რატომ გთხოვთ კატა სულ საკვებს?
შინაური ცხოველი მუდმივად ითხოვს საკვებს: მთავარი.
-
- კატა მუდმივად ითხოვს საკვებს, რადგან ის ზრდისა და განვითარების აქტიურ ფაზაშია.
- კატას სურს უფრო ხშირად ჭამა, თუ საკვები საკმარისად არ ანაყრებს.
- შინაურ ცხოველს მეტი საკვები სჭირდება, წელიწადის ცივი დროა.
- შიმშილის გრძნობა აქვს მედიკამენტების (მაგ. ჰორმონების) გამო.
- შინაური ცხოველი ორსულობის/მშობიარობის შემდგომ პერიოდშია.
- კატას სულ შია, რადგან ყურადღება აკლია.
- კატას მუდმივად შია, თუ აწუხებს პოლიფაგია (ცრუ შიმშილი).
- • ჭამის სურვილი უფრო ხშირად ჩნდება სწრაფი მეტაბოლიზმის ან მისი დარღვევის გამო.
- • კატა ბევრს ჭამს, მაგრამ იკლებს წონაში დაავადებების გამო (ჭიები, დიაბეტი, ჰიპერთირეოზი, ონკოლოგიური და სხვ.)
გააჩნიათ თუ არა კატებს გაძღომის გრძნობა?
კატებს აქვთ დანაყრების პირობითი განცდა – სხვა შემთხვევაში ისინი მუდმივად და შეჭამდნენ. ჩვეულებრივ, ჭამის შემდეგ ისინი კალათდებიან მათთვის საყვარელ მყუდრო ადგილას, იკუნტებიან და ტკბილად იძინებენ.
ის, რომ კატა მუდმივად რეაგირებს პარკების შრიალზე, არ ნიშნავს იმას, რომ ის საკვებს გთხოვთ. უბრალოდ მისი ინსტინქტები მუშაობს – სიგნალი მიცემულია, უნდა მიირბინოს და კნავილი ატეხოს.
დანაყრების გრძნობა შეიძლება განსხვავდებოდეს: ზოგი ჭამს, როცა მშიერია, ზოგი კი პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში. როგორც ადამიანები მსუყე ვახშმის შემდეგ უარს არ ამბობენ ნაყინზე, ასევე კატები ყოველთვის პოულობენ ადგილს “დესერტისთვის“.
რამდენი უნდა ჭამოს კატამ ნორმალურ შემთხვევაში?
კვების ოდენობა და სიხშირე დამოკიდებულია კატის ასაკზე, ჯანმრთელობის მდგომარეობასა და იმაზე, უპირატესობას რას ანიჭებს. თუ მას ძალიან ცოტას ან არასათანადოდ აჭმევთ, შეიძლება ჯანმრთელობა დაუნგრიოთ. ასევე, თუ ჯამში საკვებს მუდმივად უმატებთ, როდესაც ის ჯერ არ დაცარიელებულა, ხშირად და დიდი ულუფებს აძლევთ, მაშინ არ უნდა გაგაკვირვოთ, რომ კატა ბევრის ჭამა დაიწყო. კატის სიმსუქნემდე მიყვანა რთული არ არის, ამიტომ დაიცავით მარტივი წესები და თქვენი შინაური ცხოველი ჯანმრთელი იქნება. უპირველეს ყოვლისა, თქვენ უნდა შეუდგინოთ მას რეგულარული რაციონი. გამოთვალოთ დღიური ნორმა, რომელიც კონკრეტულად თქვენს კატას სჭირდება, შემდეგ საკვები ორ თანაბარ ნაწილად გაყავით და აჭამეთ თანაბარი ინტერვალებით. რეჟიმი საშუალებას მოგცემთ მოამზადოთ საკვები წინასწარ და თქვენს შინაურ ცხოველსაც საჭირო დროს მოშივდება ხოლმე. მას განუვითარდება ჭამისა და ტუალეტში სიარულის რუტინა. და დაიმახსოვრეთ: საკვები უნდა იყოს მაღალი ხარისხის, რაციონი კი სრულყოფილი და დაბალანსებული.
