რატომ იწყებს ძაღლი დამალვას?
იმისათვის, რომ გავიგოთ რა სჭირს შინაურ ცხოველს, უნდა დავაკვირდეთ მის ქცევას. ხშირად ძაღლის დამალვის მიზეზი არის შიში, ფსიქოლოგიური ტრავმა ან უბრალოდ კონკრეტული ცხოველის ქცევა.
უჩვეულო ქცევის მიზეზები:
⦁ ხასიათი და გენეტიკა ⦁ დამალვის სურვილი შესაძლოა ძაღლის ინსტინქტებით იყოს განპირობებული. მისი ველურმა წინაპრები თავიანთ ბუნაგებს მიწაში აკეთებდნენ. ეს ზოგჯერ აიხსნება შინაური ცხოველების გატაცებით, რაც ეზოში მიწის თხრით გამოიხატება. ⦁ თამაშისას ლეკვები ხშირად ემალებიან პატრონებს. არ ინერვიულოთ: ძაღლი გაიზრდება და შეწყვეტს ოჯახის პროვოცირებას. ⦁ ცრუ ორსულობა ⦁ თუ ძაღლი მოუსვენარი გახდა ან, პირიქით, სრულიად პასიური, აშენებს „ბუდეს“, დარბის აქეთ-იქეთ, შეწყვიტა თამაში, მაშინ ეს სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს ცრუ ორსულობაზე. რა თქმა უნდა, ყველა ნიშანი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია თავად ძაღლზე. თუმცა, თუ ძაღლმა დაიწყო დამალვა, შეუმოწმეთ სარძევე ჯირკვლები, გარე სასქესო ორგანო. გადიდებული სარძევე ჯირკვლები და გამონადენი, მდედრის მიმდინარე ცრუ ორსულობის უდავო ნიშანია. მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუსვათ დიაგნოზი დამოუკიდებლად; თუ ეჭვი გეპარებათ, აუცილებლად უნდა მიმართოთ ვეტერინარს. . ტრამვებები და შიშები ჭექა-ქუხილის ან ფეიერვერკის დროს ძაღლი იმალება და წკმუტუნებს? სავარაუდოდ, შინაური ცხოველი შეშინებულია. ზოგჯერ შიში შეიძლება თავისთავად გაქრეს, ზოგ შემთხვევაში საჭიროა სპეციალისტის, ზოოფსიქოლოგის დახმარება. ძლიერი შიშები ხელს უშლის ძაღლის სრულფასოვან ცხოვრებას და მათთან გამკლავებაა საჭირო. ⦁ სხვა ცხოველი ბინაში ძაღლის ქცევის ცვლილების კიდევ ერთი შესაძლო მიზეზი არის კონკურენტის ყოფნა სახლში. ეს შეიძლება იყოს სხვა ძაღლი ან თუნდაც კატა, რომელიც ცდილობს დომინირებას. სავარაუდოდ, სუსტ ინდივიდს ეშინია და ცდილობს დაიმალოს მჩაგვრელისგან. ქცევითი პრობლემების თავიდან ასაცილებლად, ცხოველები თანდათანობით გააცანით ერთმანეთს. ყოველთვის დაიცავით წესრიგი და თანმიმდევრობა შინაურ ცხოველებთან მიმართებაში. დროთა განმავლობაში მათი ურთიერთობა უნდა გაუმჯობესდეს. თუ ისინი ვერ შეეწყობიან ერთმანეთს, მიმართეთ დახმარებისთვის კინოლოგს. ეს ხელს შეუწყობს „მეომარ მეზობლებს“ შორის კონტაქტის დამყარებას. ⦁ ახალი გარემოებები ძაღლისთვის ასევე სტრესული სიტუაციებია სხვაგან გადასვლა ან ბავშვის გაჩენა, რამაც შეიძლება უჩვეულო ქცევის პროვოცირება მოახდინოს. ამ შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანია, არ მოახდინოთ ზეწოლა შინაურ ცხოველზე, არ აიძულოთ იგი ახალ ადგილას დასახლდეს, თავისი ნების საწინააღმდეგოდ და არ დაუმალოთ,თუ ბავშვი გაჩნდა სახლში. ძაღლმა გაიგოს, რომ ეს არის ოჯახის ახალი წევრი, რომელიც არავის ზიანს არ მიაყენებს. ⦁ ავადმყოფობა ⦁ თუ ძაღლი კანკალებს და იმალება, ამ ქცევის მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის დაავადება – ინფექციური დაავადებებით დაწყებული, ნერვული სისტემის დაზიანებით დამთავრებული. ფრთხილად უნდა იყოთ, თუ ძაღლი უსიცოცხლოა, არ თამაშობს, არ ჭამს და მოკრძალებულად იქცევა. როგორც ხედავთ, ცხოველების უჩვეულო ქცევის მიზეზები შეიძლება ძალიან განსხვავებული იყოს – ლეკვების ზრდისა და ადაპტაციის უვნებელი პერიოდიდან სერიოზულ დაავადებებამდე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სავალალო შედეგები.ამიტომ, პირველი, რაც პატრონმა უნდა გააკეთოს, თუ შინაური ცხოველის ქცევა მკვეთრად შეიცვალა, არის ვეტერინარის კონსულტაცია.
მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია დაადგინოს შინაური ცხოველის ცნობისმოყვარე თვალებისგან დამალვის სურვილის ნამდვილი მიზეზი; საჭიროების შემთხვევაში ექიმი ასევე დანიშნავს მკურნალობას.
Leave your comment