  • ⦁ კოპროფაგიისგან გადასაჩვევად გამოიყენეთ სპეციალური საკვები დანამატები, როგორიცაა ვიტამინები 8 1-ში „Excel Deter“.
  • ⦁ თქვენი ძაღლისთვის შეიძინეთ შემეცნებითი სათამაშოები.
  • ⦁ თუ არსებობს ფსიქიკური აშლილობის ნიშნები – შიში, სტრესი, ეჭვიანობა, აუცილებლად მიმართეთ ზოოფსიქოლოგს. ძაღლის ემოციური მდგომარეობის აღდგენის პროცესი ძალიან მნიშვნელოვანი და უაღრესად შრომატევადია, ამიტომ ენდეთ სპეციალისტს.
необходимо вовремя убирать экскременты, чтобы собака их не съела

როგორ გადავაჩვიოთ ძაღლი საკუთარი განავლის ჭამას

სამწუხაროდ, არ არსებობს უნივერსალური გზა, როგორ გადავაჩვით ძაღლი საკუთარი განავლის ჭამას, ამიტომ უნდა სცადოთ ყველა შესაძლო ვარიანტი. არავითარ შემთხვევაში არ დაუყვიროთ და არ შეაშინოთ ძაღლი, როცა აღმოაჩენთ, რომ ის ჭამს განავალს. ყვირილი და ცემა აუარესებს სიტუაციას. შეშინებული ძაღლი იფიქრებს, რომ დეფეკაცია რაღაც აკრძალულია და დაიწყებს „მტკიცებულებების“ განადგურებას, რაც მხოლოდ გაზრდის შეჭმული განავლის რაოდენობას. მაგრამ ნუ შეაქებთ შინაურ ცხოველს, ნუ მოეფერებით მას, არ მიაქციოთ ყურადღება. მიუახლოვდით ძაღლს, ხმამაღლა და მკაფიოდ უთხარით: “არა!”. თუ ეჭვი გეპარებათ თქვენი ტონის სიმკაცრეში, შეგიძლიათ ბრძანების მომენტში ტაში დაუკრათ, შემდეგ მშვიდად მოაცილეთ ძაღლი იმ ადგილს. სეირნობისას ყურადღება მიაქციეთ ძაღლს, ეთამაშეთ, სათამაშოებით მოიტყუეთ, ერთი წუთითაც არ დატოვოთ. შეგიძლიათ ავარჯიშოთ, რომ სიარულის დროს სათამაშო ატაროს პირით და ბრძანების გარეშე არ გაუშვას. როგორც კი ძაღლი მოისაქმებს, მაშინვე გადაიტანეთ მისი ყურადღება, ბრძანებებითა და თამაშებით, სხვა რამეზე და დროულად მოაშორეთ განავალი. იყიდეთ “ჭკვიანი სათამაშოები” თქვენი შინაური ცხოველისთვის, მათი საკმაოდ დიდი არჩევანია, თანამედროვე ბაზარზე. თუ რამე მიზეზით ვერ იყიდით, გააკეთეთ საკუთარი. მაგალითად, აიღეთ სილიკონის გოფრირებული სათამაშო, გადაუსვით ძაღლის პაშტეტის სქელი ფენა და შედეთ გასაყინად. როდესაც სახლიდან დიდი ხნით გადიხართ, მიეცით იგი ძაღლს. სანამ თქვენ გასული ხართ, ძაღლი გართული იქნება ამ სათამაშო პაშტეტით და ვერც კი შეამჩნევს, თქვენს არ ყოფნას. ლეკვზე ბევრად უფრო რთულია ზრდასრული ძაღლის გადაჩვევა, ამიტომ არ გამოტოვოთ მომენტი და გამოასწორეთ მისი ქცევა პატარაობიდანვე. დარეგისტრირდით სასწავლო კურსებზე, გამოკვებეთ სრულყოფილად ან ნატურალური დაბალანსებული საკვებით, დიეტოლოგის რეკომენდაციების შესაბამისად, ბევრი ითამაშეთ პატარასთან, დროულად მოაშორეთ განავალი. არ დასაჯოთ ლეკვი, თუ ის არასწორ ადგილას მოისაქმებს, განსაკუთებით დასუნვისას. ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მის ყნოსვაზე და გამოიწვიოს თავად დეფეკაციის შიში, რის გამოც ლეკვი კიდევ უფრო და უფრო სწრაფად დაიწყებს განავლის „დამალვას“.
хозяин пытается отучить собаку есть фекалии
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!