ნორმა კნუტებისთვის
იმის დადგენა, თუ რამდენი საკვები უნდა მისცეთ კნუტს, საკმაოდ მარტივია. კატის საკვების ყიდვისას უნდა წაიკითხოთ რა წერია შეფუთვაზე – ჩვეულებრივ მითითებულია დოზის გაანგარიშება. სხვადასხვა მწარმოებლის ანოტაციები, საკვები ნივთიერებებითა და მიკროელემენტებით გაჯერების მიხედვით, შეიძლება განსხვავდებოდეს. ზოგადად, მზარდ ორგანიზმს უფრო მეტი საკვები სჭირდება, ვიდრე ზრდასრულს. დღიური ნორმის განსაზღვრის მთავარი მაჩვენებელი ცხოველის წონაა. მაგალითად, 5 თვემდე კნუტებისთვის განკუთვნილი მაღალი ხარისხის, ვიტამინებით მდიდარი მშრალი საკვების საშუალო მოცულობა გამოითვლება შემდეგნაირად: ორი კილოგრამის წონის შინაურმა ცხოველმა უნდა შეჭამოს 35 გრამი, სამკილოგრამიანმა – 50 გრამი, ოთხკილოგრამიანმა – 70 გრამი. , ხუთკილოგრამიანმა – 85 გრამი.ნორმა ზრდასრული კატებისთვის
ზრდასრული კატისთვის საშუალო დღიური ულუფა გრამებში ნაკლებია: ის უკვე ზრდასრულია და ჯანმრთელობის შესანრჩუნება სჭირდება და არა აქტიური ზრდა-განვითარება. მშრალი საკვების სავარაუდო დოზა: 25 გ მშრალი საკვები 3 კგ-ზე, 4 კგ-ზე – 40 გ, 5 კგ-ზე – 55 გ.
შინაური ცხოველისთვის, რომლის წონა აღემატება ექვს კილოგრამს, სადღეღამისო კვების ნორმა გამოითვლება 12 გ საკვების დამატებით. კატის თითოეულ დამატებით კილოგრამზე.
ნორმა ასაკოვანი ცხოველებისთვის
ჩვეულებრივ, ასაკოვანი კატა უფრო მშვიდია და მუდმივად არ ითხოვს საკვებს. ასეთი შინაური ცხოველის ორგანიზმი ნაკლებად აქტიურად მუშაობს და მისთვის ნორმალურია ნაკლები საკვების მიღება. შინაური ცხოველის მოთხოვნილებებიდან გამომდინარე და მადის გათვალისწინებით, შეამცირეთ ულუფების ზომა და აჭამეთ დღეში ერთხელ, თუ არ შეამცირებთ ულუფას, გადაიყვანეთ ერთჯერად კვებაზე.
მომატებული მადის ფიზიოლოგიური მიზეზები
ნაწლავური პარაზიტები
საკვების ნორმაზე გადაჭარბებული მოხმარებისა და წონის ერთდროული დაკლების მიზეზი შეიძლება იყოს ჰელმენტები. თუ თქვენმა შინაურმა ცხოველმა დაიწყო წონაში კლება, აწუხებს ყაბზობა ან დიარეა, ღებინება – მას შეიძლებაჭიები ჰყავდეს. ნაწლავური პარაზიტებით დაავადებული შინაური ცხოველი მოწყენილად გამოიყურება, ზოგჯერ საკვებში გემოვნება ეცვლება.
დაავადების გვიან სტადიაზე ჭიები ჩნდება ღებინებასა და განავალში. პირველი სიმპტომების შემჩნევისას, აუცილებლად მიმართეთ ექიმს – ვეტერინარი ჰელმენტების მოსაშორებლად მედიკამენტებს დაგინიშნავთ.
სასარგებლო ნივთიერებების აუთვისებლობა
შინაურ ცხოველს ასევე შეიძლება ჰქონდეს დარღვევა ორგანიზმში, რაც იწვევს საკვებიდან საკვები ნივთიერებების შეწოვის შემცირებას. შედეგად, ის დანაყრებას ვერ გრძნობს და საჭმლის მოთხოვნას უფრო ხშირად იწყებს. მსგავსმა პრობლემებმა შეიძლება უფრო სერიოზული რამ გამოავლინოს, მათ შორის, ონკოლოგიური დაავადებები.
ამ პრობლემის გამოსარიცხად ან დასადასტურებლად აუცილებელია გამოკვლიოთ და გარკვეული ანალიზები ჩაუტაროთ.
ჰორმონალური დარღვევა
ჰორმონალური დარღვევები კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც შინაური ცხოველი მადის მომატებას უჩივის. თუ ენდოკრინული სისტემა გაუმართავად ფუნქციონირებს, ცხოველს დაავადებები უვითარდება: ყველაზე გავრცელებულია შაქრიანი დიაბეტი, ჰიპოთირეოზი (ან გადიდებული ფარისებრი ჯირკვალი) და თირკმლის უკმარისობა. ამ დაავადების ზოგიერთი სიმპტომი: წონაში კლება, მუდმივი წყურვილი, საჭმლის მონელების დარღვევა, აქტივობის მომატება.
