რა უნდა ქნათ, თუ კატა დაიკარგა?

რა უნდა ქნათ, თუ კატა დაიკარგა?

სამწუხაროდ, შინაური ცხოველის დაკარგვისგან დაზღვეული არავინაა. უბედური შემთხვევა შეიძლება შინაურ კატასაც კი დაემართოს. ხშირად შეშინებული შინაური ცხოველი პატრონს ხელიდან ზუსტად შუა ქუჩაში უსხლტება. რა უნდა ქნათ, თუ კატა დაიკარგა?

კატებს ძალიან კარგად ახსოვთ სახლისკენ მიმავალი გზა, ამიტომ ცხოველის დაკარგვის შანსი, რომელიც პერიოდულად დადის ქუჩაში, ნულის ტოლია. სხვა საქმეა – სახლის ცხოველები. სამწუხაროდ, ისინი ცუდად ორიენტირდებიან უცხო ადგილებში, განსაკუთრებით თუ სტრესი აქვთ. მაგრამ თავისი პლუსი ამასაც აქვს: კატები, ძაღლებისგან განსხვავებით, სახლიდან შორს არ მიდიან. ამიტომ, თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ და გეგმის მიხედვით იმოქმედებთ, დაკარგული შინაური ცხოველის პოვნის შანსი საკმაოდ დიდია.

დაიწყეთ ძებნა რაც შეიძლება სწრაფად

ნუ დაიცდით თქვენი შინაური ცხოველის სახლში დაბრუნებას. ძებნა როგორც კი დანაკარგს აღმოაჩენთ, მაშინვე უნდა დაიწყოთ. დიდი ალბათობით, ქუჩაში შეშინებული კატა სახლიდან არც თუ ისე შორს, უსაფრთხო ადგილას მიიმალა. რა თქმა უნდა, ამ მდგომარეობაში მას უბრალოდ არ ზალუძს, სახლში დასაბრუნებელი გზა იპოვოს.
  • იმისათვის, რომ ძიება ეფექტური იყოს, დაიცავით რამდენიმე მარტივი წესი:
  • Შეინარჩუნეთ სიმშვიდე. ნუ იყვირებთ, არ იტიროთ და პანიკაში არ ჩავარდეთ. კატა შეიძლება ხმამაღალმა ხმებმა შეაშინოს. დაძახეთ მას მშვიდად, ზედმეტი ემოციების გარეშე.
  • აირჩიეთ დრო. დაკარგული შინაური ცხოველის მოსაძებნად იდეალური დროა საღამო, ღამე და ადრიანი დილა. დროის ამ მონაკვეთებში ქუჩა უფრო მშვიდი ხდება და ცხოველმა შეიძლება მყუდრო ადგილის დატოვება გაბედოს.
  • ყურადღება მიაქციეთ ჩუმ ადგილებს. როგორც წესი, შეშინებული შინაური ცხოველი ეძებს წყნარ ადგილს, ამიტომ ყველაზე ხშირად გაქცეულები იმალებიან სარდაფებში, სხვენებში, კიბეების ქვეშ. ზოგჯერ – ხეებზეც.
  • როდესაც ცხოველის საძებნელად წახვალთ, ჩაიცვით მოხერხებულად – კომფორტული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. დიდი ალბათობით, მოგიწევთ არა მხოლოდ ბევრი სიარული, არამედ ძნელად მისადგომი და საკმაოდ ბინძური ადგილების შემოწმება.
  • ითხოვეთ დახმარება. ჩართეთ ძებნის პროცესში მეზობლები, მეგობრები, დასუფთავების თანამშრომლები და ეზოში მოთამაშე ბავშვებსაც კი. რაც უფრო მეტმა ადამიანმა იცის დაკარგვის შესახებ, მით მეტია შინაური ცხოველის პოვნის შანსი.
  • გამოიყენეთ „სატყუარები“. მოათავსეთ საკვების ჯამები სახლთან ახლოს. მშიერი გაქცეული კატა შეიძლება სუნზე მოვიდეს. მაგრამ მზად იყავით, რომ საკვები ასევე უსახლკარო ცხოველებს მოიზიდავს.

