კატების ბევრ პატრონს აინტერესებს, რატომ იწყებენ მათი შინაური ცხოველები ტუალეტში წასვლის შემდეგ, მისი შიგთავსის აქტიურად ჩამარხვას. რა არის ამ ქცევის მიზეზი?
თუ ფიქრობთ, რომ ეს ხდება იმის გამო, რომ თქვენი კატა ძალიან სუფთაა, მაშინ იმედი უნდა გაგიცრუოთ. კატები, რა თქმა უნდა, სუფთა ცხოველები არიან, მაგრამ ექსკრემენტებს ამიტომ არ მარხავენ. სინამდვილეში ესაა ინსტინქტი, რომელიც მემკვიდრეობით ველური წინაპრებისგან მიიღეს.
ველურ ბუნებაში მცხოვრებმა უპატრონო კატებმა იცოდნენ, რომ ექსკრემენტები ყველაზე ადვილად შესამჩნევი კვალი იყო, რომლითაც მტაცებლებს შეეძლოთ გაეგოთ, ვინ და როდის დატოვა ისინი. სწორედ ამიტომ ველური კატები კვალს ფარავდნენ, სხვა ცხოველისთვის ისიც უცნობი უნდა დარჩენილიყო, ძუა თუ ხვადი, ავადაა თუ ჯანმრთელად და ასე შემდეგ.
Leave your comment