სისხლის და სხვა ანალიზიები დაგეხმარებათ დაავადების არსებობის დადგენაში – მნიშვნელოვანია დროულად დაუკავშირდეთ ვეტერინარულ კლინიკას.
ნივთიერებათა სწრაფი ცვლა
ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით, ზოგიერთ ცხოველს ნივთიერებათა უფრო სწრაფი ცვლა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ უფრო ხშირად შივდებათ და საკვებს ითხოვენ. ძნელია ეს თვისება შეუმჩნეველი დაგრჩეთ – საჭმლის მონელების დაჩქარებული პროცესი ტუალეტში ხშირად სიარულს იწვევს. კატის კვებისას გაითვალისწინეთ ეს ფაქტორი: შეგიძლიათ საკვების მიცემა უფრო ხშირად, მაგრამ მცირე ულუფებით. ექიმს უნდა მიმართოთ, თუ შინაური ცხოველის მეტაბოლიზმი საეჭვოდ სწრაფია – შესაძლოა დიეტა ან წამალი დასჭირდეს.ორსულობა და ლაქტაცია
ეს მდგომარეობა ცვლის ძუკატის ჩვეულ ქცევას. შინაური ცხოველი იწყებს მეტ ჭამას – საკვები საკმარისი უნდა იყოს როგორც მისთვის, ასევე ნაყოფისთვის. საშვილოსნოში საკმაოდ ბევრი კნუტია, საკვები ყველა მათგანს უნა ეყოს. იგივე ეხება ახლად ნამშობიარევ კატასაც – რომელიც რძესთან ერთად საკვებ ნივთიერებებს გასცემს, მან ისინი საკვებით უნდა შეივსოს.
ორსული ან მეძუძური ქალისთვის მადის მომატება ნორმალური მდგომარეობაა, ამიტომ არ ინერვიულოთ და არ შეზღუდოთ იგი საკვებში. დროთა განმავლობაში ყველაფერი ჩვეულ კალაპოტში ჩადგება.
რეაქცია სიცივეზე
წელიწადის ცივ დროს შინაურ ცხოველს მეტი ენერგია სჭირდება – არა მხოლოდ ყოველდღიური საჭიროებისთვის (სირბილი, ძრომიალი, თამაში), არამედ სითბოს შესანარჩუნებლად. შინაური ცხოველის სხეული თავს თვითონ ითბობს რაზეც დამატებით ენერგიას ხარჯავს. ამიტომ, გვიან შემოდგომაზე, ზამთარში და ადრე გაზაფხულზე, შეიძლება მადა მოემატოს. საკმარისი ენერგია რომ ჰქონდეს, შეგიძლიათ ოდნავ გაუზარდოთ ულუფის მოცულობა და კალორიები.მედიკამენტების გავლენა
მედიკამენტებმა, რომლებსაც შინაური ცხოველი იღებს, შეიძლება გავლენა იქონიოს მის დანაყრების გრძნობაზე. ზოგი წამალი ამ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ამცირებს, ამიტომ შინაურ ცხოველს შია და ჯამს ვერ შორდება. მათ შორისაა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, კრუნჩხვებისა და ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატები, ასევე ჰორმონალური პრეპარატები.
ამიტომ, როდესაც ექიმი დაუნიშნავს მედიკამენტს თქვენს შინაურ ცხოველს, აუცილებლად ჰკითხეთ შესაძლო გვერდითი ეფექტების შესახებ, გაარკვიეთ, რა უნდა გააკეთოთ, თუ ისინი თავს იჩენენ.
შიმშილობის შედეგი
ზოგჯერ შინაურ ცხოველს შიმშილობა უწევს. მაგალითად, არსებობს იძულებითი შიმშილი – სამედიცინო ჩვენებების ან პროცედურების გამო, როდესაც ცხოველი უბრალოდ ვერ ჭამს გარკვეული დროის განმავლობაში. განურჩევლად მიზეზებისა, საკვებისგან დიდი ხნის თავშეკავების შემდეგ, შინაური ცხოველი ჩქარობს საკვების მიღებას და დამატებასაც ითხოვს. მთავარია ზედმეტი არ მისცეთ, კუჭი რომ არ ასტკივდეს. უმჯობესია კვებოთ უფრო ხშირად და მცირე ულუფებით.
ფსიქოლოგიური მიზეზები
ყურადღებისა და ალერსის ნაკლებობა
ცხოველი შესაძლოა გადაერთოს საკვებზე, თუ მარტოობა აწუხებს. სხვა რა უნდა გააკეთოს, როცა მოწყენილია და პატრონი მის მოფერებას არ ჩქარობს? ჭამოს. ასევე, საკვების მათხოვრობით, ცხოველს ზოგჯერ უბრალოდ ყურადღების მიპყრობა სურს. პატრონის ამოცანაა არ დაივიწყოს შინაური ცხოველის საჭიროებები: დაისვას მუხლებზე, ეთამაშოს, ესაუბროს და მოეფეროს. ამ შემთხვევაში შინაური ცხოველი საკვებს, როგორც ერთადერთ გასართობს, დაივიწყებს.