    მოყევით დანაკარგის შესახებ. გააკარით განცხადებები, კატის დაკარგვის შესახებ, არა მხოლოდ თქვენს, არამედ მეზობელ ეზოებშიც. აქაც მოქმედებს დაფარვის წესი: რაც მეტი, მით უკეთესი, 100 განცხადება მაინც უნდა გააკრათ. შეამოწმეთ ისინი ყოველ ორ-სამ დღეში, რადგან ბევრი შეიძლება ჩამოხეული დაგხვდეთ ან ზემოდან სხვა განცხადება ჰქონდეს გადაკრული. გარდა ამისა, შეგიძლიათ დახმარებისთვის მიმართოთ სოციალურ ქსელებს. იმისათვის, რომ ძიებამ შედეგი გამოიღოს, განცხადება დეტალური უნდა იყოს.

    როგორ შევადგინოთ განცხადება კატის დაკარგვის შესახებ?

    • აღწერეთ შინაური ცხოველი.
    • მიუთითეთ ცხოველის ზომა, ფერი, ბეწვის ტიპი, თვალის ფერი და ჯიში. ტექსტი შეიძლება, მაგალითად, ასე გამოიყურებოდეს: „დაკარგა კატა, სახელად კიტი. მსხვილი მოკლებეწვიანი, ნაცრისფერი კოპლებით, მწვანე თვალებით.

    • განსაკუთრებული ნიშნები.
    • აუცილებლად მიუთითეთ კატის განსაკუთრებული ნიშნები და მახასიათებლები, რათა დაეხმაროთ ადამიანებს თქვენი შინაური ცხოველი სწრაფად ამოიცნონ. მაგრამ ნუ ჩამოთვლით ყველა მათგანს – ამ გზით თავს თაღლითებისგან დაიცავთ. საქმე ისაა, რომ ხშირად ბოროტმოქმედები მსგავს განცხადებებს ეხმაურებიან და თითქოსდა ნაპოვნი შინაური ცხოველისთვის ჯილდოს ითხოვენ. ამ შემთხვევაში სთხოვეთ დაასახელონ ცხოველის ის ნიშნები, რომელთა შესახებ განცხადებაში არ წერია.
    განათავსეთ ფოტო. რა თქმა უნდა, არცერთი აღწერა არ იქნება ისეთი ინფორმატიული, როგორც შინაური ცხოველის ფოტო. აირჩიეთ სრულმეტრაჟიანი ფოტო, კარგი ხარისხის, რათა კატის ადვილად ამოცნობა მოხდეს. განცხადების დაბეჭდვა ფერად პრინტერზე ჯობს. მიუთითეთ თქვენი მისამართი და ტელეფონის ნომერი. აუცილებლად დაწერეთ თქვენი მისამართი და ადგილი, სადაც კატა დაიკარგა. დარწმუნდით, რომ მიუთითეთ რამდენიმე ტელეფონის ნომერი, რომლებზეც დაგიკავშირდებიან იზრუნეთ ჯილდოზე. სტრიქონი ჯილდოს შესახებ ძიების დიდი მოტივაციაა. უკეთესი იქნება მიუთითოთ თანხა, რომელსაც მპოვნელს გადასცემთ.
ასევე, მნიშვნელოვანია დაუკავშირდეთ თქვენს უბანში მდებარე თავშესაფრებსა და ვეტერინარულ კლინიკებს. სამწუხაროდ, ადამიანებს ყოველთვის არ შეუძლიათ მიხვდნენ, რომ ცხოველი სახლისაა. ამ შემთხვევაში კლინიკის ან თავშესაფრის პერსონალი შეგატყობინებთ, დაკარგული ცხოველი მათთან თუ აღმოჩნდება. მიკროჩიპის არსებობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ძებნას. ის შეიცავს მონაცემებს, რომლებიც საშუალებას იძლევა მფოლებლთან დაკავშირება მალევე მოხდეს.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!