რა უნდა იცოდეთ, კატების მომშენებელი რომ გახდეთ?

რა უნდა იცოდეთ, კატების მომშენებელი რომ გახდეთ?

კნუტების გაყიდვის შესახებ განცხადებების ნახვისას შეიძლება შეგექმნათ შთაბეჭდილება, რომ კატების მოშენება მარტივია, ერომ ფული ფაქტიურად თქვენს ხელში შემოედინება. თუმცა, ასეა კი ეს? რა არის საჭირო კატების გასამრავლებლად და მომშენებლის საამაყო სახელის სატარებლად?

ჯიშის შერჩევა

დასაწყისისთვის, კატები უნდა გიყვარდემაინც. ნაკლებად სავარაუდოა, რომ რამე გამოგივათ, თუ ცხოველებს მხოლოდ ბიზნეს გეგმად აღიქვამთ. თუ ამ საქმეს წამოიწყებთ ცხოველებთან გვერდიგერდ ცხოვრება მოგიწევთ, ასევე მოგიწევთ კნუტების აღზრდა. არანაკლებ მნიშვნელოვანია თქვენი გასამრავლებელი ცხოველების ჯიშიც. თუ აირჩევთ ძალიან იშვიათი ჯიშის ცხოველებს, შეიძლება წააწყდეთ კნუტებისადმი ინტერესის ნაკლებობას და მოგიწიოთ დიდი სარეკლამო ხარჯების გაწევა თუ პოპულარულ ჯიშს აირჩევთ, კნუტების გაყიდვისას ძალიან სერიოზულ კონკურენციას წააწყდებით. ყურადღება მიაქციეთ, რომ არჩეული ჯიში თქვენთვის კომფორტულია. თუ თქვენ, მაგალითად, ბეწვი გძულთ, არ უნდა აირჩიოთ სპარსელები.

მწარმოებლების არჩევანი

არანაკლებ მნიშვნელოვანია მოსაშენებელი ცხოველების არჩევა. აუცილებელია მათი წინაპრების ნუსხის გულდასმით შესწავლა: ჩაუტარდა თუ არა ტესტირება სხვადასხვა დაავადებებზე, მოშენებისთვის უნდა აირჩიოთ კატა, რომელიც არის აბსოლუტურად ჯანმრთელი და ყავდა ჯანმრთელი მშობლები, ასევე, აქვს სტაბილური ფსიქიკა და არის ჯიშის ტიპიური წარმომადგენელი. კნუტის ყიდვისას, ღირს ხელშეკრულების გაფორმება, რომელიც დაგიცავთ შესაძლო ფარული დეფექტებისგან, რომლებიც შეიძლება კნუტს ზრდის პროცესში გამოუვლინდეს. უმჯობესია კნუტი აიყვანოთ 3-6 თვის ასაკში, რათა ის თქვენს ოჯახს კარგად შეერწყას. ყიდვისას თქვენ უნდა შეამოწმოთ ყველა საჭირო დოკუმენტის არსებობა, მათ შორის ვეტერინარული პასპორტისა და მეტრიკის.

სივრცე საშენისთვის

თუმცა, სანამ კნუტებს იყიდით და შთამომავლობის მიღების გეგმებს დაისახავთ, უნდა გადაწყვიტოთ სად იცხოვრებენ ცხოველები. სასურველია, საშენისთვის გამოყოს ცალკე ოთახი; იდეალურია, თუ ეს იქნება მიშენება კერძო სახლში. საშენის ტიპის სახლში დაგჭირდებათ მინიმუმ ორი ცალკე ოთახი. კნუტებისთვის საჭიროა ცალკე ვოლიერი გქონდეთ. ცხოველებისთვის გამოყოფილი ოთახები უნდა იყოს მათთვის ფართო და კომფორტული, აღჭურვილი საწოლებით, საკაწრ ბოძებით, ტუალეტით. იატაკის საფარი უნდა იყოს რაც შეიძლება ადვილად დასალაგებელი.

მწამროებლის არჩევა და შეჯვარება

იმისათვის, რომ გახდეთ მომშენებელი, თქვენ ასევე უნდა შეუერთდეთ კლუბს. მოსაშენებელი ცხოველებ უნდა დაესწრონ გამოფენებს, მიიღონ საჭირო შეფასებები და ტიტულები გამრავლებისთვის, რაც ფასიანია. კატას შესაჯვარებლად პარტნიორი წინასწარ უნდა შეურჩიოთ. ასევე, უნდა გაითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ ზოგიერთი თქვენთვის სასურველი კატა შეიძლება შეჯვარებისთვის მიუწვდომელი იყოს. გამოცდილებისა და ცოდნის ნაკლებობის გამო მეწყვილის არჩევისას უმჯობესია კონსულტაცია გამოცდილ მომშენებელთან გაიაროთ. მას ასევე უნდა სთხოვო დახმარება შეჯვარების ხელშეკრულების შედგენაში. ეს დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ უსიამოვნო სიტუაციები, რომლებიც დაკავშირებულია შეჯვარების სერვისების გადახდასთან, ან ხელმეორედ შეჯვარებაში, თუ პირველ ჯერზე ორსულობა არ დადგება.  
კატის მშობიარობას, ჯობს დაასწროთ ვეტერინარი. გასათვალისწინებელია, რომ კატას შეიძლება დასჭირდეს ძვირადღირებული ოპერაცია და რეანიმაციაც კი, ისევე როგორც მის კნუტებს. ზოგჯერ დედაც და ახალშობილიც მშობიარობისას იღუპებიან. ხარჯთაღრიცხვა ასევე უნდა მოიცავდეს შთამომავლობის აღწერას, დედისა და კნუტების კვების ხარჯებს, ჭიების წამალს და ვაქცინაციას. თუ ყოველივე ზემოთქმულმა ხელი არ შეგიშალათ გამრავლებაში, არ დანებდეთ! იქნებ, სწორედ თქვენ გახდეთ კარგი მოშენებელი და სწორედ თქვენს სახლში დაიბადებიან მომავალი ჩემპიონები.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!