ფსიქოგენური ჭამა
ეს დაავადება (პოლიფაგია) გამოიხატება იმით, რომ ცხოველი განიცდის ცრუ შიმშილს. ეს ხდება მაშინ, როდესაც კვებითი ქცევა დარღვეული აქვს. ამ დარღვევის მიზეზი, ხშირად მძიმე სტრესია. ეს უკანასკნელი შეიძლება გამოწვეული იყოს სხვა სახლში გადასვლით, ვეტერინართან ვიზიტით, პატრონის ხანგრძლივი არყოფნით.
ცხოველზე უნდა იზრუნოთ, მოუწყეთ კომფორტული ატმოსფერო, რომ რაც შეიძლება მალე დამშვიდდეს: მის გვერდით იყავით, მიეცით მისი საყვარელი სათამაშო, მოეფერეთ და მარტოს დიდხანს ნუ დატოვებთ.
მეტოქეობა
ეს დამახასიათებელია იმ შინაური ცხოველებისთვის, რომლებიც სხვა ცხოველებთან ერთად ცხოვრობენ. მეტოქეობა შინაურ ცხოველს აიძულებს ჭამდეს შიმშილის გრძნობის მიუხედავად, მით უმეტეს, თუ „მეწყვილეს” კარგი მადა აქვს და საკუთარ ჯამთან ერთად, მისი ჯამის მოსუფთავებაც უყვარს. კარგი იქნება თუ ჯამებს განცალკევებით დაუდგამთ და მისცემთ საშუალებას მხოლოდ თავთავიანთი ჯამებიდან ჭამონ და ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ.
შიმშილის შიში
ქუჩიდან აყვანილი შინაური ცხოველი შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში მშიერი იყო და, შესაბამისად, შეიძლება განუვითარდეს შიმშილის შიში. ჩვეულებრივ, კომფორტული ცხოვრების პირობებში და საკმარისი კვებით, ეს შიში თანდათან ქრება და ცხოველისაკვებზე თავდასხმას წყვეტს. ეცადეთ, თქვენს შინაურ ცხოველს რეჟიმის გამოსამუშავებლად, ერთსა და იმავე დროს აჭამოთ. ეს მისი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისთვის სასარგებლო იქნება.სიგნალები, რომლების დროსაც ვეტერინარს უნდა მიმართოთ
- თუ კატა მუდმივად ითხოვს საჭმელს, ყურადღება მიაქციეთ მის ქცევას და მდგომარეობას – თუ ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე დარღვევას შეამჩნევთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
- წონაში იკლებს. წონაში კლება და მომატებული მადა ხშირად ავადმყოფობაზე მიუთითებს, რომელიც საჭიროებს დროულად იდენტიფიცირებას და მკურნალობას.
- გულისრევამდე ჭამს. თუ კატის სიხარბეს, რომელიც მუდმივად ითხოვს საკვებს, თან ახლავს ღებინება, დიდი ალბათობით, საჭიროა მკურნალობა.
- დიარეა აქვს. მუდმივი დიარეა ცხოველის ნაწლავური პრობლემებზე მიგვითითებს, რომელთა მოგვარება ვეტერინარს უნდა მიანდოთ.
პროფილაქტიკა
- ამ პრობლემების თავიდან აცილება შესაძლებელია მარტივი პროფილაქტიკური ზომების მიღებით. ყველაზე მნიშვნელოვანი:
- • პერიოდულად ეწვიეთ თქვენს ვეტერინარს. ეს საშუალებას მოგცემთ დარწმუნდეთ, რომ კატა ჯანმრთელია, ასევე თავიდან აგაცილებინებთ დაავადებების წარმოქმნას ან მათ ადრეულ სტადიაზე აღმოაჩენთ.
- • არ აშიმშილოთ, კატა, დასვათ დიეტაზე თქვენი შეხედულებისამებრ (მხოლოდ სპეციალისტის რჩევით).
- • ცხოველს ზედმეტად ნუ აჭმევთ, მიეცით სასუაება ჯამი მოასუფთავოს და ჯამს იმ წამსვე ნუ აუვსებთ.
- • შეადგინეთ კვების განრიგი, შეაჩვიეთ კატა რეჟიმს.
- • ნუ დანებდებით ცხოველის ახირებას და პირველი დაკნავლების დროს საკვებს ნუ მისცემთ.
Leave your comment