რატომ უყვარს კატას პატრონის თავზე ძილი?

რატომ უყვარს კატას პატრონის თავზე ძილი?

თუ ოდესმე თავზე კატით გაგღვიძებიათ, მაშინ ნამდვილად დაგაინტერესებთ რატომ უყვარს შინაურ ცხოველს თქვენი თავი ასე ძალიან, როცა გარშემო დასაძინებლად უამრავი ადგილია. რა იზიდავს კატას თქვენს ბალიშში ასე? სინამდვილეში, ამ ქცევის რამდენიმე მიზეზი არსებობს. ჯერ ერთი, ყველამ იცის, რომ კატებს ძალიან უყვართ სითბო და ადამიანის მიერ წარმოქმნილი სითბოს თითქმის 80% ადამიანის თავზე მოდის . აქედან გამომდინარე, თქვენი კატა უბრალოდ შესაძლოა, თქვენს თავზე თბებოდეს. მეორეც, კატებს ძალიან მოსწონთ პატრონის სუნი, განსაკუთრებით თმიდან წამოსული და ამასმისთვის სასიამოვნო შამპუნის სურნელსაც თუ დავუტაბეთ, არ გაგიკვირდეთ, რომ კატა თქვენი თავისკენ მოიწევდეს.

მესამე, საყვარელი პატრონის თავთან კატა თავს სრულიად უსაფრთხოდ გრძნობს. ამიტომ, თუ თქვენი შინაური ცხოველი თქვენს ბალიშზე დაიძინებს, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ მას უყვარხართ და მთლიანად გენდობით.
და ბოლოს, ზოგი თვლის, რომ ამ გზით შინაური ცხოველი ცდილობს ამ გზით პატრონზე დომინირებას. ასე, თითქოს კატა კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ცხოვრობთ მის სახლში თქვენ ცხოვრობთ და არა პირიქით.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!